რჩევა: თუ მშიშარა ხართ, ნუ წაიკითხავთ :D უცებ გაეღვიძა, მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობდა. წუხელ მთელი ღამე თავის ლეპტოპთან გაატარა. წინასწარი დაგეგმვის გარეშე, თან ისე რომ არაფერში ჭირდებოდა, კითხულობდა ყველაფერს სპირალური დინამიკის თეორიის შესახებ. და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. ალბათ გვიან გამეღვიძა და სამსახურში მაგვიანდებაო, გაიფიქრა. „ერთი, ორი, სამი“ - კი არ უთხრა, უბრძანა საკუთარ თავს და ზუსტად „სამზე“ საწოლიდან მართლაც წამოხტა. გახარების ღიმილი დაეტყო სახეზე, რადგანაც მიხვდა, რომ საკუთარი თავი ისევ მორჩილებაში ყავდა. კედლის საათს ისე ჩაუარა, რომ არც შეუხედავს, ანდა რა აზრი ქონდა, და პირდაპირ სააბაზანოში შევიდა. არა ერთხელ უთქვავს იუმორით, პოეტი რომ ვყოფილიყავი, შხაპს ალბათ უამრავ ოდას მივუძღვნიდიო. ასე რომ, დილაობით „კაი თბილ წყალზე“, როგორც თავად ამბობდა, უარს ვერ იტყოდა, როგორ ცაიტნოტშიც არ უნდა ყოფილიყო. სახლიდან რომ გამოვიდა, საათისათვის არც მაშინ შეუხედავს. როგორც კი პირველი ტაქსის ნიშანი გამოჩნდა, ხელი დაუქნია და ისე სწრაფად ჩაჯდა, რომ უკვე მანქანაში ...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.