Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2020

ჩემი გული სხვის მკერდში

ვიცოდი, რომ მეძინა და სიზმარს ვხედავდი. ამიტომ არ გამიკვირდა ის პირველყოფილი რომ დავინახე მთელ ტანსა და სახეზე თმებით. მომიახლივდა, დამსუნა, სუნამოს შერჩევას ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. ისევ დამსუნა და ისეთი ანთებული მამაკაცური თვალებით შემომხედა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რაც უნდა.  თქვენ წარმოიდგინეთ და ცოტა ხნით დამატყვევა კიდეც მისმა მზერამ, მაგრამ, როგორც კი გონს მოვედი, მთელი ძალით გავიქეცი. თავად გამიკვირდა, ისე სწრაფად გავრბოდი წინ, სინათლესაც კი გავუსწარი და, როდესაც გავჩერდი მივხვდი, რომ მომავალში ამოვყავი თავი და მომავლის ადამიანი შემეჩეჩა. მართალია ბანჯგვლიანი არ იყო და 21-ე საუკუნის ადამიანისგანაც განსხვავდებოდა, ალბათ სერიოზული მუტაციები განიცადა, მაგრამ დახვეწილ გამჭოლ მზერაში, რომლითაც შემათვალიერა, ზუსტად იგივე სურვილი დავინახე, რაც პირველყოფილის მზერაში. წამიერი დატყვევება ახლაც ვიგრძენი, მაგრამ მაშინვე გავაცნობიერე, რომ ჩემი ადგილი არც აქ იყო.  “სადაა ჩემი ადგილი?”, ვკითხე საკუთარ თავს. არსადო, ორი ხმა შემომესმა წარსულიდანაც და მომავლიდანაც. ჩემი სი...