Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2018

ღმერთისა და ჩემი ათი მცნება

ყველაზე რთული დაწყებაა. საიდან დავიწყო? მოდით იმ მომენტიდან დავიწყებ, როდესაც მოსემ ის ფილები, „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომელზეც ათი მცნება ეწერა, მიწას რომ დაანარცხა, რათა დაემსხვრია. რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი თავად მოსემ იცოდა ალბათ. სხვისთვის მაშინაც და განსაკუთრებით კი ამდენი საუკუნის შემდეგ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან შეუძლებული იქნებოდა/არი ან უამრავი სუბიექტური პასუხი არსებობდა/არსებობს. უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები მოსვენებას არ მაძლევენ, ამიტომ შევეცდები სუბიექტურად გავცე პასუხი. ამისათვის იმასაც გავიხსენებ, რომ ფილების დამსხვრევამდე მოსე 40 დღე სინას მთაზე იმყოფებოდა, ხოლო იქ ავიდა, რათა ღმერთს მისთვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნება გადაეცა. ფილების გადაცემას 40 დღე არ ჭირდება. ალბათ ეს დრო საჭირო იყო, რათა ათი მცნება ჩამოყალიბებულიყო და ფილებზე ამოტვიფრულიყო. ალბათ ამ მთაზე მოსე მარტო არ იყო, იყო, ვთქვათ ღმერთთან ერთად, ან ვინმე უცხოპლანეტელთან, ვინც სიცოცხლე ჩამოიტანა დედამიწაზე და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ აკონტროლებდა, ან ... უამრავი სხვადასხვა ვერსიის წამოყ...