Skip to main content

რატომ არ ვჩანვარ სარკეში



მოგელამებით, ჩემო მკითხველო! ეს არის მხატვრული ჩანახატი, შესაბამისად ნებისმიერი მსგავსება რეალურ ფაქტთან ან პიროვნებასთან არის შემთხვევითი.





ადამიანი სიკეთეს უნდა თესავდეს, ეს ერთი შეხედვით გაცვეთილი ფრაზა, სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი გეზია ჩვენი ცხოვრების, მაგრამ ამას ძირითადად მაშინ ვხვდებით, როდესაც უკვე დაგვიანებულია. ამ ფიქრებში გართულს რაღაცის კარგის გაკეთება მომინდა და გადავწყვიტე, მოდი ჯერ ცოტა მოვიპრანჭები და სარკეს მივაშურე, ჩავიხედე კიდეც, მაგრამ სარკეში ვერავინ დავინახე

არ გამიკვირდა, რადგანაც გამახსენდა, რაც მოხდა. იმ საღამოს გალეწილი მთვრალი მოვიდა ჩემი ქმარი, მივხვდი მშვიდი ღამე არ მელოდა, თან დაღლილი ვიყავი, ჩვილს ვზრდიდი და შემდეგ კურსზე გადამსვლელი გამოცდებისათვის ვემზადებოდი. არც მახსოვს, რაზე დავიწყეთ კამათი, მეც ავყევი, მერე წამებღლაძუნა, ხელი გავწევინე. რადგანაც ნასვამი იყო. ხელი მკლავებში მომიჭირა და საწოლისაკენ წამიყვანა. მომეშვი, შევკივლე, ასე გარძელება აღარ შემიძლია-თქო. რა, აღარ გინდევარ, სხვა გამოგიჩნდა ვინმე-, ისეთი გაბზარული ხმით შემომძახა, რომ მთელი არსით ვიგრძენი, რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულიყოიქვე მაგიდაზე ფრჩხილების პატარა მაკრატელი იდო, აიღო და ყელში ჩამარჭო და პირდაპირ საძილე არტერიას მოხვდა თუ მოარტყა. სისხლმა იფეთქა, ბავშვმაც ტირილი დაიწყო. საწოლზე დამაწვინა, საბანი დამახურა, ჯერ ბავშვი დაარწია, რათა მისთვის ძილი შეებრუნებინა და მერე კარი გაიხურა. სისხლი დიდი ნაკადით ასხავდა და გონებაც მალევე დავკარგე. თავად თურმე საყვარელთან წასულა, მთელი ღამე ერთად გაუტარებიათ, მეორე დღეს კი პოლიციაში საკუთარი ფეხით მისულა, ცოლი შემომაკვდაო, უთქვავს, და ყველაფრის უბედურ შემთხვევაზე გადაბრალებას ცდილობდა. დილით ბავშვმა რომ გაიღვიძა და ტირილი აღარ შეწყვიტა, დედაჩემი შემოვიდა, თორემ მიჩვეული იყო ჩვენ ხმაურს და ცდილობდა ასეთ დროს ნაკლებად შევეწუხებინეთ. სისხლის გუბეების დანახვისას მისი სასოწარკვეთილი კივილი მე, რა თქმა უნდა, არ გამიგონია. მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. შვილი დედამ გამიზარდა, მე მამგვანებენ თურმე, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვახსორვარ, ჯერ წლისაც კი არ იყო უდედოდ რომ დარჩაესაა მიზეზი, სარკეში რომ არ გამოვჩნდი ახლა.

ან ... ან იქნებ ასე კი არ მოხდა, არამედ ... მართლა ძალიან ლამაზი ვიყავი, კარგი ოჯახის შვილი, ისე ვხატავდი რომ დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. ბევრი ჩემი თუ უფროსი ასაკის მამაკაცი იჩენდა ჩემდამი ყურადღებას, მაგრამ მე არავინ მაინტერესებდა ჩემი ნახატების გარდა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველაფერი შეიცვალა, ის რომ პირველად დავინახე. იმდენად არც მისმა სპორტულმა აღნაგობამ, არც მისმა მწვანე თვალებმა დამიპყრო, რამდენადაც მისმა ღიმილმა დამატყვევა. ერთი ნახვით სიყვარული იყო. ძლიერ კალათბურთელად ითვლებოდა, მეც დაახლოვებით 187 სმ ვიყავი სიმაღლეში. ყველა ამბობდა, რომ ძალიან შესაფერისი წყვილი ვართ. უბედნიერესი დრო იყო, ვიდრე ტრამვა არ მიიღო. ჯერ იყო იმედი, რომ დიდ სპორტს დაუბრუნდებოდა, მაგრამ როგორც კი გადაწყდა, რომ სპორტს უნდა ჩამოშორებულიყო, ყველაფერი შეიცვალა. ვცდილობდი მის გვერდით ვყოფილიყავი. მეგონა, ორივე ძლიერი ვიყავით და გავუძლებდით, მაგრამ მერე შვება ნარკოტიკში იპოვა. მაინც არ ვცილდებოდი, მეგონა გამოვიყვანდი ამ მდგომარეობიდან, ზოგჯერ მჯეროდა კიდეც ამის, მაგრამ, როდესაც ყველა იმედი გადამეწურა, შემომთავაზა და მარცხენა ხელი გავუშვირე. მართლაც ყველა ნერვიულობა გაქრა და ისევ ბედნიერად ვიგრძენი თავი. ამის შემდეგ გახსენება არ მინდა, რადგანაც ეს ჩემი დაცემის უმძიმესი პერიოდი იყო. რამდენჯერ დამიხუჭია თვალები, რომ არ დამენახა, ვინ იყო და ისე მქონია სექსი, რათა მიღებული ფულით წამალი მეყიდა, უფრო ზუსტად გვეყიდა. იმ დღესაც ბარიგასთან ერთად ავედით, იქვე გავიკეთეთ, მე ცუდად გავხდი ზედოზირების გამო. გაათრიე, აქ არაფერი მოუვიდესო ბარიგამ, 90-იანი წლები იყო. ერთერთ ქვედა სართულზე დაგდებული მიპოვა იქ მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა, ყვირილი ატეხა, სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სულ ვფიქრობ, ჩემი ასეთი მკვდარი სიცოცხლე უკეთესი იქნებოდა ჩემი მშობლებისათვის თუ ჩემი სიკვდილი და მგონი ბოლო. მოკლედ, ახლა უკვე იცით იმის მიზეზი, სარკეში რატომ არ გამოვჩნდი.   

ან ... ან იქნებ სულაც არ დავბადებულვარ. ჩემ დედ-მამას უკვე ყავდა ორი ქალიშვილი: ნინო 6 წლის და მარიამი 2 წლის. დედა ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, მასაც და მამასაც  ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ვყოფილიყავი. ამიტომ მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს, როდესაც ექოსკოპიის აპარატზე ჩემ სქესს დაადგენდნენ. 12 კვირის ვხდებოდი, როდესაც მამამ დედა ამის გადასამოწმებლად საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმმა უთხრა, გილოცავთ, გოგონააო. ჩემი მშობლების ამჟავებული სახეები რომ დაინახა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, და გააგრძელა, ყველაფერი ნორმაშია, ჯანმრთელია, სადარდებელი არაფერი გაქვთო, მაგრამ ჩემი მშობლების გამომეტყველება არ შეცვლილა და მამამ ანიშნა დედას ილაპარაკეო. დედამ აკანკალებული ხმით დაიწყო: "ორი ქალიშვილი უკვე გვყავს." ექიმმა გააჩერა, ისედაც იცოდა, რასაც ეტყოდა და უღიმღამოდ განუმარტა, მეტი დაცდა აღარ შეიძლებაო, და ექოსკოპიის ოთახიდან პირდაპირ საოპერაციოში გადაგვიყვანეს. ვიბრძოლე სიცოცხლისათვის, ვცდილობდი ის 'კოვზი' ამეცილებინა, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი. ამიტომაც ვეღარ დავინახე ახლა ჩემი თავი სარკეში. ისე, ნეტავ როგორი ვიქნებოდი?

ან ...


გიმაიო
თბილისი 
01/05/2019

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...