Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2020

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი
“The Road Not Taken" by Robert Frost თარგმანი გზის განაყარზე მე შემიძლია მხოლოდ ერთი გზის ვწუხვარ არჩევა, რადგან ერთი ვარ, სულმა წამძლია, მგზავრის შორს ჭვრეტით ვუმზერ ანაზადად, ბილიკები რომ იკლაკნებიან. და შემოდგომის ტყეში რატომღაც გავყევი მინდვრით ლამაზ მეორეს, ნაკლებ გათელილს, არ ჩანს სხვაობა ერთი შეხედვით; გავიმეორებ: ამ გზებს ერთი აქვთ აზრი, რაობა. დილით ბილიკთა დავტკბი ყურებით, რაღაცით ჰგავდნენ, მიწაზე ფოთლებს არ ეტყობოდათ ნაფეხურები; ვიფიქრე, რომ ხვალ გავყვები პირველს. დაუბრუნდება კი წარსულს ვინმე? მინდა თქვენ გითხრათ გულწრფელად, შვებით, გზის განაყარზე ბევრი წლის წინათ ამოვირჩიე ერთი გზა ჩემთვის, ნაკლებ გავლილი, გაუცცვეთელი, რაღაც სხვა, ჩემი. ცხოვრება ღირდა! გიმაიოს თარგმანი 07/02/2020 პ.ს.1 დილა მშვიდობის! ვისურვებდი, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა მოგვეძებნა, თან ისეთი, რომ ბოლოს გვეთქვა:”ცხოვრება ღირდა!” პ.ს.2 წავედი, დავიძინე, მაგრამ ჯერ გეტყვით: “მიყვარხართ!” ვფიქრობ, რომ გულწრფელად გეუბნებით, ან შეიძლება ფროსტის ბრალიცაა 🤣🤣❤️❤️

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

ჯემალა

ჩემს მობილურზე ზარი გაისმა, გავაგონე: “დედამიწისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვის გამო ხვალ ჩვენი ლოჟა იკრიბება ჩვეულ ადგილას დილის 3 საათზე უნდა იყოთ. Gulfstream G650 გამოგზავნილია. “უკვე ვიცი, ვიქნები”. მყისიერად გაწყდა კავშირი და  ვეღარ მოვასწარი თქმა, რომ არ შეწუხდნენ, არ მჭირდება მათი ტრანსპორტი, რადგანაც ჩემმა მეგობარმა უნდა წამიყვანოს. ერთი დღით ადრე ქუჩაში ლამაზი ქალი შემხვდა, გამიღიმა. გვერდით გავიხედე, ალბათ სხვას უღიმის-თქო, მაგრამ ხელი გამომიწოდა და კონვერტი გადმომცა. კონვერტის გახსნისას ცოტა გული ამიძგერდა, რადგანაც ყნოსვით მივხვდი ვისგან იქნებოდა. “ზეგ მოვალთ, ბეჭედი გექნება სადღაც მიგდებული და მოძებნე, უნდა გეკეთოს”. უკან გავიხედე და ის ლამაზი ქალი აღარსად ჩანდა, თითქოს მიწას ჩაეყლაპა. კალიგრაფიით მივხვდი, რომ წერილი ჩემი მეგობრისაგან იყო. ისინი მაინც განსხვავებულად წერენ. ჩემმა მეზობელმა მეწაღე გარიკამ რომ იცოდეს, ხვალ მე დედამიწის უძლიერეს ხალხს ვხვდები, ალბათ თვალები სათვალითურთ შუბლზე აუვა. ჭადრაკს ვთამაშობთ ზოგჯერ ეზოში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. მე ...