Skip to main content

ჯემალა

ჩემს მობილურზე ზარი გაისმა, გავაგონე: “დედამიწისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვის გამო ხვალ ჩვენი ლოჟა იკრიბება ჩვეულ ადგილას დილის 3 საათზე უნდა იყოთ. Gulfstream G650 გამოგზავნილია. “უკვე ვიცი, ვიქნები”. მყისიერად გაწყდა კავშირი და  ვეღარ მოვასწარი თქმა, რომ არ შეწუხდნენ, არ მჭირდება მათი ტრანსპორტი, რადგანაც ჩემმა მეგობარმა უნდა წამიყვანოს. ერთი დღით ადრე ქუჩაში ლამაზი ქალი შემხვდა, გამიღიმა. გვერდით გავიხედე, ალბათ სხვას უღიმის-თქო, მაგრამ ხელი გამომიწოდა და კონვერტი გადმომცა. კონვერტის გახსნისას ცოტა გული ამიძგერდა, რადგანაც ყნოსვით მივხვდი ვისგან იქნებოდა. “ზეგ მოვალთ, ბეჭედი გექნება სადღაც მიგდებული და მოძებნე, უნდა გეკეთოს”. უკან გავიხედე და ის ლამაზი ქალი აღარსად ჩანდა, თითქოს მიწას ჩაეყლაპა. კალიგრაფიით მივხვდი, რომ წერილი ჩემი მეგობრისაგან იყო.
ისინი მაინც განსხვავებულად წერენ.

ჩემმა მეზობელმა მეწაღე გარიკამ რომ იცოდეს, ხვალ მე დედამიწის უძლიერეს ხალხს ვხვდები, ალბათ თვალები სათვალითურთ შუბლზე აუვა. ჭადრაკს ვთამაშობთ ზოგჯერ ეზოში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. მე ჭადრაკს კარგად რომ ვთამაშობ, გასაკვირი არაა, მაგრამ ეგ შობელ ძაღლიც არ ჩამომივარდება. რატომაა ეს გასაკვირი, იცით? მე ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩეოდი, მათემატიკა მიყვარდა ძალიან, მშობლებს ჭადრაკის წრეზეც დავყავდი. ამ გარიკამ კი სკოლა ძლივს დაამთავრა, ჭადრაკიც ჩემთან თამამშით ისწავლა. ისე კარგი მეწაღეა, დღემდე მუშაობს. მეც კარგი ინჟინერი ვიყავი, მაგრამ აღარ ვმუშაობ, პენსიონერი ვარ. ჩემი მშობლების იმედები ვერ გავამართლე, რომლებიც ჩემგან მსოფლიო დონის წარმატებას ელოდნენ. მაგრამ ჩვეულებრივ კარგ ინჟინერ-გამომგონებლად ვითვლებოდი, სულ რაღაცას კი ვაკეთებდი და მეგონა, რომ დღეს თუ არა ხვალ რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებდი, მაგრამ ისე მალე გამექცა დრო, რომ ვერ დავეწიე.

ვიცი, ყველას გაგიჩდათ შეკითხვა, მაშინ რატომ მიმიწვიეს დედამიწის უძლიერს ხალხთა შეხვედრაზე. თქვენ გეტყვით, ნაცნობებს ვერ ვეუბნები, ყველა გიჟად ჩამთვლის, ისედაც ალმაცერად მიყურებენ. თქვენ იმიტომ გეტყვით, რომ ჩემი სახელიც კი არ იცით. მოდით დავირქმევ ჯემალის. გამარჯობა, მე ჯემალი ვარ და უცხოპლანეტელებთან ვმეგობრობ.

როგორ დავმეგობრდით? იმ ღამეს, სამასახურიდან რომ დამითხოვეს და ძალიან ვინერვიულე, როგორც იქნა ჩამეძინა და ნახევრად ძილბურანში ვიყავი, რომ ჩამესმა: “ჩვენთან მეგობრობა გინდა?” რა ენაზე იყო ნათქვამი ვერ გავიგე, მაგრამ შინაარს მივხვდი. იმასაც მივხვდი, რომ უბრალო ადამიანები არ მეკითხებოდნენ, უცხოპლანეტელები იყვნენ. თავიდან შემეშინდა, მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, თან ოჯახი მე არ მყავს, არც მეგობრები, გარიკასთან ჭადრაკის თამაშს თუ არ ჩავთვლით, და ამიტომ შიშით, მაგრამ დავთანხმდი მეგობრობაზე.

ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა ჩემ  ყოფასა და ცნობიერებაში.  მეგობრობა ორმაგ სასარგებლო ურთიერთობას ნიშნავს. რა თქმა უნდა მივეცი უფლება შეესწავლათ ჩემი ორგანიზმი, განსაკუთრებით ჩემი ტვინი აინტერესებდათ. შენ ამაში რამდენი გინდაო, მკითხა იმ ერთმა, რომელიც ჩემთან მეგობრობაზე იყო მომაგრებული. ვერ გავიგე და ვკითხე, რა რამდენი-თქო. გემრიელად ჩაიცინა. ამას იმით მივხვდი, რომ თვალები გემრიელად ჩაეჭუტა. ფულიო, მომიგო. ფული რად მინდა-თქო, საჭმელს ძაან ცოტას ვჭამ, ჩასაცმელი, ახალგაზრდობიდან რაც მაქვს, ახლაც მეტევა, არ მჭირდება, სუფრებს მე არ ვშლი, მეგობრები არ მყავს, მოგზაურობაც კი არ მიყვარს, უფრო ზუსტად ჩემი აიპედითაც კარგად ვმოგზაურობ, სადაც მინდა, გადასახადების გადახდას ჩემითაც ვახერხებ , და საერთოდ, მივუგე დამარცვლით, ფულზე ხელის მოკიდებაც კი მეზარება, იმდენად დამიკრობებულია.

ამის შემდეგ შემიცვალეს მეგობრობაზე მომაგრებული პირი და თავად ყველაზე უფროსი დამიმეგობრდა. რაღაც ხომ გინდაო და არ დავუმალე, მინდა-თქო. ლამაზი ახალგაზრდა ქალიო, გამეხუმრა ალბათ ჩემი ასაკის გათვალისწინებით და ამიტომ არ ვუპასუხე. რამე ახალი ნიჭები მინდა-თქო. ხოდა, ამოღერღე კონკრეტულად რაო. ისე, ეს უფროსები ყველგან რომ უხეშები არიან. მაგალითად, ვიოლინოზე მინდა ვუკრავდე, ვიოლინოს ხმას რომ გავიგონებ პროფესიონალის ხელში, ისეთ ემოციებში ვვარდები, არადა სმენა არ მაქვს. იქნება, მიპასუხა და კითხვა გააგრძელა: “სულ ესაა? ყველა სურვილის ასრულება შემიძლია” ჩავახველე, მომერიდა ამის თქმა, მაგრამ მაინც ვუთხარი, გარიკამ არ მინდა ჭადრაკში რომ მომიგოს. კიდე, ძალიან მინდა ვხატავდე. მამაჩემის საღებავების სუნი ძალიან მომწონდა. მამა თვითნასწავლი მხატვარი იყო და ვატყობდი, რომ ყველაზე მეტ სიამოვნებას ხატვაში პოულობდა. ენები მინდა რომ ვიცოდე. სულ ესაა, რაც ახლა მახსენდება, დანარჩნს, რომ გამახსნდება მაშინ გეტყვი.” თქვენ გამოგიტყდებით, ეს ჩემი მეგობარი რადგანაც ძლევამოსილია, ამიტომ ველაპარაკები შენობით, თორემ ისე შენობით ლაპარაკი არ შემიძლია. გარიკამ მკითხა ზუსტად სამსახურიდან დათხოვის დღეს, ჯემალა-ჯან, რამდენი წელი უნდა ვითამაშოთ ჭადრაკი და რამდენი ხელი უნდა მოგიგო, რომ შენობით დალაპარაკების ღირსი გახდეო. ხო და, ერთი ხელიც ვეღარ მომიგო იმ დღის შემდეგ.

უცხოპლანეტელებიც ჯემალას მეძახიან, რადგანაც, როდესაც მკითხეს, როგორ მოგმართოთ, რა გქვიაო, დაბნეული ვიყავი და თავად ვუთხარი, ჯემალას მეძახიან-თქო.

მოკლედ, ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება: ბედნიერი ვარ. დამავიწყდა, ჩემმა მეგობარმა ჩემგან საჩუქრად მუდმივი ბედნიერების შეგრძნება გექნებაო. მაგრამ ეს სულ ბედნიერად ყოფნაც რა დამღლელი ყოფილა, ბედნიერება თურმე მალე ხუნდება და უაზრობაში გადადის. მაგრამ როდესაც ვიოლინოზე ვუკრავ, ვხატავ ან გარიკას ვუგებ ჭადრაკში, აზრი ბრუნდება და ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ვარსებობ. სხვადასხვა ენებზე ვუყურებ დოკუმენტურებს და ბევრ საინტერესო რაღაცეებს ვსწავლობ. ალბათ ვინმემ თქვა ჩემამდე და გავიმეორებ, რომ ადამიანი იმ მომენტამდეა ცოცხალი, ვიდრე ახლის სწავლა აინტერესებს. არადა, რამდენ ახალგაზრდა ლეშს ვხვდები ქუჩაში დაყუდებულებს.

ბევრ რამეს, რაც მე არ მეხება, ვერ გეტყვით, კონფიდეციალურობა ყოველთვის უნდა დაიცვას ადამიანმა, ისედაც ბევრი ვისაუბრე არამიზნობრივად. 

მოდით მთავარზე მოგიყვებით: რა მოხდა ლოჟის შეკრებაზე. ვიცი ახლა თქვენ გაინტერესებთ, სად მივედით, როგორ შევედით, როგორი ბეჭედი გვიკეთია და ა. შ., მაგრამ ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, საინტერესოც არ მგონია. მოკლედ ერთერთი პირველები მივედით ჩემი მეგობარი და მე, მასთან გადაადგილებისას დრო არ მჭირდება -მყისიერად იქ ვარ, სადაც მოვისუევებთ, უფრო ზუსტად, სადაც ის მოისურვებს. 

ადრე მივედით-თქო, მაგრამ ბილი უკვე იქ დაგვხდა. სხდომის დაწყების დრო ახლოვდებოდა და ჩემმა მეგობარმა გაიხუმრა: “ ეს ილონი რას იგვიანებს, როგორც ვიცი ჯერ მარსზე არ გადასახლებულა და არც ქართველია, თუ გამოუძებნეს ქართველებმა უკვე ნათესაური კავშირი.” თქვა და მე გადმომხედა, აშკარად დადებითადაა ჩემს მიმართ განწყობილი, მაგრამ რომ არ წამკბინოს არ შეუძლია. არ ვაქცევ ყურადღებას, ვითომ არ მესმის. ზუსტად თავის დროზე ყველა უძლიერესი ამა ქვეყნისა შეიკრიბა და სხდომაც დაიწყო. მყისვე დავაფიქსირე, რომ რუსეთის წარმომადგენელი არავინ იყო, მაგრამ რა საჭიროა, თავიანთი ერთი-ორი აგენტი სხვა ქვეყნიდან ეყოლებოდათ შემოგზავნილი. საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი. ჩემმა მეგობარმა დაიწყო: “ ეს უბრალო შეხვედრა არაა, ეს ის მნიშვნელოვანი შეკრებაა, რომელსაც ყოველი საუკუნის პირველ ათწლეულებში ვმართავთ და ეხება, დედამიწის პოპულაციის განახლებასა და გაჯანსაღებას, ანუ მიკობ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. ამისათვის გვაქვს ომები, პანდემიები. უკვე ომი საშიშია, განა ის გვინდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გადაშენდეს, უბრალოდ შემცირდეს. ჩინელებს გადახედა: “აბა, რა ხდება ვუჰანში. როგორ მიდის ჩვენს მიერ ჩამოტანილ ვირუსზე მუშაობა?” მერე თავადვე გააჩერა პასუხი ამ კითხვაზე, გაბრაზებულმა გადმოგვხედა ყველას და გაარძელა: “რა ფერი ადევს ამ თქვენ მოსახლეობას? როგორ გადაგიფერკმთალებიათ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ ღვჟღვჟა ლოყებიანი მოსახლეობა! ეს რა არი რომ ყველა, თითქმის ყველა ვითომ განვითარებულ სახელმწიფოებში ქალაქს გაქცეულა. დედამიწელებო, მიწას დამუშავება უნდა და ჯანსაღ მოსავალს მოყვანა. და საერთოდ რა სუნი დგას და რა ჰაერს სუნთქავთ. ხომ ხედავთ, აერწინაღით ვართ მოსული.” 
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე გააგრძელა: “უკმაყოფილო ვარ თქვენი მუშაობით, კვლევები ნელა მიდის. ყველაფერს ჩვენ ხომ არ გავაკეთებთ?  მარტო თქვენთან კი არაა სიცოცხლე, უამრავი პლანეტა გვაქვს მისახედი. მაგრამ რაღაც კვლევები ამ ვირუსზე ჩვენც ჩავატარეთ. ცნობისათვის, ეს ვირუსი ყველაზე მეტად დააზიანებს იმ ტერიტორიებს, სადაც თალასემიაა გავრცელებული, იტალია საბერძნეთი, თურქეთი, ჩინეთი. ხო, როგორც ვიცი თქვენთან”, ჩინელების რამოდენიმეკაციან დელეგაციას გადახედა, “თალასემია სამხრეთით იყო გავრცელებული, მაგრამ წამოვწიეთ ჩრდილოეთისაკენ და ახლა ქვეყნის შუაგულში უფროა, სადაც ვუჰანი და ხუანკანი მდებარეობს.” ამის მოსმენაზე არ ვიცი გავბრაზდი თუ შევშინდი და ვუთხარი: “მოიცა-მოიცა-მოიცა, თალასემია მეც მაქვს.” გადმომხედა: “შენ არც იცოდი, ვიდრე ჩვენ არ გეტყოდით, უსიმპტომო თუ მაინორი გაქვს. ეგ ფორმაა თქვენ ქვეყანაში გავრცელებული. კარგი ფეხებიდან მოცვეთილი ფორმა გაქვს, მალარიაც კი ვერაფერს გაკლებს და ამ ახალმა ვირუსმა რა უნდა დაგაკლოს ამ შენ ან შენ ქვეყენას. თან ისეთი მცირერიცხოვანი ხართ, თქვენი გაჩხირვა რა საჭიროა, უმცირესი მსხვერპლით გამოძვრებით. მაგათმა იკითხონ გვერდით, ვინც გიზის, ერთერთი პირველები არიან თალასემიის რთული ფორმების რაოდენობით.” დავჯექი და მორცხვად დავხარე თავი, გვერდით იტალიის წარმომადგენელი მეჯდა. 
“ოჰ, ჯემალა, რომ არ გამაწყვეტინო, არ შეიძლება. სად ვიყავი?”- ვერ გავიგე ჩვენ გვკითხა თუ საკუთარ თავს. 

მალევე გააგრძელა: “ესე იგი COVID-19-ს არქმევთ, არა? ნუ “19” შეცდომაში შეყვანაა, მაგრამ თქვენ მოსახლეობას სიმართლე რაში ჭირდება? მოკლედ, მოგაცილებთ ასაკიანებს.” ამას რომ ამბობდა მე გადმომხედა და გააგრძელა. “ჯემალამ რომ არ გამაწყვეტინოს ახლა საუბარი, თავადვე დავამატებ, ყველა ასაკიანს კი არა, მხოლოდ დასნეულებულებს. ასე რომ, ჯემალა ძმაო, შენ ნუ გეშინია ტახივით ხარ. ასევე იმ ახალგაზრდებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები ჭირთ, მოგიმრავლდათ ასეთები, მაგრამ თქვენივე ბრალია - უსაქმურობით შესვით ბევრი წამალზე. თუ ახალგაზრდა გადარჩება, მაგრამ რთული ფორმით ექნება ეს ვირუსი, განაყოფიერების უნარს დაკარგავს. ჯანმრთელი შთამომავლობა გჭირდებათ. როგორც არ უნდა ჩაიკეტოს მოსახლეობა, მაინც ყველას შეხვდება, ისე ადვილადაა გადამდები, მაგრამ ბევრი ვერც კი გაიგებს რომ ქონდა, ანუ ჯანმრთელები არიან და უნდა გამრავლდნენ. ჯერ ხალხის საკმაო რაოდენობაა საჭიროა დედამიწაზე.” მერე ბილს მიუბრუნდა, რაღაც ნელა მიდის შენთვის ჩაბარებული ტექნოლოგიების განვითარება. ვერ ვხედავ PC-დან QC -ზე სწრაფად გადასვლის  პერსპექტივას. ხომ არ დაბერდი, ახალგაზრდით ხომ არ ჩაგანაცვლო? არაფრის მქონედან მილიარდელობამდე გზაა რთული, თორემ პირიქით ბომჟად გადაქცევა რა პრობლემააო. “მე ჩამოვცილდი მაგ საქმიანობას, რადგანაც სახიფათო მეჩვენება, “ წაილუღლუღა ბილმა. თითქოს მისი ნათქვამი არ გაუგონია ისე განაგრძო ჩემმა მეგობარმა: “5G-ს სიჩქარე არ მომწონს. ცოტა ხანში გამოუსადეგარი იქნება. რატომ იდება ამ პროექტში ამდენი ფული და რატომაა მის მიმართ ასეთი დაინტერესება. ნუთუ ამ დონეზეც ფიქრობთ ფულის გათეთრებაზე? თუ ჩვენთან შეუთანხმებლად რაიმე ჩაიფიქრეთ? გავარკვევთ. კარგით, დავუბრუნდეთ კორონას. მართალია სახლებში გამოკეტვა არაფერს უშველის, მაგრამ გამოკეტეთ ხალხი, იქნებ გასუფთავდეს ჰაერი, ოზონის შრესაც პრობლემები აქვს და დააჩქარეთ ენერგიის ახალ წყაროზე გადასვლა. ამხელა სიმდიდრე მზე გაქვთ და თქვენ გაზსა და ნავთობს რატომ იყენებთ? განათლების კუთხით ათასწლეულების წინ არსებულ დონეზე ხართ, რა სკოლები და უნივერსიტეტები შემოიტოვეთ, გადადით დისტანციურ სწავლებაზე. საუკეთესო პედაგოგები რომ მაქსიმალურად ყველა დაინტერესებულისათვის ხელმისაწვდომი იყოს. კორონა იმედია დაგეხმარებათ ამაში. ისე ერთმა ჩვენმა მეცნიერმა ერთი საინტერესო ჰიპოთეზა გამოთქვა და შეისწავლეთ, კორონა ვირუს გადატანილის იმუნური სისტემა ისე ხომ არ ძლიერდება, რომ ორგანიზმი უფრო მდგრადი ხდება სიმსივნური დაავადებების მიმართ. ნობელის პრემიის ლაურეატები აქ ხართ და ცოტა ამუშავდით. ამ პრემიის მიღებით  უნდა იწყებოდეს თქვენი რეალური სამეცნიერო წინსვლა და არა პირიქით.” 

დღეს ეტყობა მართლაც ცუდ ხასიათზეა. ყველას ჯორავს, გავიფიქრე. 

“მოკლედ, ამდენი დრო არ მაქვს დავალება ზოგადად მიღებული გაქვთ. კონკრეტულ დავალებას თითოელს ჩემი ასისტენტები გადმოგიგზავნიან. აბა თქვენ იცით!”

ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი აწია და იკითხა:”რუსეთი როდემდე უნდა დაფარფაშებდეს ასე.” მე არ ვიყავი, ჩემმა ქვეყანამ ამ კუთხით (მოიცათ, რა სიტყვა ვთქვა? ხო გამახსენდა) ჩაისვარა. 

ჩემმა მეგობარმა დაკვირვებით შეხედა კითხვის დამსმელს და მერე დაბეჯითებით უპასუხა: “ცოტა მოითმინეთ, რუსეთი მალე თავად მოინელებს საკუთარ თავს.”.
“ხო, მართლა, არ დამავიწყდეს, თქვენთვის დამცავი აცრა მაქვს ჩამოტანილი, და ყველა აქ მყოფთ შეგიძლიათ გაიკეთოთ. 

მხოლოდ მე ვთქვი უარი. მეც თქვენთან ერთად ვარ, ხალხო, თუ გადასარჩენი ვარ, გადავრჩები, ხოლო თუ არა, ესე იგი ასე იყო საჭირო. 

“ძაან ჯიუტი ხარ, ჯემალა. წამო, მიგიყვან სახლამდე. დანარჩენი ამათ ითათბირონ.”

სახლში ვარ. ვცდილობ არ გამოვიდე გარეთ. თქვენც გირჩევთ: დარჩით სახლში!

გიმაიო
08/04/2020

Comments

  1. ყველა მოქმედება და ყველა გამოთქმული აზრი არი გამოგონებული, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული, ანუ მთლიანადაა just fiction. ვთქვათ, ძალიან-ძალიან დაბალი ალბათობით, რომელიმე მოსაზრება მართალიც დამტკიცდეს მომავალში, ეს იქნება უბრალო დამთხვევა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

შავი კატა

სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, უცებ შავმა კატამ გადამირბინა. ასე უცებ საიდან გამოძვრა ვერც შევამჩნიე და, ძალიან ახლოს და სწრაფად გამირბინა და იქვე მდგომ ნაგვის ურნის ქვეშ შეძვრა. ისე შემეშინდა, შევყვირე კიდეც . შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, საკმაოდ ძლიერ და თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს და სხვებიც ასე მიცნობენ, რელიგიურიც კი არ ვარ , მაგრამ გამოგიტყდებით , რომ ეს ცრურწმენა შავი კატის წინ გადარბენის შესახებ სისხლში მაქვს და მაშინებს. ისეთ ბიზნეს შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ამ კატის გამო გავიფიქრე, მოდი სხვა დროისათვის შევხვდები, დღეს მაინც აღარაფერი გამოვა. დავრეკე და ვეუბნები: “უკაცრავად დედა გამიხდა ცუდად, საავადმყოფოში მივდივარ, და იქნებ , სხვა დროს შევხვდეთ . ” რაზეც მიპასუხეს: “ შეხვედრა საჭირო აღარაა, წარმოდგენილი საბუთებით ვიმსჯელეთ და თქვენ ხართ გამარჯვებული . კონტრაქტს , როდესაც მობრძანდებით, გავაფორმებთ.” ახლა იმაზე ვინერვიულე, ტყუილი რომ ვთქვი დედა ცუდადაა - თქო, და დავურეკე. მისმა მომვლელმა ექთანმა მიპა...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

ცისარტყელა საპნის ბუშტში

როგორ არ უნდოდა იმ დღეს სახლიდან გამოსვლა და სამსახურში წასვლა. კარებიდან უკან მობრუნდა და საძინებელში შევიდა. სიყვარულით სავსე თვალებით თავის 2 წლის გოგონას შეხედა, რომელსაც დედის გვერდით ეძინა. მზერა გულგრილად თავის მეუღლეზე გადაიტანა, მაგრამ ეს მზერა ისევ სიყვარულითა და სიამაყით აევსო, როდესაც თავისი ცოლის გაბერილ მუცელს შეხედა. დიახ, მეორეს ელოდებოდნენ. მეორე შეგნებულად დააჩქარეს, რადგანაც პირველი შვილის დაბადების შემდეგ მამა ხშირად ეუბნებოდა, შვილს როდის მაღირსებო და შვილის ქვეშ, რა თქმა უნდა, ვაჟიშვილი იგულისხმებოდა. ხო და, აუსრულა მამას ოცნება, მალე თავადაც ბიჭის მამა გახდებოდა. თავს ძალა დაატანა და სწრაფად, მაგრამ ფეხაკრეფით, გარეთ გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისაკენ გააგრძელა სვლა, აგვიანდებოდა, დღეს პირველი გაკვეთილი ქონდა. იმ ახლად აშენებულ მაღალსართულიან უადგილოდ ჩაკვეტებულ სახლს უახლოვდებოდა, რომლის ყოველ დანახვაზე ბრაზი ერეოდა. ეს ბრაზი ახლაც იგრძნო, მაგრამ ყურადღება მის წინ მიმავალ ახალგაზრდა ქალბატონსა და მის ორ შვილზე გადაიტანა. ეტყობა დედას უფროსი შვილი...

გ უ ლ ი

მე მიკრობიოლოგი ვარ სპეციალობით, თან უნიჭიერესი, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფთ გიჟი ვგონივართ და კარგა ხანი ფსიქიატრიულშიც ვიყავი გამოკეტილი. ზედმეტი ჭკუის გამო გაგიჟდაო, ესაა ნათესავების, კოლეგების და მეზობლების აზრი, რაც სპეციალისტების აზრითაც გამყარდა, როდესაც შიზოფრენიის დიაგნოზი დამისვეს. ახლა რასაც ვწერ, ჩემთვის ვწერ და ჩემ თავს გამოვუტყდები, რომ პრობლემა მართლაც მაქვს. ყველაფერი ერთი შეხედვით ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო. იმ დღეს, როგორც ყოველთვის, პუნქტუალობა და პედანტობა მართლაც მახასიათებს, ზუსტად დილის 7 საათზე გამეღვიძა ყოველგვარი მაღვიძარის დახმარების გარეშე. გაღვიძებისთანავე არა მხოლოდ ვიგრძენი, არამედ შევიმეცნე კიდეც, რომ გული აღარ მქონდა. ჩემი განათლების ადამიანისათვის საკუთარი თავისათვის ამის გამხელა და ამაში დარწმუნება ადვილი არ იყო. ვცდილობ ახლა გავიხსენო, პირველი რა ვიგრძენი მაშინ. შიში? სიხარული? არც ერთი, მხოლოდ გულგრილობა და მივხვდი, რომ გულგრილობა უდიდესი გრძნობა იყო, რადგანაც უკიდეგანო თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. სამსახურში წასვლა ჩემთვის მოვალეობა არაა, ეს ჩ...

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

კ ო რ ი დ ა

ეს ფერწერული ტილო იმ დროიდანაა ჩემს ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში ჩემ სასთუმალთან ეკიდა და ახლაც კი, როდესაც ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, ისევ ჩემი საწოლის თავზე, უფრო ზუსტად ბოლოში, კიდია. საწოლში კი ყოველთვის უკუღმა ვწვები, რომ ამ ნახატს ვუყურო. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, გადავდებ ბალიშს, შენ გადმოდებ - სურათს მაინც შეუცვალე ადგილიო. მოკლედ, სწორედ ეს ნახატია, რასაც ყოველ ღამე დაწოლის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავ. ჩემი ნახატი მსოფლიო შედევრი არაა, მაგრამ თითქმის საუკუნეა გასული, რაც მხატვარს დაუხატავს და მას კორიდა ქვია. საკმაოდ დიდი ტილოა, მისი ძირითადი ნაწილი ქვიშა მოყრილ წრუილ მოედანს უკავია, რომელზეც ორი ცხენზე ამხედრებული პიკადორი და სამი მატადორია, და წითელ ნაჭრებს აფრიალებენ. მაგრამ ნახატის ძირითადი ფიგურა მაინც შავი ხარია. ეტყობა მხატვარმა ყველაზე გულმოდგინედ ხარის დახატვისას იმუშავა. თითქოს ხარის თითოეული კუნთის დაჭიმულობას ამჩნევ და გრძნობ. ამიტომაა, რომ სურათთან მიახლოვებისას პირველად ხარს ხედავ. სულ ბოლოს კი შემაღლებულ ადგილზე, არენაზ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....