Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2018

მიმატოვე?! მეც გტოვებ

ჩემი აურ-ზაურიანი მაგიდა ცოტა მოვაწესრიგე, ლეპტოპი და რვეულ-კალამი მოვიმარჯვე და გადავწყვიტე კიდევ ერთი პატარა მოთხრობა დამეწერა. მწერალი არ ვარ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთხრობების წერის არანაირი ვალდებულება არ მაქვს; ჩემი კარდინალურად განსხვავებული საქმე მაქვს, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. უბრალოდ ვიგრძენი, რომ რაღაცის თქმა მინდოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სრულიად ფიზიკური შეგრძნება იყო თავისი აფორიაქებით , რომლის აღწერას დაიწყებ თუ არა, ხვდები, რომ საკმარისი სიტყვების მარაგი არ გაქვს, და ამიტომ უცნაურ სახელს არქმევ; ეს სახელი მუზაა. ლეპტოპი თუ რვეული, ვკითხე თავს, და არაჩემეული პასუხი მივიღე - რვეულიო. ავიღე კალამი, თან ვგრძნობ, რომ ვერაფერი შეაჩერებს ჩემ სათქმელს და ... გავჩერდი. გავჩერდი, რადგანაც სათქმელი ვერ ვიპოვე. მგონი კარგა ხანს ვიჯექი ასე. ჩემ ტვინში მობორიალე მუდმივმა ფიქრებმაც კი დამტოვეს. „ესე იგი, დამიძახე და მერე მიმატოვე?“ - ვკითხე ქალბატონ თუ ბატონ მუზას. პასუხის ღირასადაც არ ჩამთვალა და წარსულში გადამაგდო. კითხვა ადრეული ბავშვობიდან ძალიან მიყვარ...