Skip to main content

Posts

კ ო რ ი დ ა

ეს ფერწერული ტილო იმ დროიდანაა ჩემს ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში ჩემ სასთუმალთან ეკიდა და ახლაც კი, როდესაც ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, ისევ ჩემი საწოლის თავზე, უფრო ზუსტად ბოლოში, კიდია. საწოლში კი ყოველთვის უკუღმა ვწვები, რომ ამ ნახატს ვუყურო. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, გადავდებ ბალიშს, შენ გადმოდებ - სურათს მაინც შეუცვალე ადგილიო. მოკლედ, სწორედ ეს ნახატია, რასაც ყოველ ღამე დაწოლის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავ. ჩემი ნახატი მსოფლიო შედევრი არაა, მაგრამ თითქმის საუკუნეა გასული, რაც მხატვარს დაუხატავს და მას კორიდა ქვია. საკმაოდ დიდი ტილოა, მისი ძირითადი ნაწილი ქვიშა მოყრილ წრუილ მოედანს უკავია, რომელზეც ორი ცხენზე ამხედრებული პიკადორი და სამი მატადორია, და წითელ ნაჭრებს აფრიალებენ. მაგრამ ნახატის ძირითადი ფიგურა მაინც შავი ხარია. ეტყობა მხატვარმა ყველაზე გულმოდგინედ ხარის დახატვისას იმუშავა. თითქოს ხარის თითოეული კუნთის დაჭიმულობას ამჩნევ და გრძნობ. ამიტომაა, რომ სურათთან მიახლოვებისას პირველად ხარს ხედავ. სულ ბოლოს კი შემაღლებულ ადგილზე, არენაზ...
Recent posts

ჯემალა გააუპატიურეს

                                                                                   მოგესალმებით ! მე ჯემალა ვარ . ყველა ახალ მოთხრობაში ვერ დაგიწყებთ ახსნ ა - განმარტებას იმის შესახებ , თუ ვინ ვარ და რატომ გადა გე ყ ა რეთ ახლა გზაზე . თუ გაინტერესებთ , „ ჯემალა “-ს პირველი მოთხრობა წაიკითხეთ . თუ არ გაინტერესებთ , ისე მომისმინეთ . თუ არც მოსმენა გაინტერესებთ , სულ კარგად ბრძანდებოდეთ . უთქვენოდაც მშვენიერად დავიწყებ იმის მოყოლას , რაც მინდა და რაც მაწუხებს . გავიხსენებ იმ პერიოდს , როდესაც ჩემი თანატოლი ბიჭები სულ გოგონებზე საუბრობდნენ , უფრო ზუსტად ჭორაობდნენ ; გეგონებათ სხვა უფრო საინტერესო თემა არ იყო . მე გოგონები არ მაინტერესებდნენ , არც ლამაზებად ვთვლიდი და ცოტა მედებილებოდნენ კიდეც . ამას ჩემი მეგობრები რომ...