მე ის დედა-ძაღლი ვარ, ჩემ დახოცილ შვილების თვალს რომ ვერ ვაშორებ; რა გასაკვირია, რომ თვალები ცრემლიანი მაქვს. ძალიან დაღლილი ვარ, ახლახანს ვიმშობიარე. როგორ მინდოდა, დედა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ პატრონმა გადაწყვიტა, რომ ამდენ ძაღლს ვერ გამოკვებავდა, და ახლად-გაჩენილ ჩემ შვილებს თავის შვილებთან ერთად ქვებით თავები დაუჩეჩქვა და ახლა ისინი აქვე სისხლის გუბეებში ყრიან. მე ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი, მინდოდა დამეცვა ჩემი შვილები, მაგრამ ახალნამშობიერებს წამოდგომის თავიც არ მქონდა. ახლა გაოგნებული ვუყურებ ჩემ ლეკვებს და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა, რადგანაც ჩემი ტვინი ისეთი განვითარებული არაა, როგორც თქვენი ტვინი ადამიანებო, მაგრამ იმას, რასაც მე ახლა ვგრძნობ სიკვდილი მირჩევნია. თურმე, სუიციდის ფუფუნებაც თქვენ გაქვთ ადამიანებს და არა ჩვენ ძაღლებს. ჩვენი მეხსიერება მოკლეა და, ალბათ ჩემ შვილებს რომ წაიღებენ და აღარ დავინახავ, დამავიწყდება და ჩვეულ ცხოვრების რითმს დავუბრუნდები. პატრონმა საკუთარი შვილები ახლაც დაიხმარა, იქვე ორმო ამოთხარეს, რომელშიც ჩემი შვილები ჩაყარეს და მ...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.