Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2019

ფილოსოფიური ბაასი მუხასთან

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ რამოდენიმე კვირაა, რაც ისე ვერ ვიძინებ თუ რამე არ დავხატე. ახლაც, ძილის დროა, მე კი ხელები მექავება, რაღაც მინდა დავხატო, თან ახალი ზეთის პასტელები მაქვს ნაყიდი, მაგრამ არ ვიცი - რა. მოდი, გავიფიქრე, თვალს დავხატავ, თან ხელს გავწაფავ, თან ხატვისას იქნებ რაღაც იდეაც მომივიდეს. ლამაზ ქალად თავს ნამდვილად არ ვთვლი, მაგრამ თვალები მართლაც უცნაური ფერის მაქვს: ძირითადად მწვანე, მაგრამ რუხი, ყვითელი და ცისფერი შეფერილობებით. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თვალი დამეხატა. ავიღე ჩემი აიფონი და მხოლოდ ჩემ თვალს გადავუღე ფოტო, ლეპტოპის დიდ ეკრანზე გადავიტანე და ხატვაც დავიწყე. ჯერ კონტურები, თვალზე ვარდისფერი სისხლძარღვებიც კი წინასწარ მოვხაზე და ბოლოს გადავედი თვალის გუგაზე. თითქმის დამათენდა თავზე, მე კი ვცდილობ გუგის ფერები ზედმიწევნით ზუსტად გადმოვიტანო ფოტოდან. როგორც ვთქვი, მწვანე აშკარად ჭარბობს თავისებური შეფერილობებით. ოთხი განსხვავებული ფერის მწვწნე პასტელის ერთმანეთში აზილვა დავიწყე. ... და უცებ ჩემი სოფლის მუხის ხე დავინახე სხვადასხვა ფერის მწვანე მ...