დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება.
საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად:
* * *
ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ ყველა
ერთად შევკრიბო და სანაგვეზე
გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად
ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე,
ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს
სურვილი ჩემთან მოახლოვების
გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს,
მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების,
თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე,
ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა
სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე,
ანდა ამდენი როგორ მოგროვდა?
გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს,
საქმე და დარდი იმდენი ხარობს,
ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე,
დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო.
გიმაიო
07/03/2020
საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️
საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად:
* * *
ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ ყველა
ერთად შევკრიბო და სანაგვეზე
გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად
ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე,
ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს
სურვილი ჩემთან მოახლოვების
გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს,
მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების,
თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე,
ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა
სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე,
ანდა ამდენი როგორ მოგროვდა?
გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს,
საქმე და დარდი იმდენი ხარობს,
ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე,
დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო.
გიმაიო
07/03/2020
საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️
მწვანე
მწვანე თვალი მაქვს ღიმილიანი,
ჩაფიქრებული, ხან სევდიანი
კაბაც მწვანე მაქვს, ღილებიანი,
დავისხი მწვანე ჩაი რძიანი.
წინ წიგნი მიდევს მწვანე ყდიანი,
დღე მშვიდია და მე ქარიანი.
გარეთ გავედი იმედიანი,
ხეები მწვანე ფოთლებიანი,
მწვანე ბალახი კი ნამიანი,
მყისვე დავბრუნდი, თან მუზიანი,
ავიღე ფუნჯი მთლად ზეთიანი
ახლა მთავარი და უპრიანი
მწვანე ფერია, ლაზათიანი.
მწვანე თვალი მაქვს ღიმილიანი,
ჩაფიქრებული, თან სევდიანი
გიმაიო
21/11/2020
Comments
Post a Comment