“The Road Not Taken" by Robert Frost
თარგმანი
გზის განაყარზე მე შემიძლია
მხოლოდ ერთი გზის ვწუხვარ არჩევა,
რადგან ერთი ვარ, სულმა წამძლია,
მგზავრის შორს ჭვრეტით ვუმზერ ანაზადად,
ბილიკები რომ იკლაკნებიან.
და შემოდგომის ტყეში რატომღაც
გავყევი მინდვრით ლამაზ მეორეს,
ნაკლებ გათელილს, არ ჩანს სხვაობა
ერთი შეხედვით; გავიმეორებ:
ამ გზებს ერთი აქვთ აზრი, რაობა.
დილით ბილიკთა დავტკბი ყურებით,
რაღაცით ჰგავდნენ, მიწაზე ფოთლებს
არ ეტყობოდათ ნაფეხურები;
ვიფიქრე, რომ ხვალ გავყვები პირველს.
დაუბრუნდება კი წარსულს ვინმე?
მინდა თქვენ გითხრათ გულწრფელად, შვებით,
გზის განაყარზე ბევრი წლის წინათ
ამოვირჩიე ერთი გზა ჩემთვის,
ნაკლებ გავლილი, გაუცცვეთელი,
რაღაც სხვა, ჩემი. ცხოვრება ღირდა!
გიმაიოს თარგმანი
07/02/2020
პ.ს.1 დილა მშვიდობის! ვისურვებდი, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა მოგვეძებნა, თან ისეთი, რომ ბოლოს გვეთქვა:”ცხოვრება ღირდა!”
პ.ს.2 წავედი, დავიძინე, მაგრამ ჯერ გეტყვით: “მიყვარხართ!” ვფიქრობ, რომ გულწრფელად გეუბნებით, ან შეიძლება ფროსტის ბრალიცაა 🤣🤣❤️❤️
თარგმანი
გზის განაყარზე მე შემიძლია
მხოლოდ ერთი გზის ვწუხვარ არჩევა,
რადგან ერთი ვარ, სულმა წამძლია,
მგზავრის შორს ჭვრეტით ვუმზერ ანაზადად,
ბილიკები რომ იკლაკნებიან.
და შემოდგომის ტყეში რატომღაც
გავყევი მინდვრით ლამაზ მეორეს,
ნაკლებ გათელილს, არ ჩანს სხვაობა
ერთი შეხედვით; გავიმეორებ:
ამ გზებს ერთი აქვთ აზრი, რაობა.
დილით ბილიკთა დავტკბი ყურებით,
რაღაცით ჰგავდნენ, მიწაზე ფოთლებს
არ ეტყობოდათ ნაფეხურები;
ვიფიქრე, რომ ხვალ გავყვები პირველს.
დაუბრუნდება კი წარსულს ვინმე?
მინდა თქვენ გითხრათ გულწრფელად, შვებით,
გზის განაყარზე ბევრი წლის წინათ
ამოვირჩიე ერთი გზა ჩემთვის,
ნაკლებ გავლილი, გაუცცვეთელი,
რაღაც სხვა, ჩემი. ცხოვრება ღირდა!
გიმაიოს თარგმანი
07/02/2020
პ.ს.1 დილა მშვიდობის! ვისურვებდი, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა მოგვეძებნა, თან ისეთი, რომ ბოლოს გვეთქვა:”ცხოვრება ღირდა!”
პ.ს.2 წავედი, დავიძინე, მაგრამ ჯერ გეტყვით: “მიყვარხართ!” ვფიქრობ, რომ გულწრფელად გეუბნებით, ან შეიძლება ფროსტის ბრალიცაა 🤣🤣❤️❤️
Comments
Post a Comment