Skip to main content

ჩემი გული სხვის მკერდში

ვიცოდი, რომ მეძინა და სიზმარს ვხედავდი. ამიტომ არ გამიკვირდა ის პირველყოფილი რომ დავინახე მთელ ტანსა და სახეზე თმებით. მომიახლივდა, დამსუნა, სუნამოს შერჩევას ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. ისევ დამსუნა და ისეთი ანთებული მამაკაცური თვალებით შემომხედა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რაც უნდა. 

თქვენ წარმოიდგინეთ და ცოტა ხნით დამატყვევა კიდეც მისმა მზერამ, მაგრამ, როგორც კი გონს მოვედი, მთელი ძალით გავიქეცი. თავად გამიკვირდა, ისე სწრაფად გავრბოდი წინ, სინათლესაც კი გავუსწარი და, როდესაც გავჩერდი მივხვდი, რომ მომავალში ამოვყავი თავი და მომავლის ადამიანი შემეჩეჩა. მართალია ბანჯგვლიანი არ იყო და 21-ე საუკუნის ადამიანისგანაც განსხვავდებოდა, ალბათ სერიოზული მუტაციები განიცადა, მაგრამ დახვეწილ გამჭოლ მზერაში, რომლითაც შემათვალიერა, ზუსტად იგივე სურვილი დავინახე, რაც პირველყოფილის მზერაში. წამიერი დატყვევება ახლაც ვიგრძენი, მაგრამ მაშინვე გავაცნობიერე, რომ ჩემი ადგილი არც აქ იყო. 

“სადაა ჩემი ადგილი?”, ვკითხე საკუთარ თავს. არსადო, ორი ხმა შემომესმა წარსულიდანაც და მომავლიდანაც. ჩემი სიზმრის ორივე გმირი გვერდით მედგა. კიდევ ერთი სივრცესა და დროში ამოვარდნილი, არც ერთი მოვეწონეთ და არც მეორე - არც წარსული და არც მომავალი, აწმყოდანაც გამოქცეულია, თორემ ჩვენთან რატომ მოვიდოდა და მოდი ნიშანი დავასვათო. ბანჯგვლიანმა უხეშმა და ძლიერმა ხელმა მარცხენა ხელი გამიკავა, თხელმა თითქოს უსისხლო ხელმა, რომლის სიძლიერე დახვეწილობაში იყო, საჩვენებელი თითი ხელის გულზე დამადო და ყოველგვარი ტკივილის გარეშე საკუთარი ხორცის დაწვის სუნმა შემაწუხა. 

საკმარისია, მოინიშნა უკვე და გავუშვათო, გავიგონე თუ არა, მაშინვე გამეღვიძა. ზუსტად ღამის სამი საათი იყო, მივხვდი აღარ დამეძინებოდა და ავდექი, წინა დღეს ჭურჭელი დამრჩა დასარეცხი და დავრეცხავ-თქო გავიფიქრე, დედას რომ არ დახვდეს დილით. თუ სადმე არ ვარ წასასვლელი, ან ვინმე არაა მოსასვლელი, მთელი დღე შემიძლია სახლში ღამის პიჟამოთი ვიბოდიალო. ბოდიალი უშრომელობას არ ნიშნავს და არც დეპრესია მაქვს, როგორც სხვებს გონია. პროგრამისტი ვარ და ბევრსაც ვმუშაობ, ხშირად მთელი ღამე. ხალხში და სხვაგან არ მიყვარს ყოფნა, ამიტომ ძირითადად დაკვეთებს ვიღებ, კარგ სპეციალისტად ვითვლები და ანაზღაურებასაც არ ვუჩივი. საქმეს რომ ვიღებ, სულ იმას ვცდილობ დავუმტკიცო კლიენტს, რომ ქალი და ძალიან ახალგაზრდაც არანაკლები სპეციალისტი ვარ, ვიდრე გამოცდილი მამაკაცი, ამიტომ პარალელურად სულ რაღაც ახალს ვსწავლობ. 

მოგაბეზრეთ უკვე თავი ჩემზე საუბრით. იმას გეტყვით, რაც თქვენ დაგაინტერესებთ. მთელი ეს პერიოდი, რაც თეფშებს ვრეცხავ, მარცხენა ხელის გული მეწვის, მაგრამ სათვალე არ მიკეთია და მხოლოდ დიდ ნივთებს ვხედავ, ძალიან დაქვეითებული მხედველობა მაქვს, თან ასტიგმატიზმი. მოვრჩი თუ არა თეფშების რეცხვას, სათვალე გავიკეთე და მარცხენა ხელის გულს დავხედე და, როგორც კი ამომწვარი ადგილი შევამჩნიე, მყისვე ჩემი სიზმარი გამახსენდა. ძალიან ნელი ნაბიჯით და ძალიან ფრთხილად საწოლისაკენ წავედი, ასევე ფრთხილად დავწექი, მალევე მოვკალათდი მოხრილი ფეხებით და მხოლოდ ერთი სურვილი დამეუფლა, არასოდეს გავნძრეულიყავი და არასოდეს არაფერზე მეფიქრა.

ნახევრად ძილ-ბურანში ვიყავი. ამასობაში გათენდა, მშობლებმა გაიღვიძეს და ჩაიზე დამიძახეს, ხმა არ გავეცი. ეტყობა, ისევ არაა ხასიათზე, დალევს რომ მოუნდება, უთხრა დედამ მამას. მე კი შემომძახა: “დე, სამსახურში მივდივართ, მიხედე თავს”. როგორც კი კარების გაჯახუნების ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, სახლში აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ თავისით. ისიც მაშინვე დავინახე, როგორ ჩაუჭრა გზა მაღალი სიჩქარით მოძრავმა წითელმა ოპელმა მესამე ხაზიდან პირველ ხაზში მიმავალ მამაჩემს. მამამ გვიაინ დაინახა, ვეღარ აიცილა. დავინახე, უნებლიეთ დედაჩემისკენ როგორ გაიხედა სასოწარკვეთილად შეშინებული თვალებით, რომლებშიც მაპატიეს ამოიკითხავდი და ყველაფერი გაშავდა. 

მინდოდა წამოვხმტარიყავი, გავკიდებოდი და მეთქვა “ავარიაში მოყვებით! არ წახვიდეთ! მიყარხართ უზომოდ!” მაგრამ საწოლში ვერც კი გავინძერი. კარები შემოტეხეს, ჩემი მშობლები რომ შემოესვენებინათ, მინდოდა, მაგრამ მაშინაც ვერ ავდექი, ანდა, რა აზრი ქონდა ადგომას, ყველაფერი დამთავრდა, ირგვლივ წყვდიადი იყო. ნათესავებმა მშობლები უჩემოდ დაკრძალეს, ხოლო მე ფსიქიატრიულში გადამიყვანეს სამკურნალოდ. მხოლოდ სიტყვები კატატონია და სტუპორი მახსოვს, ექიმები ერთმანეთში რომ საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა რომ სულ არ მაინტერესებდა, ვინ რას ამბობდა. იცით, როგორ ვიყავი, თან რომ გძინავს და თან არა. მკურნალობას დავექვემდებარე, ბენზოდიაზეპინებმა გაჭრაო, და გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლშიც გამწერეს. 

სახლი თითქმის დაცარიელებული დამხვდა. ნათესავებმა გაიტანეს, რისი გატანაც შეიძლებოდა. ლეპტოპზე გავბრაზდი ძალიან, მთელი ჩემი სამუშაო იქ მქონდა და კატეგორიულად მოვითხოვე მისი დაბრუნება. მომიტანეს. ჩემი ინფორმაცია წაუშლიათ და ახლა მის “ბექაპზე” ვმუშაობ. იქნებ წიგნები, ნახატები და ჩემი გიტარაც დამიბრუნონ, დანარჩენი ნივთები, ავეჯი თუ ჭურჭელი ქონდეთ. მე ბევრი არ მჭირდება და, რაც მჭირდება მაქვს, ყველაფერი კი არ წაიღეს, მხოლოდ ღირებული. შეიძლება ჩემ ახლობლებს გონიათ, რომ ფასებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ფასეულობების სხვადასხვა გვარი განმარტებები გვაქვს. 

ლეპტოპის ‘ბექაპს’ ვაკეთებ-თქო გითხარით, ნეტავ დროის ‘ბექაპიც’ შემეძლოს იმ მომენტიდან, როდესაც დილით იმ უცნაური სიზმრის ნახვის შემდეგ ჩემი მშობლები სამსახურში წასასვლელად გავიდნენ სახლიდან და მე ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა. წამოვხტებოდი საწოლიდან, დავედევნებოდი და არ გავუშვებდი. ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემი ბრალია. ყურებში სულ შენი ბრალია” მესმის. დამლაპარაკებელიც არავინ დამრჩა, დედისერთა ვარ, ჩემი მშობლებიც დედისერთა იყვნენ. რამდენჯერ მითქვავს ჩემი მშობლებისათვის ან საერთოდ არ უნდა გაგეჩინეთ, ან დები და ძმებიც უნდა მყავდეს. შორეულ ნათესავებს რაში ვენაღვლები. კარგია, რომ კოლეგები დამეხმარენ და საქმე გამომიძებნეს -საინტერესო დაკვეთაა. 

მხოლოდ მაშინ არ მესმის “შენი ბრალია”, როდესაც ვმუშაობ, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. მუშაობაში წამლების დალევა მავიწყდება. ამიტომ როდესაც არ ვმუშაობ ან არ მძინავს, მაგალითად ვჭამ, არა მხოლოდ “შენი ბრალია” მესმის უკვე, არამედ “აგე პასუხიც”-ო. ამიტომ ჭამის დროც ძალიან შევამცირე. ჩემი უცვლელი წესი “ყოველ დღე შხაპი”-ც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სულ უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ვაგო პასუხი იმ დანაშაულზე, ადგომა რომ არ მომინდა, რასაც ... აღარ დავამთავრებ ამ წინადადებას რა .... ახლა თუ არავის აინტერებს ჩემი პიროვნება, ცოტა ხნით მაინც მაშინ დაინტერესდებიან, როდესაც ჩემი გახრწნილი სხეულის სუნი შეაწუხებთ. ამას რომ გავიფიქრებ ვწყნარდები, თითქოს ჩემი დანაშაულის შესაფერისი პასუხისგების გზა ვიპოვე, მაგრამ ჯერ ვცდილობ ამ ბოლო აზრს არ ჩავუღრმავდე, რადგანაც სიცოცხლე არ მძულს და რაღაც არაჩვეულებრივ სასწაულს ველოდები. ამიტომ ეს აზრი რომ მეწვევა, ვიხსენებ, წამლები რომ მაქვს დასალევი და ვსვავ. 

არაჩველებრივი სასწაული-თქო ვახსენე, თორემ ჩვეულებრივი სასწაული მყავს, ჩემი რამოდენიმე კოლეგა. მამხნევებენ, დეპრესია ყველა მოაზროვნე ადამიანს გვაქვსო, აბა უტვინოსთან დეპრესიას რა უნდაო. ერთად ვმუშაობთ პროექტზე, ჩემი კოგნიტიური შესაძლებლობებიც მიბრუნდება თანდათან, მაგრამ არა ისეთი ტემპით, მე რომ მინდა. წამლის დალევასაც სულ მახსენებენ. ერთი მეხუმრება, ბებიაჩემივით ხარ, მასაც ყოველ დილით ჭირდება წნევის მარეგულირებელის დალევის გახსენებაო. ცხოვრება თავის გზით მიდის, მეც მივყვები, მივყვები დინებას და ეს ისეთი მოსაბეზრებელია. რამოდენიმე წლის წინ ვუყურე ნეთფლიქსზე დოკუმენტურს თევზებზე, ზუთხი თურმე ქვირითის დასადებად უდიდეს მანძილებს გადის ჩქარი დინების საწინააღმდეგოდ. ალბათ მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერები. 

მე კი ბედნიერი აღარასოდეს ვიქნები. იმ ბედნიერებასაც კი ვეღარასოდეს განვიცდი, რასაც ადრე არც კი ვაფასებდი, ყველაზე გულწრფელ და სპეტაკ ჩახუტებას, მშობლების ჩახუტებას. მხოლოდ მკვდარი თევზი მიყვება დინებასო, უთქვავთ. დღეს ამ ფიქრებით გამეღვიძა და მთელი დღე უაზროდ დავბოდიალობ სახლში, რადგანაც ჩემმა მეგობრებმა დღეს დავისვენოთო, ხოლო მე გული ვერაფერს დავუდევი: წიგნის კითხვა დავიწყე და მალევე მივანებე თავი, ფილმს ვუყურებ-თქო და ისიც გავთიშე. მაინც ღამის პიჟამოში ვარ, გავიფიქრე და დავწვები დავიძინებ-თქო, მაგრამ ადრე იყო, თან საწოლამდე მისვლა დამეზარა და იქვე სავარძელში ჩავჯექი. 

 ხმაურმა გამაღვიძა, ქუჩიდან მოდიოდა, ეტყობა ყმაწვილები ჩხუბობდნენ, უშვერი სიტყვებით ამკობდნენ ერთმანეთს. ისევ ხილვა განმიმეორდა და თვალნათლივ დავინახე, როგორ ამოიღო დანა ყველაზე დაბალმა და გვერდით მდგომ ახმახ ჭაბუკს პირდაპირ გულის მიდამოებში დაარტყა. მინდოდა ავმდგარიყავი და პატრულისათვის დამერეკა, მხოლოდ ასე გადავარჩენდი, მაგრამ ვერ გავბედე. კიდევ რამოდენიმე წუთი ვუსმენდი მათ ჩხუბს სავარძელში ჩამჯდარი, ვიდრე ის სიტყვები არ გავიგონე: “რა ქენი, შეჩემა, მოკალი?!”  

მინდოდა საწოლისაკენ წავსულიყავი, ჩავწოლიყავი და აღარასოდეს ავმდგარიყავი და არც გავნძრეულიყავი, მაგრამ ჩემდა უნებურად ასე პიჟამოთი გარეთ გავარდი. საბედნიეროდ სასწრაფო მანქანა ჩვენ მოხუც მეზობელთან იყო მოსული და ამ მანქანას გადაყავდა დაჭრილი საავადმყოფოში. დანარჩენმა ახალგაზრდამ შარის აცილების მიზნით დატოვა იქაურობა. და ვარ, გამოგყვებით-თქო და თავი დამიქნია ექიმმა, თან მკითხა: “ასაკი, სახელი, გვარი!” არ ვიცი-თქო, და მეორემ აქ აქვს პირადობა, რა ეცოდინება, ნახე, რა ფერი ადევს, ეს არ გაგვიხდეს მოსაბრუნებელიო. პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს. დიდხანს ველოდი, მისი მეგობრებიც გამოჩნდნენ და ჩემი წამოსვლის დრო იყო და ყური მოვკარი, როგორ ეუბნებოდა ერთერთს ნაცნობი ექთანი, გულის გადანერგვა თუ უშველის, გული სულ დაფლეთილი აქვსო. სისხლი ჭირდებაო და ჩემი ჯგუფის სისხლი ქონია. 


ეს ინფორმაცია ჩემი ნაბიჯებისათვის, რაც ახლა დავგეგმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გადავწყვიტე მისთვის ჩემი გული მიმეცა. სახლში მისვლისთანავე ანდერძი დავწერე: “2 მარტს კეკელიძეზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას გულში დაჭრილს ჩემი გული გადაუნერგეთ!” დიდი ასოებით დავწერე და გამოსაჩენ ადგილას დავდე. აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, სამართებელიც იქვე მივიტანე. წყალში ჩავწექი, სასწრაფო გამოვიძახე და ვენები გადავისერე. ვფიქრობ, ყველაფერი ზუსტად გამოვთვალე, სასწრაფო წესით ისეთ დროს უნდა მოვიდეს, მე რომ ვერ გადამარჩინოს, მაგრამ ჩემი გული გამოსადეგარი იყოს ტრანსპლანტაციისათვის. თანდათან გონებას ვკარგავ, მაგრამ ის მაინც მეფიქრება, ყველაფერი სწორად თუ გავაკეთე სამართლებრივად, მეცნიერულად ან/და ადამიანურად და მხოლოდ ის მაინტერესებს, თან ცოტა გული მწყდება, რომ ვერ გავიგებ, მაგრამ მაინც მხოლოდ იმაზე ვფიქრობ სიხარულით, თუ როგორ იფეთქებს ჩემი გული მის მკერდში. 

გიმაიო 
05/03/2020

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...