Skip to main content

ჯადოქარი მე




სულ პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი ვყოფილიყავი ჯადოქარი. ახლა ვზივარ და ვიხსენებ, რატომ გამიჩნდა ეს ოცნება, ან როგორი ჯადოქარი მინდოდა რომ ვყოფილიყავი, ვიძირები წარსულში, მაგრამ უკუნეთია. მერე ეს ოცნება დამავიწყდა, რადგანაც თ ი თ ქ მ ი ს ყველა დასახულ მიზანს ვაღწევდი, მაგრამ მუხლჩაუდრეკელი შრომითა და ძალიან მაღალი დაბრკოლებების გადალახვით, ამიტომ იმდენი და უფრო დიდი მიზნის დასახვა ვერ მოვასწარი, რამდენიც მინდოდა. ყველა ადამიანს გონია, რომ მხოლოდ მას უქმნის ცხოვრება ასეთ რთულ დაბრკოლებებს და სხვა ლაღად ცხოვრობს, მეც ასე მეგონა და მგონია დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, ყველა ადამიანს განგება უქმნის უამრავ პრობლებას და მგონი მიზეზიც ვიცი. თქვენც დაგაინტერესდათ ჩემი მიზეზი? მნიშვნელობა არ აქვს გაინტერესებთ თუ არა, უფრო არ გაინტერესებთ, მაგრამ მაინც ვაპირებ თქმას. ადამიანო, მოგეცი ისეთი აგებულების ტვინი, რომ აზროვნება შეგიძლია, აჰა მაშინ შენ პრობლემები და მოძებნე გამოსავალიო. არაფერი არ იძლევა ისე, სამაგიერო რომ არ მოგეთხოვოს.

კარგი, მეყო ამდენი ფილოსოფია. საიდან დავიწყე? ხო, ბავშვობაში ჯადოქრობა რომ მინდოდა იქიდან. ხო და ერთ მშვენიერ დღეს გავხდი ჯადოქარი. გაინტერესებთ როგორ? მნიშვნელობა არ აქვს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა გაინტერესებთ, თან ძალიან, თან ფიქრობთ, ერთი ვნახოთ სადამდე გარეკა ამის დამწერმაო. მოკლედ მოგიყვებით სადამდეც.

ძაან მალტიტასკი ვარ. ხო, ადრე რუსული ბარბარიზმებით იყო სავსე ქართული ენა, ახლა ინგლისური ბარბარიზმები ავსებს ენას და არც ადრე ჩამოვრჩებოდი და არც ახლა ამ საქმეში. იმ მომენტში მალტიტასკობა (ვცდილობ ქართულად ვთქვა ერთ სიტყვაში და ვერ ვახერხებ) გამოიხატებოდა შემდეგში: ვჭამდი, თან გვიან, ვუყურებდი უარყოფითობით სავსე ახალ ამბებს და ვთამაშობდი ჩემ საყვარელ თამაშს „ლაინსებს“. ვისაც ეს თამაში გითამაშიათ, მოგეხსენებათ  როგორი შეყოლა იცის, თუ არ გითამაშიათ, მაშინ ახსნას აზრი არ აქვს. მოკლედ ონლაინ ვთამაშობ, თამაში ახალი ჩამოტვირთული მაქვს და ძაან (ძალიანზე უფრო ძაან უხდება ამ სიტუაციას) ჩამორჩენილებში ვარ. ვაღიარებ (არ ვიცი კარგია ეს თვისება თუ არც ისე), რომ პირველობა მიყვარს, არა და ამ თამაშში კუს ნაბიჯით მივიწევდი წინ.

სწორედ ამ დროს რაღაც მესმის, უფრო სწორედ ჩამესმის, ამ სიტყვით მათთვის შევცვალე, ვისაც სმენით ჰალუცინაციებზე გსმენიათ რამე, ანუ ყველასთვის. სხვისი არარსებულის ხმამაღალი ან ხმადაბალი ჩურჩულით ნათქვამი კი არ გავიგონე, არამედ შინაგანმა ხმამ მკითხა: „გინდა უცებ პირველ ადგილზე ახვიდე და საერთოდ, გინდა გახდე ჯადოქარი?“ არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, რა თქმა უნდა თქო, რა თქმა უნდა, მინდოდა პირველ ადგილზე გასვლა. ლაინსების თამაში გავაგრძელე, მაგრამ იცით, რა ხდებოდა, ის ბურთები თავად მასწრებდნენ სწორ ადგილზე დაჯდომას და, მთლიანი ველი რომ შეივსო და ჩემი ქულა რომ დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ყველას გადავასწარი, მაგრამ ... ჰმ ... მაგრამ ჩემდა გასაკვირად სიხარული ვერ ვიგრძენი, უფრო დისკომფორტი, ალბათ იმიტომ, რომ დაუმსახურებელი იყო და შესაბამისი შრომა და მონდომება არ მქონდა ჩადებული. 

თან ეს ჩემი შინაგანი ხმა ხომ არ მასვენებს, ისევ ჩამესმა - როდესაც რაღაც გეძლევა, ხომ იცი, რომ მოგეთხოვება კიდეცო. აქ მგონი ცოტა დავიბენი. „გინდა ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, წინასწარმეტყველება შეგეძლოს, შენს მტერზე შურისძიება შენ ჩაურევლად ხდებოდეს? რას გაჩუმებულხარ? ხომ გინდოდა ჯადოქრობა? ნუთუ ბევრი ფული არ გინდა? ყველაფერი ყველაფერი და ის მაინც არ გინდა, რომ შთამომავლობა უზრუნველი, გალაღებული და წარჩინებული გყავდეს?“ რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ მაშინვე ვერ ვუპასუხე, რადგანაც თავში გამიელვა შეკითხვამ: „რის სანაცვლოდ?“. ამას მერე გაიგებო, მივიღე პასუხი. ისიც ხომ იცი, დაუმსახურებელი პრივილეგიები ადამიანობას რომ გართმევსო - ეს პასუხის დაზუსტება იყო. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

სწორედ ამ დროს ჩემი ნაბოლარა შემოსულა ოთახში, ბეჭზე ხელს მადებს და მეუბნება, დე, ჩაგძინებია, ლოგინში გადადი გირჩევნიაო. გამეღვიძა, მივხვდი აღარ დამეძინებოდა, ლაინსები გავაგრძელე და კარგად წავიწიე წინ, მაგრამ პირველობამდე უშორესი მანძილია, შეიძლება, მიუღწეველიც.

ამ დღიდან სულ მაინტერესებს, შვილს რომ არ გავეღვიძებინე, რას ვუპასუხებდი. სიზმარში ხშირად უკეთესად ჩანს ადამიანი ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

სულ ბოლოს ერთი რამ მინდა ვთქვა და მერე დავსვავ ბოლო წერტილს. ხშირად ამხდენია წინასწარ თქმული, მაგრამ ამას ალბათ ყველა ასაკში შესული ადამიანი ამბობს, რადგანაც ცხოვრებისეული გამოცდილება აძლიერებს წინასწარმეტყველების, უფრო ზუსტად ინტუიციის, უნარს. არც ისაა იშვიათი, რომ ადამიანი, ვინც ჩემთვის ცუდი მოინდომა ან/და გამიკეთა, თავად ჩავარდნილა უმძიმეს მდგომარეობაში, რაშიც არანაირი წვლილი არ მიმიღია, მაგრამ ეს მხოლოდ მე არ მემართება. არ შეიძლება კაცმა სხვას ცუდი უსურვო ან/და გაუკეთო და ეს წინ არ დაგხვდეს დღეს თუ არა, ხვალ მაინც. განგება ლონგრანში (აჰა, კიდევ ერთი) მერწმუნეთ სამართლიანია. ასე რომ, ყველა ადამიანი თავისებური ჯადოქარია და ნუ შევეცდებით მისთვის ცუდის გაკეთებას, ჯადოქარს მაინც ვერ მოვერევით. ბოლო წერტილის დასმის დროც დადგა. აი ისიც.

გიმაიო
19/10/2018
თბილისი


Comments

Popular posts from this blog

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

შავი კატა

სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, უცებ შავმა კატამ გადამირბინა. ასე უცებ საიდან გამოძვრა ვერც შევამჩნიე და, ძალიან ახლოს და სწრაფად გამირბინა და იქვე მდგომ ნაგვის ურნის ქვეშ შეძვრა. ისე შემეშინდა, შევყვირე კიდეც . შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, საკმაოდ ძლიერ და თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს და სხვებიც ასე მიცნობენ, რელიგიურიც კი არ ვარ , მაგრამ გამოგიტყდებით , რომ ეს ცრურწმენა შავი კატის წინ გადარბენის შესახებ სისხლში მაქვს და მაშინებს. ისეთ ბიზნეს შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ამ კატის გამო გავიფიქრე, მოდი სხვა დროისათვის შევხვდები, დღეს მაინც აღარაფერი გამოვა. დავრეკე და ვეუბნები: “უკაცრავად დედა გამიხდა ცუდად, საავადმყოფოში მივდივარ, და იქნებ , სხვა დროს შევხვდეთ . ” რაზეც მიპასუხეს: “ შეხვედრა საჭირო აღარაა, წარმოდგენილი საბუთებით ვიმსჯელეთ და თქვენ ხართ გამარჯვებული . კონტრაქტს , როდესაც მობრძანდებით, გავაფორმებთ.” ახლა იმაზე ვინერვიულე, ტყუილი რომ ვთქვი დედა ცუდადაა - თქო, და დავურეკე. მისმა მომვლელმა ექთანმა მიპა...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

ცისარტყელა საპნის ბუშტში

როგორ არ უნდოდა იმ დღეს სახლიდან გამოსვლა და სამსახურში წასვლა. კარებიდან უკან მობრუნდა და საძინებელში შევიდა. სიყვარულით სავსე თვალებით თავის 2 წლის გოგონას შეხედა, რომელსაც დედის გვერდით ეძინა. მზერა გულგრილად თავის მეუღლეზე გადაიტანა, მაგრამ ეს მზერა ისევ სიყვარულითა და სიამაყით აევსო, როდესაც თავისი ცოლის გაბერილ მუცელს შეხედა. დიახ, მეორეს ელოდებოდნენ. მეორე შეგნებულად დააჩქარეს, რადგანაც პირველი შვილის დაბადების შემდეგ მამა ხშირად ეუბნებოდა, შვილს როდის მაღირსებო და შვილის ქვეშ, რა თქმა უნდა, ვაჟიშვილი იგულისხმებოდა. ხო და, აუსრულა მამას ოცნება, მალე თავადაც ბიჭის მამა გახდებოდა. თავს ძალა დაატანა და სწრაფად, მაგრამ ფეხაკრეფით, გარეთ გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისაკენ გააგრძელა სვლა, აგვიანდებოდა, დღეს პირველი გაკვეთილი ქონდა. იმ ახლად აშენებულ მაღალსართულიან უადგილოდ ჩაკვეტებულ სახლს უახლოვდებოდა, რომლის ყოველ დანახვაზე ბრაზი ერეოდა. ეს ბრაზი ახლაც იგრძნო, მაგრამ ყურადღება მის წინ მიმავალ ახალგაზრდა ქალბატონსა და მის ორ შვილზე გადაიტანა. ეტყობა დედას უფროსი შვილი...

გ უ ლ ი

მე მიკრობიოლოგი ვარ სპეციალობით, თან უნიჭიერესი, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფთ გიჟი ვგონივართ და კარგა ხანი ფსიქიატრიულშიც ვიყავი გამოკეტილი. ზედმეტი ჭკუის გამო გაგიჟდაო, ესაა ნათესავების, კოლეგების და მეზობლების აზრი, რაც სპეციალისტების აზრითაც გამყარდა, როდესაც შიზოფრენიის დიაგნოზი დამისვეს. ახლა რასაც ვწერ, ჩემთვის ვწერ და ჩემ თავს გამოვუტყდები, რომ პრობლემა მართლაც მაქვს. ყველაფერი ერთი შეხედვით ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო. იმ დღეს, როგორც ყოველთვის, პუნქტუალობა და პედანტობა მართლაც მახასიათებს, ზუსტად დილის 7 საათზე გამეღვიძა ყოველგვარი მაღვიძარის დახმარების გარეშე. გაღვიძებისთანავე არა მხოლოდ ვიგრძენი, არამედ შევიმეცნე კიდეც, რომ გული აღარ მქონდა. ჩემი განათლების ადამიანისათვის საკუთარი თავისათვის ამის გამხელა და ამაში დარწმუნება ადვილი არ იყო. ვცდილობ ახლა გავიხსენო, პირველი რა ვიგრძენი მაშინ. შიში? სიხარული? არც ერთი, მხოლოდ გულგრილობა და მივხვდი, რომ გულგრილობა უდიდესი გრძნობა იყო, რადგანაც უკიდეგანო თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. სამსახურში წასვლა ჩემთვის მოვალეობა არაა, ეს ჩ...

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

კ ო რ ი დ ა

ეს ფერწერული ტილო იმ დროიდანაა ჩემს ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში ჩემ სასთუმალთან ეკიდა და ახლაც კი, როდესაც ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, ისევ ჩემი საწოლის თავზე, უფრო ზუსტად ბოლოში, კიდია. საწოლში კი ყოველთვის უკუღმა ვწვები, რომ ამ ნახატს ვუყურო. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, გადავდებ ბალიშს, შენ გადმოდებ - სურათს მაინც შეუცვალე ადგილიო. მოკლედ, სწორედ ეს ნახატია, რასაც ყოველ ღამე დაწოლის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავ. ჩემი ნახატი მსოფლიო შედევრი არაა, მაგრამ თითქმის საუკუნეა გასული, რაც მხატვარს დაუხატავს და მას კორიდა ქვია. საკმაოდ დიდი ტილოა, მისი ძირითადი ნაწილი ქვიშა მოყრილ წრუილ მოედანს უკავია, რომელზეც ორი ცხენზე ამხედრებული პიკადორი და სამი მატადორია, და წითელ ნაჭრებს აფრიალებენ. მაგრამ ნახატის ძირითადი ფიგურა მაინც შავი ხარია. ეტყობა მხატვარმა ყველაზე გულმოდგინედ ხარის დახატვისას იმუშავა. თითქოს ხარის თითოეული კუნთის დაჭიმულობას ამჩნევ და გრძნობ. ამიტომაა, რომ სურათთან მიახლოვებისას პირველად ხარს ხედავ. სულ ბოლოს კი შემაღლებულ ადგილზე, არენაზ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....