Skip to main content

კ ო რ ი დ ა


ეს ფერწერული ტილო იმ დროიდანაა ჩემს ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში ჩემ სასთუმალთან ეკიდა და ახლაც კი, როდესაც ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, ისევ ჩემი საწოლის თავზე, უფრო ზუსტად ბოლოში, კიდია. საწოლში კი ყოველთვის უკუღმა ვწვები, რომ ამ ნახატს ვუყურო. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, გადავდებ ბალიშს, შენ გადმოდებ - სურათს მაინც შეუცვალე ადგილიო. მოკლედ, სწორედ ეს ნახატია, რასაც ყოველ ღამე დაწოლის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავ.

ჩემი ნახატი მსოფლიო შედევრი არაა, მაგრამ თითქმის საუკუნეა გასული, რაც მხატვარს დაუხატავს და მას კორიდა ქვია. საკმაოდ დიდი ტილოა, მისი ძირითადი ნაწილი ქვიშა მოყრილ წრუილ მოედანს უკავია, რომელზეც ორი ცხენზე ამხედრებული პიკადორი და სამი მატადორია, და წითელ ნაჭრებს აფრიალებენ. მაგრამ ნახატის ძირითადი ფიგურა მაინც შავი ხარია. ეტყობა მხატვარმა ყველაზე გულმოდგინედ ხარის დახატვისას იმუშავა. თითქოს ხარის თითოეული კუნთის დაჭიმულობას ამჩნევ და გრძნობ. ამიტომაა, რომ სურათთან მიახლოვებისას პირველად ხარს ხედავ. სულ ბოლოს კი შემაღლებულ ადგილზე, არენაზე, მჯდომ სანახაობის მაყურებელ ხალხს ამჩნევ. მხატვარმა თითოეული ადამიანის დასახატად ფუნჯის მხოლოდ ერთი წანაცხი გაიმეტა.  იმპრესიონიზმს თავისი უბადლო ლაზათი რომ აქვს, ეს ჩემი აზრი არაა.

მამისაგან ამ მხატვარზე ერთი ამბავი მაქვს მოსმენილი, თან არა ერთხელ. ამბავი მართალია თუ ტყუილი, უფრო ზუსტად გამოგონილი, არავინ იცის, რადგანაც მამას დიდი ფანტაზიის უნარი ქონდა და ისეთი ენთუზიაზმითა და გულწრფელი იერით იცოდა ისტორიების მოყოლა, რომ ნებისმიერ ადამიანს დააჯერებდა თავის მონათხრობში.

აი ეს ამბავიც. ერთ დღეს, როდესაც მხატვარი ჯერ ჩვილი იყო და მას დედა ძუძუს აჭმევდა, ხოლო მამა სანადიროდ ემზადებოდა და თოფს წმენდდა, მას შემთხვევით თოფი გაუვარდა და ტყვია დედას მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ჩვილი კი სასწაულებრივად გადარჩა, მას ტყვია ოდნავ ასცდა. უდედობა, უბედობა მთელი ცხოვრება გაყვა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შრომობდა და ნიჭიც არ აკლდა, მაინც სიღატაკესა და მარტოობაში გარდაიცვალა.

ეს ამბავი რაღაც განსაკუთრებულს და მისტერიულს სძენდა ჩემ ნახატს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ნახატს აქვს ძალა ზეგავლენა მოახდინოს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ხშირად გიწევს მასთან შეხება, თითქოს ეჩვევი და შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მახსოვს, ერთი ათი დღით სარესტავრაციოდ წავიღე და თითქოს დაცარიელდა სახლი, შვებით ამოვისუნთქე, უკან რომ მოვიტანე. ახალგაზრდობაში მეგონა, რომ ეს ნახატი მისი შემქმნელის ემოციებს მახვევდა თავს და გავურბოდი კიდეც, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ჩემ მიძინებულ ემოციებს აღვიძებდა და აფორიაქებდა.

დიახ, ემოციური კაცი გახლავართ, მაგრამ არ მინდა ეს სხვამ შეამჩნიოს და ამიტომ ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო და მკაცრი იერი მქონდეს. გეოლოგი ვარ, ჩემი საქმეც მიყვარს, ოღონდ შარშანწინ ოპერაცია რომ გავიკეთე, მივხვდი ექიმი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ის მექნებოდა, რასაც სულ ვეძებდი - ჟინი, საქმის კეთების ჟინი. გეოლოგობა სწორედ ამ ჟინის გამო ავირჩიე, მეგონა სულ ვიმოგზაურებდი და ფათერაკებით სავსე ცხოვრება მექნებოდა; სინამდვილეში კი ქაღალდები შემრჩა ხელში.

ხოდა დღესაც ვწერე, ვიკითხე, ერთი ლექციაც ჩავუტარე სტუდენტებს და დაღლილი ვბრუნდები სახლში. მაინც რა ცხელი ზაფხულია წელს თბილისში. ცოლ-შვილს ამ სიცხეში ვერ გავაჩერებდი და დასასვენებლად გავუშვი, მე სამსახურის გამო დავრჩი. ახლა ვახშამი ჩემით უნდა მოვიმზადო, მერე კი ცოტა ხნით ტელევიზორს მივუჯდები, ახალ ამბებს მოვუსმენ.

ჩამძინებია ტელევიზორთან; რომ გავიღვიძე, სადღაც 3 საათი იქნებოდა. ავდექი და ჩემ საძინებელში შევედი. გავიფიქრე, აღარ დამეძინება-თქო, და სინათლე აღარ ჩავაქრე, რომ რამე წამეკითხა. საწოლში ჩემებურად ჩავწექი უკუღმა ნახატისკენ სახით. მაინც ძველმოდური ადამიანი ვარ, ამ ინტერნეტის ეპოქაში გაზეთები მიდევს სასთუმალთან კომოდზე. ავიღე ერთ-ერთი დღევანდელი, მაგრამ მივხვდი, რომ წამკითხველი არ ვიყავი. ჩემს კორიდას შევხედე და ვიგრძენი, როგორ შევდიოდი ამ სურათში.
რა კარგია, გავიფიქრე, არასოდეს მქონდა იმის საშუალება, რომ ესპანეთში წავსულიყავი და ნამდვილი კორიდა მენახა, არა და ბევრი წამიკითხავს ამ უძველეს ესპანურ ტრადიციაზე. მაყურებლებში ადგილს ვეძებდი, სადაც შეიძლებოდა დავმჯდარიყავი, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, არენის ნაცვლად საბრძოლო მოედანზე მოვხვდი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ხარი იყო, უფრო ზუსტად, ხარი მე  ვიყავი.
გარშემო ყველაფერი შემაწუხებლად კაშკაშებდა, ვერაფერს ვხედავდი გარდა მოფრიალე ნაჭრებისა. ვინ თქვა, რომ ხარს წითელი ფერი აღიზიანებს და ბრძოლის ჟინს მატებსო? ჩვენ ფერებს ვერ ვარჩევთ; არა, ხარები ფერებს ვერ არჩევენ, ეს მეცნიერებმა დაადგინეს.

კორიდა უკვე დაწყებული იყო, მე რომ ბრძოლის ცენტრში მოვხვდი. ეს კი იმ მომენტს დაემთხვა, როდესაც  პიკადორმა მოახერხა და პირველი ისარი ჩამარჭო ზურგში. ძალიან მეტკინა. გავბრაზდი და უკვე მთელი ძალებით ვცდილობდი ის წითელი ნაჭერი მომეშორებინა და მატადორი რქებზე წამომეცვა. დავეწიე კიდეც და მგონი შევძლებდი ჩემი საწადელი შემესრულებინა, მაგრამ შევდექი - ადამიანმა ადამიანზე ხელი როგორ უნდა აღმართოს?! შევცდი, რადგანაც კიდევ ახალი ისარი ჩამერჭო. შეტევა გავაგრძელე, მაგრამ ძალები აღარ მქონდა. უფრო იმას ვცდილობდი ამეცდინა მატადორის შპაგა. ტვინში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, თუ ჯერ 10 წუთს გავუძლებდი, მერე დამატებით სამსა და ბოლოს იმ სანუკვარ ორსაც და ცოცხალი დავრჩებოდი, ვიცოდი აღარ მომკლავდნენ. მგონი მოვახერხე, დრო გავიყვანე, და ქანცგალეული მიწაზე დავენარცხე. მატადორის დამხმარეები ამაოდ ცდილობდნენ ჩემს წამოყენებას. ეხლა ეტლი შემოვა და გამიყვანენ. მაგრამ ისეთი დაჩეხილი და დასისხლიანებული ვარ, შეიძლება აღარც მიმკურნალონ შემდეგი კორიდისათვის და დამკლან.

ეს გავიფიქრე თუ არა, ზარის ხმა გავიგონე, ჩემი კარების ზარის ხმა იყო. თვალი გავახილე, სასწრაფოდ ავდექი და კარებს ჩუმად მივუახლოვდი. ამ დილა ადრიან არავის ველოდი. გაზის კაცი იყო, ანათვალის ასაღებად მოსული. ასე ადრე რამ მოიყვანა? დამეზარა კარების გაღება, მოგვიანებით შევხედავ მრიცხველს და მესიჯით გავუგზავნი.

ისევ ჩემ საწოლში დავბრუნდი. რა უცნაური სიზმარი მსიზმრებია და საერთოდ, რა უცნაური რამაა სიზმარი. გამახსენდა სადღაც ამოკითხული, თურმე ძველი ეგვიპტელები სიზმარს ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რომ პაპირუსზე გადაქონდათ. ახლა ფროიდის გახსენებაც არ დაიწყო, შენი ჭირიმე, ვუთხარი საკუთარ თავს, სამსახურში გაგვიანდება. ავდექი. ხო, შეიძლება აქვს ან შეიძლება არც არანაირი აზრი ჩვენ სიზმრებს არ აქვს. ერთი კი კარგია, რომ მალე გვავიწყდება და კვალს არ ტოვებენ.

პ.ს. ამ ღამემ გარკვეული კორექცია მაინც შეიტანა ჩემი ცხოვრების წესში - ვეგეტარიანელი გავხდი. 


Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...