მამაჩემის თქმით, იგი ფიროსმანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ფიროსმანივით ვერ ხატავდა. მე ვეთანხმები და მთელი არსებით ვგრძნობ ახლა, რომ ალბათ ფიროსმანივით დარდიანიც იყო, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პატარა ქალაქში ყველა იცნობდა, როგორც მხიარულ, განასკუთრებული იუმორით, მეტყველობითა და თამადობით გამორჩეულ ყველასთვის საყვარელ პიროვნებას. ამ დარდს მალავდა, ღვინოში ახრჩობდა და მაინც ხატავდა, ხატავდა დაკვეთით, რადგანაც ექვსი ქალიშვილის მამა იყო და დიდ ოჯახს რჩენა უნდოდა. მე მამა არ მიყვარდა, რადგანაც დედა მიყვარდა უძალიანესად, ხოლო მშობლებს მთელი ჩემი ბავშვობის პერიოდში გაუთავებელი ჩხუბი ქონდათ. არადა, მამას დედა უზომოდ უყვარდა, დედასაც, მაგრამ ორი კარდინალურად განსხვავებული პიროვნების კოჰაბიტაცია/თანაცხოვრება დიდი სიყვარულის მიუხედავადაც კი ძალიან რთულია. ამ კონფლიქტებში მე ყოველთვის დედის მხარე მეკავა, დედაჩემი ხომ შვილებისათვის თავდადებული დედა იყო და არი. თან ყველა აღიარებდა, რომ დიდი ხნით უშვილობის შემდეგ, მე, პირველი შვილი, დედას განსაკუთრებით ვუყვარდი. რომ დაგარწმუნოთ, ერთ მაგალითს მოვიყვან, ...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.