Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2019

თმა გადავიხოტრე; დიახ, მე ნინომ

შუა დღე იდგა. ძალზე ამჟავებულ ხასიათზე ვიყავი , ის მჭირდა , რასაც "ქალურ შუა-ასაკობრივ   შემოტევას " ვეძახი , რადგანაც არანაირი რეალური მიზეზი ასე უხასიათოდ ყოფნისა თითქოს არ მქონდა .  გადავწყვიტე ოპერისა და ბალეტის თეატრში წავსულიყავი მარტო . ხელოვნება მიყვარს , მაგრამ არც კლასიკური მუსიკა და არც ბალეტი არ მესმის . ეს თეატრი იმიტომ ამოვიჩემე და ხშირად დავდივარ , რომ მათი წითელი სავარძლები და ულამაზესი დიდი ჭაღი მომწონს , მაგრამ მერე ისე ვიძირები წარმოდგენაში , რომ ცრემლებიც კი ღაპა - ღუპით წამომსვლია ზოგჯერ .  ალბათ ასაკის ბრალია , რომ   ჩაცმას იმდენ ყურადღებას აღარ   ვანიჭებ , მაგრამ ვცდილობ საქმიანი ქალის სტილიდან არ გამოვიდე .  დღეს კი , რადგანაც თეატრში უნდა წავსულიყავი , გადავწყვიტე განსაკუთრებულად ჩამეცვა -  კელვინ კლაინის ახალი წითელი საკმაოდ მოხდენილი კაბა გამოვიღე კარადიდან და სადა ჩემ საყვარელ შავ ზამშის ძალიან მაღალქუსლიანებს , ორო ოქროსფერი B რომ ა...

ეს რუმი რას 'გადამეკიდა'?!

                                                                                            📖    ვუძღვნი ბატონ ზურაბ გურულს,  მის მიერ თარგმნილი რუმის ლექსების მოწონების აღსანიშნავად  ბუნებაში ვზივარ და წიგნს ვკითხულობ, გვერდით წიგნების საკმაო რაოდენობა მილაგია. ჩამომიარა ამ თავიდან ბოლომდე შავებში ჩაცმულმა კაცმა, ეტყობოდა ვიღაც გაუნათლებელი მეწვრილმანე მოვაჭრეა, აღარც  კი მახსოვს რითი ვაჭრობდა. უფრო იმიტომ გავბრაზდი, რომ ჩემ საქმეს მომწყვიტა თავისი უაზრო შეკითხვით: "რას აკეთებ?", და ამიტომ უკმეხად ვუპასუხე: "რასაც შენ ვერასოდეს გაიგებ". ჩემმა პასუხმა უკვე თავად გააბრაზა, აიღო ჩემი წიგნები და იქვე მოჩხრიალე ნაკადულში გადაუშვა. მაშინვე წამოვხტი, რათა წიგნები გადამერჩინა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არც ერთი წიგნი ოდნავ დასველებ...