Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2019

თქვენ დედა გყავთ?!

რასაც ახლა წაიკითხავთ სიკვდილის შემდეგ დავწერე. არ მითხრათ, რომ გაგიკვირდათ. მე პირადად აღარაფერი მიკვირს. თუ გინდათ, დაჯექით და მომისმინეთ, თუ არა და, მიხედეთ თქვენ საქმეებს. დავიწყე. ...  შუაღამეს კარგა ხანია გადაცილდა, მაგრამ, როგორც თითქმის ყოველ ღამე, არც ახლა მეძინება. ადრეც ასე იყო, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით, ალბათ იმიტო მ , რომ უკვე 3 თვე 2 კვირა და ერთი დღეა, რაც სახლიდან არ გავსულვარ, აკრძალული მაქვს.  ამ პერიოდში მნიშვნელოვანი, რაც საკუთარ ტყავზე ვიგრძენი, არი ის, რომ უსაქმურობაა დეპრესიის ძირი და ძირი. ჩემი პროფესიით მუშაობას გარეთ გასვლა უნდა, მ შენებელი ვარ, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ახლა?! მოკლედ, ორი თვეა ვხატავ; დღისით ამის სურვილი არ მიჩნდება, მაგრამ შუაღამეს გადასცდება თუ არა, ხატვის დაუოკებელი ჟინი მეუ ფ ლება. დღის მანძილზე იდეებს ვეძებ   და უმეტეს წილად ვპოულობ კიდეც. თუ ვერ ვიპოვე, ყოველგვარი ცნობიერი აზრის გარეშე ვიღებ რომელიმე ფერს და ვიწყებ ფონის დადებას, ამასობაში იდეაც მოდის და საბოლოოდ  რაღაც გამოდის, რითაც კმაყოფილი რა თქმა უნდა არ...