„ტააააკ“ ... როგორ დავიწყო ახლა და მოგიყვეთ ისე, რომ არაფერი გადავაზედმეტო და არც არაფერი გამომრჩეს. ერთი ჩვეულებრული დღე იყო, შრომით, ნერვიულობით, მოკლედ, ფუსფუსით სავსე, ცოტა გადავიღალე და ხასიათიც ამიფორიაქდა; ასეთ დროს ცურვა თუ მშველის, მაგრამ გვიანი იყო. ბასეინი 11-ზე იკეტება, უკვე 12 იყო დაწყებული და გადავწყვიტე ვაკის პარკამდე ფეხით გამეარა. ჩქარი ნაბიჯით გავუყევე ჭავჭავაძის გამზირს ფიქრით: „მანქანების რაოდენობა შემცირებულია და ჰაერი ისე ძალიან ვერ დამიბინძურებს ფილტვებს“. ვიდრე მაღაზიებს მიუყვები, პროსპექტი გაჩახჩახებულია, ხოლო უნივერსიტეტისა და 55-ე სკოლის წინ ბნელა. არა მხოლოდ ღამე ბნელა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამწუხაროდ, მაგრამ ამ თემაზე არ შევჩერდები, რადგანაც მოთხრობის მთავარ გზას არ გადავუხვიო. უკან რომ ვბრუნდებოდი, სწორედ ამ ბნელ ადგილას, 55-ესთან, შევამჩნიე ახალგაზრდების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, კამათობდნენ და უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ ერთმანეთს. ვიგრძენი, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. ამიტომ მივედი და ვთხოვე დაშლილიყვნენ. პირველმა, ას...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.