Skip to main content

თმა გადავიხოტრე; დიახ, მე ნინომ


Related imageშუა დღე იდგა. ძალზე ამჟავებულ ხასიათზე ვიყავი, ის მჭირდა, რასაც "ქალურ შუა-ასაკობრივ შემოტევას" ვეძახი, რადგანაც არანაირი რეალური მიზეზი ასე უხასიათოდ ყოფნისა თითქოს არ მქონდა

გადავწყვიტე ოპერისა და ბალეტის თეატრში წავსულიყავი მარტო. ხელოვნება მიყვარს, მაგრამ არც კლასიკური მუსიკა და არც ბალეტი არ მესმის. ეს თეატრი იმიტომ ამოვიჩემე და ხშირად დავდივარ, რომ მათი წითელი სავარძლები და ულამაზესი დიდი ჭაღი მომწონს, მაგრამ მერე ისე ვიძირები წარმოდგენაში, რომ ცრემლებიც კი ღაპა-ღუპით წამომსვლია ზოგჯერ

ალბათ ასაკის ბრალია, რომ  ჩაცმას იმდენ ყურადღებას აღარ ვანიჭებ, მაგრამ ვცდილობ საქმიანი ქალის სტილიდან არ გამოვიდედღეს კი, რადგანაც თეატრში უნდა წავსულიყავი, გადავწყვიტე განსაკუთრებულად ჩამეცვაკელვინ კლაინის ახალი წითელი საკმაოდ მოხდენილი კაბა გამოვიღე კარადიდან და სადა ჩემ საყვარელ შავ ზამშის ძალიან მაღალქუსლიანებს, ორო ოქროსფერი B რომ აქვს ზემოდან და მეგრელების გამო რომ ვიყიდე (გამგები გაიგებს), დავუწყე ძებნა

ასეთ დროს სილამაზის სალონის გარეშე შეუძლებელია და მეც იქეთ გავეშურე. ჯერმოფობი ვარ და ფრჩხილებს სალონში არასდროს ვიკეთებ, ჩემით გაკეთებაც მეზარება და ამიტომ ყოველთვის ბოლომდე დაჭრილი მაქვს. მაკიაჟიც ჩემ სტილში არ ჯდება, ერთადერთი, რისთვისაც სილამაზის სალონს ვსტუმრობ თმების გაკეთებაა. თმები მართლაც კარგი მაქვს; ასაკში ვიღებავ, რომ ჭაღარა დავმალო. ათწლეულებია ერთი და იგივე სტილისტთან (ადრე 'პარიკმახერს' ვეძახდი) დავდივარ. იცის ჩემი თმები კარგად, შემომხედავს და ჩემი განწყობიდან გამომდინარე თავად ხვდება, რა მჭირდება - შეჭრა, შეღებვა თუ უბრალოდ დაყენება; აღარც კი მეკითხება და არც მე არაფერს ვეუბნები

დავჯექი სავარძელზე, მოვიდა და გაჩერდა, მიყურებს გაკვირვებული, ვერ გაუგია, რა მინდა. როგორ გაიგებს, მეც არ ვიცი. „თმა გადამხოტრე, გაუაზრებლად თუ გააზრებით ვუთხარი. გაკვირვებულმა კი შემომხედა, მაგრამ არ გაუპროტესტებია, არც არანაირი რჩევა მოუცია და დაიწყო ჩემი თმების გადახოტრა.

სულ რამოდენიმე წუთში გადახოტრილი თმებით ვიჯექი სარკის წინ და საერთოდ ვერაფერს ვგრდძნობდი, მხოლოდ სიცარიელეს, რომელიც სულაც არ მაღიზიანებდა, რადგანაც ეტყობა ძალიან მჭირდებოდა. უცებ მივხვდი, რომ 'ამხელა მსხვერპლი' იმიტომ გავიღე, რომ ამ ჩანახატზე ქვეცნობიერად ვფიქრობდი და მინდოდა ამეღწერა ის ემოციები, თან მძაფრად, რაც თმების გადახოტვრის შემდეგ უნდა განმეცადა და თურმე ამაოდ, ემოციები არსად ჩანდნენ.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ცოტახანში ვინანებ ამ ჩემ გადაწყვეტილებას, თან უძალიანესად, რა თქმა უნდა ვეტყვი თავს, რა მოხდა მერე, სამუდამო ხომ არაა, გავა დრო და ისევ ამოგივა ეგ თმები, თავსაფარი წაიკარი/ქუდი დაიხურე ან პარიკი გაიკეთე მანამდე.

სახლისაკენ წავედი. თავზე დასაფარებელი არ მქონდა წაღებული და თითქმის ყველა შემხვედრეს, ვინც ყურადღება მომაქცია, სინანული ეხატებოდა სახეზე. სავარაუდოდ ფიქრობდნენ, ქიმიოთერაპიის შემდგომ მდგომარეობაშია ეს ქალიო. მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, არ მაქ სიმსივნე, ყოველ შემთხვევაში ჯერ-თქო, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა, ისედაც ნორმიდან ვიყავი ამოვარდნილი.

სახლშიც მივედი. უნდა გავმზადებულიყავი თეატრისათვის. უკვე გამოღებული წითელი კაბა გვერდზე გადავდე და ჩემი საყვარელი სპორტულები ჩავიცვი, ფეხზეც სარბენი ბოტასები.

ვიდრე სპექტაკლი დაიწყებოდა სხვა დამსწრეთა შეცოდების მზერა მახსენებდა ჩემ გადახოტრილ თავს, მაგრამ დაიწყო თუ არა წარმოდგენა, თმები სულ დამავიწყდა. 

ახალგაზრდობაში მიფიქრია ხშირად, მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის, რადგანაც წინსვლას ემსახურება, მაგრამ ხელოვნებას რა აზრი აქვს, მხოლოდ ადამიანის გასართობად და დროის გასაცდენადაა გამოგონილი.

ამას ახლა მივხვდი-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ხელოვნება, უფრო ზუსტად, ისეთი ხელოვნება ჭირდება ადამიანს, რომელიც ამოაძვრენს ერთფეროვნებიდან და ცხოვრებას გააგრძელებინებს როგორც თავისუფალ ადამიანს და არა მონას, ცოტა ხნით მაინც.

როდესაც ბავშვი, უფრო ზუსტად, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, კი არ ვოცნებობდი, არამედ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცას ახალს და საჭიროს აღმოვაჩენდი, შევქმნიდი, მსოფლიოს შევცვლიდი უკეთესობისაკენ. ვიცი, ამ ასაკში ბევრნი ფიქრობით ჩემნაირად. დღეს რა ხდება, გვეცინება ამაზე, განვიცდით დამსხვრეულ მოლოდინებს თუ ისინი საერთოდ აღარ გვახსოვს და აუღელვებლად ინფორმაციის დონეზე ვიგებთ, რომ ილონ მასკი მარსზე ადამიანთა დასახლებას ქმნის, ამ დროს კი ჩვენ ხვალისათვის საჭმელს ვამზადებთ? როდესაც ადამიანი ერთფეროვნების ჭაობში ერთვება, სიახლე არა თუ არ უნდა, სიახლის ეშინია კიდეც, ეს კი სიკვდილია სუნთქვის უნარის შენარჩუნებით.

ამას გზაში ვფიქრობდი, თეატრიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, მიხაროდა-თქო, არ მოგატყუებთ, მაგრამ ცოცხალ ადამიანად ვგრძნობდი თავს. თან მინდოდა მეკითხა ჩემთვის, რატომ მივიღე თმების გადახოტვრის გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ გავუბედე. ყოველთვის გრძელ ვარცხნილობას ვატარებდი და ვამბობდი, რომ ქალს მოკლე ვარცხნილობა არ უხდება-თქო. სხვათაშორის, არც გაკვირვებულ ოჯახის წევრებს უკითხავთ რამე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.

პირდაპირ დასაძინებლად წავედი იმ იმედით, რომ ამ უაზრო და არაფრის მომცემ ცვლილებას სხვა აზრიანი და სიკეთის მომტანი ცვლილებები მოყვება. ვხედავ კიდეც მგონი ერთს ასეთს.

„აღდგომა და ხვალეო!“

გიმაიო
22/02/2019
თბილისი

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...