ფანჯრის გაღებამ გამაღვიძა. გარეთ წვიმდა, ძლიერი ქარი ქროდა და ცა ჩამუქებული ღრუბლებით იყო მოფენილი. ფანჯრის დასაკეტად ავდექი და სადღაც ღრმად ვიგრძენი, რომ ამინდი და მე ზუსტად ერთნაირ ხასიათზე ვიყავით. მინდოდა ძილი შემებრუნებინა, თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ვარ - მხატვარი. ისევ ახალგაზრდა მხატვარს მეძახიან, მაგრამ ახალგაზრდა ნამდვილად აღარ ვარ, 30-ს გადავაბიჯე. რაც არ უნდა დახატო, მაინც უკმაყოფილო ხარ კაცი; მერე ელოდები, როდის გაგეყიდება რამე, ოჯახს რჩენა უნდა, რასაც გაჭირვებით ვახერხებ. სასმელი და მოსაწევი მეხმარება დეპრესიული შემოტევების დაძლევაში. გუშინაც დავთვერი, ცოლსაც უაზროდ ვეჩხუბე, ამიტომ ეტყობა ბავშვის ოთახში ძინავს. ავდექი. ფანჯარასთან მივედი. უცებ მომინდა მინაზე მზე დამეხატა ყვითელი ფლომასტერით, აი ისეთი ბავშვური მზე, მრგვალი რომაა და სხივებით. იქვე ჩემ ტელეფონს მოვკარი თვალი, ავიღე, მზე დავგუგლე და სურათებში გადავედი. რამდენნაირი მზე იყო თავისი ყვითელი-წითელი-ნარინჯისფერით, უცნაური ლაქებითა და ნათებით. ზეთის საღებავები მოვიმარჯვე და დავიწყე ხატვა; ალბათ ერთი სა...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.