ეძღვნება ირაკლი ღუღუნიშვილის ხსოვნას გამეღვიძა, საათს დავხედე და ზუსტად ღამის 3 საათი იყო. წყალი მწყუროდა, თან ადგომა მეზარებოდა, და ღიმილით გავიფიქრე, ახლა შუა საუკუნეები რომ იყოს და ევროპაში ვცხოვრობდე, 4-მდე ფეხს ვერ გავანძრევდი-თქო, რადგანაც ამ საათებში კათოლიკურმა ეკლესიამ ყოველგვარი აქტივობა აკრძალა, ეს პერიოდი ხომ ჯადოქრების დროთ ითვლებოდა. ავდექი, გავედი სამზარეულოში წყლის დასალევად, სამზარეულოს კარი აივანზე გადის, გადავწყვიტე გავსულიყავი, რადგანაც რაღაც ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი. ასე გვიან შედარებით სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ ადამიანი, რადგანაც მანქანების ჭაჭანებაც კი არ იყო. ზოგადად ქალაქში ბევრი გაუმართავი მანქანა დადის, იაფფასიანი უხარისხო ბენზინი შემოაქვთ და სწორედ დღეს ვკითხულობდი, რომ 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად , ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში თურმე მესამე ადგილზეა . ამ ეკოლოგიურ ფიქრებში ვარ, რომ ვარაზისხევიდან მოტოციკლი შემოვარდა. ზუსტად ჩემი აივნის პირდაპირ სწრაფად შეაჩერა, ბაიკერიმა წყალი ამოიღო და დაი...
Hey, guys! We are all told, “live your life to the fullest”, aren't we? This is the reason I am here to do just that together with you. GIMAIO helps me a lot to project my thoughts, my loves and my passions in my loyal readers. So, sit back, relax, and read on.