Skip to main content

ღმერთისა და ჩემი ათი მცნება

ყველაზე რთული დაწყებაა. საიდან დავიწყო? მოდით იმ მომენტიდან დავიწყებ, როდესაც მოსემ ის ფილები, „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომელზეც ათი მცნება ეწერა, მიწას რომ დაანარცხა, რათა დაემსხვრია.
რატომ?!
ამ კითხვაზე პასუხი თავად მოსემ იცოდა ალბათ. სხვისთვის მაშინაც და განსაკუთრებით კი ამდენი საუკუნის შემდეგ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან შეუძლებული იქნებოდა/არი ან უამრავი სუბიექტური პასუხი არსებობდა/არსებობს. უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები მოსვენებას არ მაძლევენ, ამიტომ შევეცდები სუბიექტურად გავცე პასუხი.
ამისათვის იმასაც გავიხსენებ, რომ ფილების დამსხვრევამდე მოსე 40 დღე სინას მთაზე იმყოფებოდა, ხოლო იქ ავიდა, რათა ღმერთს მისთვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნება გადაეცა. ფილების გადაცემას 40 დღე არ ჭირდება. ალბათ ეს დრო საჭირო იყო, რათა ათი მცნება ჩამოყალიბებულიყო და ფილებზე ამოტვიფრულიყო. ალბათ ამ მთაზე მოსე მარტო არ იყო, იყო, ვთქვათ ღმერთთან ერთად, ან ვინმე უცხოპლანეტელთან, ვინც სიცოცხლე ჩამოიტანა დედამიწაზე და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ აკონტროლებდა, ან ... უამრავი სხვადასხვა ვერსიის წამოყენება შეიძლება ... მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ ცნებებს ჭკვიანი და მაქსიმალურად სრულყოფილი არსებები ქმნიდნენ. მოსეც ალბათ გონებრივი შესაძლებლობებით იმ ხალხზე ბევრად მაღლა იდგა, ვინც მას დაბლა ელოდებოდა.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბარში მომლოდინე ხალხს 40 დღე დიდ დროდ მოეჩვენათ და მოუთმენლობისაგან ოქროს კერპი ჩამოასხეს, რომელსაც ხბოს ფორმა მისცეს. ჩამოსული და ამ კერპის (და არა მხოლოდ) დამნახავი მოსე მიხვდა, რომ იმ დიდ სიბრძნესა და სიყვარულს, რაც მის ხელთ მყოფ ფილებზე ეწერა, ის ხალხი, ვინც მას დაბლობში დახვდა ვერ გაიგებდა, მათ სულ სხვა რამე ჭირდებოდათ და ის ფილები უმცირეს ნაწილაკებად დაამსხვრია. კითხვა, რომელიც სუბიექტურადაც კი ბოლომდე პასუხგაუცემელი მრჩება არი შემდეგი: „ჩვენ, დღევანდელ განვითარებაზე მყოფი ადამიანები, ჩვენ თუ გავიგებდით და მივიღებდით იმას, რაც იმ დამსხვრეულ ფილებზე ეწერა?“.
ამის შემდეგ მოსე ისევ ავიდა სინას მთაზე და ისევ 40 დღე დაჰყო, რათა ფილების ასლები ჩამოეტანა. ასლი დედანს უნდა გავდეს, მაგრამ ასლი დედანი არაა, ამიტომ არაა სანდო მტკიცებულება თუნდაც სასამართლო განხილვებში. ასლი სანდო მაშინ ხდება, როდესაც ვთქვათ ნოტარიულადაა დამოწმებული, ამისათვის კი უფლებამოსილმა პირმა დედანს უნდა შეადაროს და თუ დედანი აღარ არსებობს, ასლი ყველანაირ ნდობას კარგავს. 
ამიტომ სუბიექტურად ვთვლი, რომ მოსეს მიერ ჩამოტანილი ასლი განსხვავებული იყო დედანისაგან, მაგრამ მსგავსებებსაც არ გამოვრიცხავ.
 არც ერთი ღმერთი, არც ერთი სულიერად ძლიერი პიროვნება/არსება არ მოითხოვს, რომ
·         მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენიდა არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონიჩემსა გარეშე.
·         მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნიარცა ყოვლადვე მსგავსნირაოდენი არს ცათა შინა ზედა რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუედა რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისაარა თაყუანი-სცე მათარცა მსახურებდე მათ.
·         მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
  • მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგიექვს დღე იქმოდედა ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენიხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱშაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
ეს ღმერთის დაყენებულ მოთხოვნებს არ გავს. ამ მოთხოვნებს მხოლოდ ის დააყენებს, ვინც პირველ რიგში საკუთარ თავში არაა დარწმუნებული, უამრავი კომპლექსი თუ მანია აქვს, მათ შორის განდიდებისაც, არის სხვისგან უპირობო მორჩილების მოყვარული (ღმერთი ან ნებისმიერი სრულყოფილებასთან მიახლოვებული არსება ასეთი ვერ იქნება) და ამასთან აქვს ხალხზე საშინლად დაბალი წარმოდგენა, მაგრამ გონება უჭრის. ჩემი აზრით მოსეს სხვა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებთან ერთად გონება საკმაოდ კარგად უჭრიდა და ხალხზეც რეალური, ანუ საკმაოდ დაბალი, წარმოდგენა ქონდა, ამიტომ შემორჩა მისი სახელი ისტორიას/ხალხს ამდენი საუკუნე.
არ ვიცი, დედანში იყო თუ არა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც შემდეგი 6 მცნება აუცილებლად უნდა შეასრულოს ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანად იგრძნოს თავი:
·         მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსარაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა. - ეს მცნება მიყვარს განსაკუთრებულად, რამეთუ ადამიანი, რომელიც ამ მცნებას არ მისდევს, ყველა სხვა მცნების დამრღვევიცაა.
·         მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
·         მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
·         მცნება მერვე: არა იპარო.
·         მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
·         მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისაარა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისაარცა ყანისა მისისაარცა კარაულისა მისისაარცა ყოვლისა საცხოვარისა მისისაარცა ყოვლისა მისთჳისრაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
ნუ რადგანაც მაინც 10 მცნებაა მიღებული და მე მხოლოდ ექვსი შემომრჩა ხელთ, ოთხიც უნდა დავამატო, არა იმიტომ რომ ღმერთი ან მოსე მგონია თავი :D , არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერმა უბრალო მოკვდავმა თავის თავს უნდა წაუყენოს მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესრულება მთელი ცხოვრება უნდა იტვირთოს:
·         მცნება პირველი: ღმერთი ან/და მისი იმიჯი ადამიანი სინამდვილეში უკიდეგანო სიყვარულია და, თუ გინდა, რომ ადამიანად დაბადებული მთელი ცხოვრება ადამიანი იყო და ადამიანადვე გარდაიცვალო, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე ზარდე შენ გულში ეს სიყვარული; იგი ბევრ კარგ საქმეს გაგაკეთებინებს. ერიდე სიძულვილს! შური და სიძულვილი ყოველგვარი სიბოროტის სათავეა.
·         მცნება მეორე: იშრომე ბევრი, ეცადე რამე ახალი შექმნა, რათა შენი თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანო კაცობრიობის წინსვლაში.
·         მცნება მესამე: განათლდი, ანუ მუდმივად გაკეთილშობილდი და ბევრი იკითხე, ისწავლე ის, რაც შენამდე შეუქმნიათ.
·         მცნება მეოთხე: ბოლომდე მხარში დაუდექი მომავალ თაობას, მაშინაც როდესაც წინ მიდის, რომ არ წაიბორძიკოს, და მაშინაც, წაქცეული რომაა, თუნდაც ტალახში ეგდოს ამოსვრილი. ოღონდ ამ დახმარებას სწავლა უნდა და ჯერ შენ ისწავლე, როგორ დაეხმარო, რომ დახმარებისას შეცდომები არ დაუშვა. ეს ყველზე მძიმე შეცდომებია, რადგანაც შენს მომავალს ეხება. - ეს მცნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
მოკლედ, ათივე მცნება სახეზეა. თავს არ გახვევთ, რადგანაც მოსესავით ძლევამოსილი და ჭკვიანი არ ვარ, და ნამდვილად არ მაქვს არც იმის პრეტენზია და არც იმის მოლოდინი, რომ ვინმეს დავმოძღვრავ. მაგრამ თუ ამ პატარა ესეს წაკითხვის შემდეგ ერთი ადამიანი მაინც თავის პრიორიტეტულ მცნებას, ისეთს რომელიც წინსვლას შეუწყობს ხელს,  ჩამოაყალიბებს და შეეცდება მას მისდიოს, უბედნიერესი ვიქნები.

და მაინც, რა ეწერა იმ დამსხვრეულ  ფილებზე?!


გიმაიო
09/11/2018
თბილისი


Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...