Skip to main content

ს პ ი რ ა ლ ი



რჩევა: თუ მშიშარა ხართ,
ნუ წაიკითხავთ :D

უცებ გაეღვიძა, მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობდა. წუხელ მთელი ღამე თავის ლეპტოპთან გაატარა. წინასწარი დაგეგმვის გარეშე, თან ისე რომ არაფერში ჭირდებოდა, კითხულობდა ყველაფერს სპირალური დინამიკის თეორიის შესახებ. და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. ალბათ გვიან გამეღვიძა და სამსახურში მაგვიანდებაო, გაიფიქრა. „ერთი, ორი, სამი“ - კი არ უთხრა, უბრძანა საკუთარ თავს და ზუსტად „სამზე“ საწოლიდან მართლაც წამოხტა. გახარების ღიმილი დაეტყო სახეზე, რადგანაც მიხვდა, რომ საკუთარი თავი ისევ მორჩილებაში ყავდა.

კედლის საათს ისე ჩაუარა, რომ არც შეუხედავს, ანდა რა აზრი ქონდა, და პირდაპირ სააბაზანოში შევიდა. არა ერთხელ უთქვავს იუმორით, პოეტი რომ ვყოფილიყავი, შხაპს ალბათ უამრავ ოდას მივუძღვნიდიო. ასე რომ, დილაობით „კაი თბილ წყალზე“, როგორც თავად ამბობდა, უარს ვერ იტყოდა, როგორ ცაიტნოტშიც არ უნდა ყოფილიყო.

სახლიდან რომ გამოვიდა, საათისათვის არც მაშინ შეუხედავს. როგორც კი პირველი ტაქსის ნიშანი გამოჩნდა, ხელი დაუქნია და ისე სწრაფად ჩაჯდა, რომ უკვე მანქანაში გაიფიქრა, რა უცნაური ტაქსია, ჯობდა სხვა გამეჩერებინაო.

მანქანაში რაღაც უცნაური სუნიც იდგა, რომელმაც მოგონებებში ისე შორს და უკან წაიყვანა, რომ ვერაფერი გაიხსენა, და თავბრუ დაეხვა. უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და გადმოსულიყო. ტაქსის მძღოლს შეხედა, რომელიც უმოძრაოდ იყო, მანქანა კი მიდიოდა, და მძღოლის კეფაზე უცებ მწვანე თვალი აინთო, რომელიც მას თან უყურებდა, თან არა, თითქოს გამჭვირვალე გახდა და მზერა მასში გადიოდა. ამ მზერამ ისიც გააშეშა და გააოგნა, არა იმიტომ, რომ მასში საფრთხე დაინახა, არამედ იმიტომ რომ ამ მზერაში ვერაფერი დაინახა - ვერც ბოროტება და ვერც სიკეთე, ვერც ინტერესი და ვერც გულგრილობა, ვერც უიმედობა და ვერც იმედი.

დაავიწყდა, რომ მანქანის გაჩერება და ჩამოსვლა უნდოდა; მიხვდა, რომ საერთოდ აღარაფერი უნდოდა, ალბათ იმასაც მიხვდა, რომ მის არც ერთ სურვილს აზრი არ ქონდა. თვალები დახუჭა და მხოლოდ მაშინ გაახილა, როდესაც მანქანის გაჩერება იგრძნო და კარების გაღების ხმა გაიგონა.
ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა, მისდა უნებურად ხდებოდა. გარეთ სიბნელე ჩანდა. სიბნელის ყოველთვის ეშინოდა, მაგრამ მანქანიდან ძალდაუტანებლად გადმოდგა ფეხი და უცებ სასწაული ნათება დაინახა, თითქოს ყველა არსებული ფერი ერთად ანათებდა. „ვაჰ“, გაიფიქრა, „ზუსტად იმას გავს თეთრი ფერის სინათლის სხივს რომ გაატარებ სამკუთხა  პრიზმაში და დაიშლება,  ნიუტონმა ჩაატარა პირველად ეს ცდა. რა დროს ნიუტონია?! საიდაანაა ნეტა ეს ნათება?“ მხედველობას ბავშვობიდან უჩივოდა, მხოლოდ ახლა შემჩნია, სათვალე რომ არ ეკეთა, ამდენად თვალები მოჭუტა და დააკვირდა.

ნათება რაღაც დიდი ობიექტიდან მოდიოდა, რომელსაც მართლა თეფშისებრი ფორმა ქონდა. „უცხოპლანეტელები“, -გაუელვა თავში და იგრძნო, ორივე მხრიდან როგორ ამოუდგნენ გვერდში. ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ და ვერავინ დაინახა, არადა ისეთ ძლიერ ჩაჭიდებას გრძნობდა, შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ აქვს. ამ ძალას მნათობი ობიექტისაკენ მიყავდა.

„ესე იგი, ჩემი მხედველობისათვის უჩინარნი არიან. ნუ ხო, ადამიანის მხედველობა შეზღუდულია, ჩვენი თვალი აფიქსირებს სინათლის ტალღის სიგრძის საკმაოდ მცირე დიაპაზონს 390-700 ნმ.“ სხვათა შორის, მხედველობასთან ერთად მეხსიერებასაც უჩივოდა, მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეებს იხსენებდა დეტალებში, განსაკუთრებით რაოდენობრივს, რომ თავადაც უკვირდა. „ან იქნებ, ჩვენი სამგანზომილებიანი აღქმა არაა საკმარისი“, - ტვინი დაძაბულად უმუშავებდა, ვიდრე ერთი დასკვნა არ გააკეთა: საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა როგორი უმნიშვნელოა იმ ცოდნასთან შდარებით, რასაც შეიძლება სხვები ფლობდნენ. „შენ ახალი თქვი რამე“, უთხრა თავის თავს. „მე რა უნდა ვთქვა?! მე იმასაც კი ვერ მოვესწრები, რომ გავიგო, გახდება თუ არა ოდესმე ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვანი, არადა რამდენს დავთმობდი ამისათვის,“ - უპასუხა საკუთარ თავს. ამ აზრების გაცვლა-გამოცვლა მნათობი ობიექტის ზღურბლთან ხდებოდა და მიხვდა, რომ ბოლო ნაბიჯი უნდა გადაედგა. გარშემო ვეღარავინ იგრძნო, ანუ, არჩევანი მასზე იყო. გადაწყვეტილების მიღებას, როგორც წესი არ გაურბოდა. ასე რომ, ძალ-ღონე მოიკრიბა და ...

... უცებ სახეზე რაღაც თათუნი იგრძნო. თავისი ფისო დადგომია თავზე და თათს უსვავდა ლოყაზე. პირველი რაც გაიფიქრა იყო, რა კარგია, გუშინ ბრჭყალები რომ დავჭერიო. მერე იგრძნო, რომ სათვალე ისევ ეკეთა, როგორც ჩანს დაავიწყდა, ძილის წინ მისი მოხსნა. „ერთხელაც იქნება გამიტყდება ეს სათვალე საწოლში და რას ვიზავ ნეტა მერე? დღეს კიდევ ერთს გავაკეთებინებ, დამზღვევს“, - ამ ფიქრებით დაიწყო დილა. და მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა ის უცნაური ტაქსის მძღოლი და ყველაფერი, რაც მოხდა, სიზმარი ყოფილაო, და შვებით ამოისუნთქა. ნეტავ, რომელი საათიაო, გაიფიქრა. „ერთი, ორი, სამი“, - ჩვეულებისამებრ უნდა ებრძანებია საკუთარი თავისათვის წამოდგომა, მაგრამ არ დასცალდა, „ერთამდე“ უკვე ფეხზე იყო. კედლის საათს რომ ჩაუარა, შეხედა, მაგრამ საათი გაჩერებულა და დრო მაინც ვერ გაიგო. სააბაზანოში რომ შევიდა, წყალი წასული დახვდა; გაახსენდა, რაღაც სარემონტო სამუშაოები მიდიოდა მათ ქუჩაზე.

სახლიდან გამოვიდა, თან ფიქრობდა: „ნეტავ, კედლის საათი გამესწორებინა“, „წყალს როდის გამოუშვებენ“, „ფისოს საჭმელი ხომ არ დამავიწყდა“. ამ ფიქრებში გართულმა პირველი ტაქსი გვიან შეამჩნია, მეორეს ხელი დაუქნია და ჩაჯდა. მანქანაში რაღაც უცნაური სუნი იდგა და თავბრუ დაეხვა. უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და გადმოსულიყო. მძღოლს შეხედა და მის კეფაზე ...

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...