Skip to main content

ფილოსოფიური ბაასი მუხასთან

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ რამოდენიმე კვირაა, რაც ისე ვერ ვიძინებ თუ რამე არ დავხატე. ახლაც, ძილის დროა, მე კი ხელები მექავება, რაღაც მინდა დავხატო, თან ახალი ზეთის პასტელები მაქვს ნაყიდი, მაგრამ არ ვიცი - რა. მოდი, გავიფიქრე, თვალს დავხატავ, თან ხელს გავწაფავ, თან ხატვისას იქნებ რაღაც იდეაც მომივიდეს.

ლამაზ ქალად თავს ნამდვილად არ ვთვლი, მაგრამ თვალები მართლაც უცნაური ფერის მაქვს: ძირითადად მწვანე, მაგრამ რუხი, ყვითელი და ცისფერი შეფერილობებით. ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თვალი დამეხატა. ავიღე ჩემი აიფონი და მხოლოდ ჩემ თვალს გადავუღე ფოტო, ლეპტოპის დიდ ეკრანზე გადავიტანე და ხატვაც დავიწყე. ჯერ კონტურები, თვალზე ვარდისფერი სისხლძარღვებიც კი წინასწარ მოვხაზე და ბოლოს გადავედი თვალის გუგაზე. თითქმის დამათენდა თავზე, მე კი ვცდილობ გუგის ფერები ზედმიწევნით ზუსტად გადმოვიტანო ფოტოდან. როგორც ვთქვი, მწვანე აშკარად ჭარბობს თავისებური შეფერილობებით. ოთხი განსხვავებული ფერის მწვწნე პასტელის ერთმანეთში აზილვა დავიწყე.

... და უცებ ჩემი სოფლის მუხის ხე დავინახე სხვადასხვა ფერის მწვანე მოშრიალე ფოთლებით; მუხა, რომელიც მიყვარდა  და რომელსაც ვუყვარდი. საიდან ვიცი, რომ ვუყვარდი? ძალიან მოხუცი იყო, ამბობდნენ 300 წელს გადააბიჯაო და ბევრი მუხლუხო ჭია ყავდა, რომლებიც ხშირად ძირს ცვიოდნენ. ჩემს დებსაც რამდენჯერ დაეცათ, პატარები რომ ვიყავით, და ყოველ ზაფხულს ჩვენს აგარაკზე რომ ავდიოდით ჩემ პატარა მაგიდასა და სკამს სულ ამ მუხის ქვეშ ვდგავდი და ვკითხულობდი ან საგნებს ვმეცადინეობდი საათობთ მის ჩრდილში და არასოდეს არც ეთი ჭია არ დამცემია. რატომ? იმიტომ რომ ვუყვარდი.

ზაფხულობით სულ ვსტუმროდით მას და, შევაღებდით თუ არა ჩვენი კარმიდამოს ჭიშკარს, პირველი მუხასთან მივბროდი, ვეხუტებოდი, უძლიერესი რაინდი მეგონა. ოთხი მამაკაცი იყო საჭირო გარშემო ხელი რომ შემოევლოთ, ვერტფრენმაც გადაატეხა ზედა ტოტები.

მოკლედ, ეს მუხა გამომეცხადა. მერე რა არი ამაში გასაკვირიო, იკითხავთ. თუ ამ მუხის ამბავი არ იცით, მაშინ არც არაფერი, მაგრამ ზუსტად 20 წლის წინ ეს მუხა მოჭრეს, ვერ დავიცავი. მანამდე იმ სოფლის მცოხვერბლებმა ჩემი მუხა სულ შემოატყავეს (ქერქი შემოაცალეს) კონიაკის გასაკეთებლად. ბოლოს რომ ვნახე, თითქმის სულ გამხმარი იყო. სხვათაშორის იქაური მაცხოვრებლების მოთხოვნით წითელ სოფლად წოდებულ სოფელს სახელი შეუცვალეს და ივანწმინდა უწოდეს.

ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როდესაც სოფელ ივანწმინდაში ჩემი ჭიშკარი შევაღე და ეზოში მუხა აღარ დამხვდა. თავად ლამის ნახევარი ცხოვრების გზა მქონდა გავლილი და ბავშვივით დავიწყე ღრიალი. ჩემ ქმარ-შვილს არაფერი უთქვავთ, მიხვდნენ რომ უნდა გამომეტირა. ვერც ერთმა მეზობელმა ვერ გაბედა ჩემ ტირილზე გარეთ გამოსვლა.

ამის შემდეგ ჩემი ეზოს ჭიშკარი აღარ შემიღია. ჩემი მეუღლე დადის, კაკლისა და თხილის ნერგები ბლომად ჩაყარა და უვლის იქაურობას.
სწორედ ამიტომ გამიკვირდა, რომ დავინახე. გამიღიმა და მითხრა:
  • -   რა გატირებდა იმხელა ხმაზე? ნინო, ცხოვრება ასეა - ყველაფერი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. იცი, რამდენი რამე ვნახე ჩემი ცხოვრების მანძილზე, რამდენი ბოროტება, მაგრამ ბოლოს მაინც სიკეთე იმარჯვებს, მერწმუნე.
  • -         ძალიან გეტკინა, ქერქს რომ გაძრობდნენ და როდესაც მოგჭრეს?
  • -         ცხოვრება ტკივილებითაა სავსე, რომელთა დავიწყებაც უნდა ეცადო და მხოლოდ კარგზე იფიქრო, რათა მომავალში ეს კარგი მიიზიდო.
  • -    როგორ მჭირდება შენნაირი საყრდენი, რომელიც ყველაფერს გამიგებს და მასწავლის, როგორ მოვხვდე ყოველთვის სწორ გზაზე.
  • -  ყოველთვის სწორ გზაზე ვერ მოხვდები, საინტერესოც კი არ იქნება, მაგრამ მე სულ შენ გვერდით ვიქნები უხილავად. მთავარია, შიშმა არ აგიტანოს, როდესაც სიმართლისათვის იბრძვი, და შენი გასაკეთებელი აკეთო.
  • - როგორ მინდოდა ჩემ შვილებს, რომ გაიზარდნენ, მაშინ ენახე, რა ძლიერი და ბრძენი იყავი, და როგორ მწყინს, ეს რომ ვერ მოვახერხე.
  • - არ ინერვიული, კრიტიკულ მომენტებში შენ თვალებში ვარ და მხედავენ.
  • -         ვნერვიულობ მათ მომავალზე, მეშინია, შეცდომები არ დაუშვან.
  • -  ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ შეცდომები დაუშვას - შენც დაუშვი, ისინიც დაუშვებენ, მაგრამ მე სადარაჯოზე ვდგავარ და ისეთ შეცდომებს არ დაგაშვებინებთ, რომელთაც საბედისწერო ქვია.
  • -         როგორ მომნატრებია შენი ფოთლების შრიალი!
  • -         მეც მომენატრა ჩემ ჩრდილში რომ მეცადინეობდი საათობით, მაგრამ ყველაზე მთავარია ცვალებადი გარემოს შეგუება შეგვეძლოს. სხვას ვერაფერს და ვერავის შვცვლი; ძნელია, მაგრამ შესაძლებელია საკუთარი თავი შეცვალო, თან ისე რომ შეცვლილ გარემოებებს მიუსადაგო.
  • -         რაც თქვი, რამდენჯერ მომისმენია, მაგრამ შენ ნათქვამს ამხელა ძალა რატომ აქვს?
  • -     ვერ ხვდები? იმიტომ რომ მე მენდობი. ნდობის მოპოვება ურთულესი პროცესია, დაკარგვა კი უმარტივესი, ამიტომ ნდობას დიდი მოფრთხილება ჭირდება. კარგი საქმე მხოლოდ ნდობის არსებობისას კეთდება.

მივუახლოვდი, ბავშვურად ჩავეხუტე, ვიგრძენი, ცრემლები როგორ რაპა-ღუპით მომდიოდა. ნაზად გამწია და მითხრა:
  • -    ვატყობ, ახლა შენ ისეთ ღრიალს ატეხავ, რომ ორივესათვის ჯობია წავიდე, ვერ ვეგუები ცრემლებს. გაჭირვებისას გამიხსენე და მაშინვე უჩინრად შენ გვერდზე გავჩნდები და ჩემ ძალას მოგცემ.

გამომიწოდა მარცხენა ხელი. უი, მემარცხენე ყოფილა-თქო, გავიფიქრე, ადრე არც შემიმჩნევია. მეც მარცხენა ხელი გავუწოდე. ხელის ჩამორთმევაც რა ძლიერი აქვს, ხელში ტკივილი ვიგრძენი.

... მაგიდაზე სწორედ მარცხენა ხელზე მედო თავი და ხელი ტკივილამდე დამბუჟებოდა. როგორ ჩამძინებია, გავიფიქრე, და, ნახატს რომ დავხედე, თითქმის დამთავრებულს გავდა.

დაწოლის წინ გავიფიქრე, ხვალ არ დამავიწყდეს ვთხოვო ჩემ მეუღლეს ძველი მუხის ადგილას მუხის ნერგი ჩარგოს. გაიზრდება, გაივლის 300 წელი და მხცოვანი მუხა ვინმეს ჩემსავით შეუყვარდება და ჩემზე უკეთ შეძლებს მის მოვლასა და დაცვას ბოროტი ხალხისაგან.

გიმაიო
11/08/2019
თბილისი

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...