Skip to main content

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება


ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!!
ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც  დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და არც სხვაგანაა ადვილი თავის დამკვიდრება. თუ ქეთი ამას შეძლებს, შეძლებს დამოუკიდებლად არსებობას, რასაც არაა შეჩვეული, მაშინ გადარჩება, კიდევ შეძლებს შექმნას სიყვარულზე და პატივისცემაზე აგებული ოჯახი, თუ არადა მოკვდება, აუცილებელი არაა ფიზიკურად (ესეც შესაძლებელია), მაგრამ უფრო ალბათურია სულიერი სიკვდილი, თუ ზაზას შეურიგდება და თავის თვას აპატიებს საკუთარ ღალატს. ამას მხოლოდ ქეთიზე არ ვამბობ, ამას ყველა გოგონას ვეუბნები: „ან თქვენი პროფესიონალიზმით, დამკვიდრების სურვილით და ბრძოლის ჟინით იქნებით პიროვნებები, თუ არა და დაკმაყოფილდით მონობით, როგორი კმაყოფილებიც  არიან თავად ქალბატონი ნაირაა, ან თუნდაც ქეთის ვითომ დაქალები, პირველ რიგში კატო, თავად ნინა და სხვები, თინას გარდა. ცხოვრებაშიც ბევრი გინახავთ ასეთები, თუნდაც უახლოეს გარემოცვაშიც.“
ზაზა ... ზაზაც მსხვერპლია. რა თქმა უნდა, ზაზა გაიგებს ქეთის ღალატს, ეს საქართველოა. იმის ალბათობა არის, რომ ცოლი მოკლას, მაგრამ ძალიან მცირე. უფრო მგონია, რომ აპატიებს, რადგანაც ზაზასავით გინებებით მოლაპარაკე ვითომ ვაჟკაცები, ქალის სიყვარულსა და პატივისცემას ლაჩრობად რომ თვლიან, ბევრად უფრო სუსტები არიან, ვიდრე ჩუმი წესიერი კაცები, ალკოჰოლსა და თუნდაც სიგარეტს რომ არ ეტანებიან, სპორტით დაკავებულები, მანდილოსნების პატივისმცემლები, ასე ცოტა რომ გვყავს, მაგრამ გვყავს. ლოთობა - გაქცევაა, რეალობისაგან გაქცევა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანი, იმის ნიშანია, რომ უბედურად გრძნობს ადამიანი თავს. ზაზასაც ვურჩევდი, დაანებოს სასმმელსა და მსგავსებს თავი, აირჩიოს სპორტის რომელიმე სახეობა, გაიჩინოს რაიმე საყვარელი საქმე, მომავალში შეხვდეს ისეთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეიყვარებს, პატივს სცემს და ენდობა. მოკლავს თუ შეურიგდება ქეთის, ორივე შემთხვევაში თავადაც სულიერად განადგურდება.
ნიაკო ... უბედური მშობლები ბედნიერ შვილს ვერ გაზრდიან. ნიაკოსათვის მთავარია, რომ მშობლები ყავდეს ბედნიერები.
მიაქციეთ ალბათ ყურადღება, აჩიკო განხილვის ღირსადაც რომ არ ჩავთვალე. 
ჩცდ ... ამ ესეს მთავარი გმირი, თითქმის მთელი საქართველო უყურებს. მაყურებლებიდან ზოგი მალავს, არ უყურებს კი არა, მალავს რომ უყურებს ორი მიზეზის გამო: 1) ერთგული ქოცი ვარ და ნაცების ტელევიზიას არასოდეს ვუყურებო - დამიჯერეთ, ის უფრო უყურებს, არა მხოლოდ ჩცდ-ს, არამედ ზოგადად რუსთავი 2-ს, ჩუმად, სხვა რომ ვერ ხედავს, ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი უმალავს, რადგანაც ფბ-ზეც ჩანს, რომ ყოველთვის იცის, რას გადმოსცემს ეს ტელევიზია; 2) უნდა აჩვენოს, რომ ინტელექტუალია და ბევრად მაღლა დგას ეგრეთ წოდებულ ‘საპნის შოუებზე’. არადა, უყურებს, სხვა რა საქმე აქვს, რადგანაც ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც თავისი ინტელექტის გამოყენება ვერ შეძლო, თორემ, ვინც მთელი კვირა მუშაობს და იღლება, პარასკევი საღამო და უიკენდი ისვენებს და ამ დასვენების ერთერთი ნაწილია ამ შოუს ყურება. პირადად მე ვუყურებ და მეც ორი მიზეზის მაქვს: 1) დაძაბული სამუშაო განრიგი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ სოციალურად აქტიური ვიყო; დასვენება სახლში მირჩევნია და ჩცდ-ს სოციუმიც მეხმარება ამაში; 2) საკმაოდ ნიჭიერულადაა გადმოცემული ჩემი ქალაქის ცხოვრება, საკმაოდ ძლიერი სცენარისტი ყავს და დასმაც ამდენი წლის მანძილზე ძალიან გაითავისა როლები და ბუნებრივები არიან. მე პირადად, ცოტა ჭკუასუსტად მეჩვენება ის ვითომ ინტელექტუალი, ვინც ვერ აცნობიერებს, რა დიდი ძალაა, როდესაც ამდენი ხალხის მიზიდვა ხდება შესაძლებელი. მასებზე ზემოქმედება (რელიგია, მასმედია, ხელოვნება და ა.შ.) ყოველთვის იყო, არი და იქნება იარაღი ჭკვიანი ხალხის ხელში და ეს მხოლოდ ადამიანთა მცირე რაოდენობას შეუძლია. აქვე გაკვრით დავძენ, რომ ელიტაზე ზემოქმედება იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მასებზე, ამიტომ ამისათვის მაინცდამაინც არავინ ‘ჩალიჩობს’, მით უფრო დემოკრატიის პირობებში. 
მგონი ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა და მაინც ...
ერთის დამრჩა: ჩემ გარშემო მყოფ ხალხს გადავავლე თვალი (თვალის გადავლება ადამიანმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო): უმრავლესობა გაურბის რეალობას - ზოგი ეკლესიას და მოძღვარს ეკედლება, ზოგი პროფესიაში იძირება, ზოგი სულ ხეხავს და რეცხავს, ამას არა უშავს, ბევრად უფრო ცუდიც ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში სქესის მიუხედავად, სვამენ, კაიფობენ და აღარ მინდა მეტის ჩამოთვლა, რამაც ამ დასკვნამდე მიმიყვანა: სავარაუდოდ, შერიგდებიან ქეთი და ზაზა და გააგრძელებენ თავიანთ ჩხუბებით სავსე, გულგრილ/ინდიფერენტულ და უინტერესო ცხოვრებას.
პ.ს. ეს ესე რომ დავდე ფბ-ზე ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მომწერა:   საქართველოში მოღალატე ცოლს, მითუმეტეს, თუ მისი ღალატის შესახებ შენამდე მთელმა საქართველომ გაიგო, არ ურიგდებიან ქმრები, არ მოსულა😊 .ვნახოთ, რას იზამს დევდარიანი, დაამსხვრევს თუ არა ამ სტერეოტიპსაც და ნიაკოს ოჯახს შეუნარჩუნებს. ჩემი აზრით, ვერ გაბედავს😊
რაზეც მე ვუპასუხე:  ვეჭვობ ...
... დაველოდოთ და ვნახავთ.

გიმაიო
14/01/2019
თბილისი

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...