“ვინ ვარ? საიდან მოვედი? და, რაც ყველაზე მთავარია
დღეს, სად მივდივარ?“ ამ შეკითხვების ავტორი მე კი არ ვარ. ახლა ვიცი, ყველას გაგახსენდათ
პოლ გოგენის ''საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?'', მაგრამ
არც მას აქვს ამ შეკითხვებზე ექსკლუზიური უფლება. ეს თითოეული ადამიანის შეკთხვაა,
დაწყებული ჩემი აზრით პირველყოფილი
ტიპიდან დღევანდელ და ჩვენს შემდეგ მოსულ ტიპებამდე, მაგრამ ზოგი უშიშრად უსვავს საკუთარ
თავს ამ კითხვებს, ზოგი კი გაურბის მათ და ყოველდღიურობაში იძირება. მგონი ერთს მივხვდი,
მნიშვნელობა არ აქვს გაინტერესებს ამ შეკითხვებზე პასუხი, თუ არა, პასუხს მაინც ვერ
მიიღებ, ყოველ შემთხვევაში დღეს დღევანდელი განვითარების დონის გათვალისწინებით.
მაშ, უნდა დაისვავს
ეს შეკითხვები თუ არა? ამ კითხვაზე კაცთა მოდგმას ოთხი პასუხი აქვს: 1) კი, 2) არა,
3) არ ვიცი, ნეტავ რა ჯობია და 4) არ ვიცი და არც მაინტერესებს. ფსიქოლოგიაში ადამიანთა
სხვადასხვა ტიპის კლასიფიკაციაა, მათი ჩამოთვლა
შორს წაგვიყვანს, ხოლო მე (ოხ, ეს ეგო რა არის მაინც) სწორედ ამ ოთხი კატეგორიით ვყოფ
homo sapiens-ებს (ჩემი კლასიფიკაციია ანუ).
ადვილად გაარჩევ
ლუწი და კენტი კატეგორიის წარმომადგენლებს. ლუწ კატეგორიაში მყოფი ადამიანი საგრძნობლად ბედნიერია კენტ კატეგორიაში მფოფთან შედარებით,
ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანს. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანი
მოთხოვნილებაა. ლუწ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს შედარებით ნაკლები მოთხოვნილება აქვთ,
ბევრი არაა საჭირო იმისათვის რომ კმაყოფილნი გახდნენ, სინდისიც განსაკუთრებით არ აწუხებთ,
მაგრამ მე-2 კატეგორიაში მყოფი მაინც იღებს პასუხისმგებლობას, თუნდაც უარყოფის პასუხისმგებლობას,
მაშინ როდესაც მე-4 კატეგორიის ადამიანი საერთოდ გაურბის პასუხისმგებლობას. ყველაზე
ადვილია თქვა არ ვიცი, თან საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ არც გაინტერესებს.
კენტ კატეგორიაში
მყოფნი უფრო ცნობისმოყვარენი არიან, მაგრამ მესამე კატეგორიაში მყოფი თუ ხშირად ორჭოფობს,
პირველ კატეგორიაში მყოფმა იცის, რაც უნდა, თან ორივეს, განსაკუთრებით კი პირველ კატეგორიაში
მყოფთ, მოთხოვნილების დონე შედარებით მაღალი აქვთ, უფრო რთულად აღწევენ ბედნიერებას
და ხანმოკლედ განიცდიან მას.
თან სუბიექტური
თუ ობიექტური მიზეზების გამო, ადამიანები დროდადრო იცვლიან კატეგორიას და ერთიდან მეორეში
გადადიან.
მე პირადად ძალიან
მინდა ვიყო მე-4 კატეგორიის წარმომადგენელი და დაძაბულ სიტუაციებში ხშირად მიცდია მეთქვა
საკუთარი თავისათვის: “Don’t know, don’t care!”, მაგრამ საქმე ყოველთვის უფრო რთულადაა,
ვიდრე ჩვენ გვინდა.
და ამიტომ ძალიან
მაინტერესებს “ვინ ვარ? საიდან
მოვედი? და, რაც ყველაზე მთავარია დღეს, სად მივდივარ?“ მერე რა, რომ მე ვერ ვუპასუხებ,
ისე როგორც იმ ადამიანებმა, ვინც ჩემზე შეუდარებლად კვალიფიციურად დასვეს ეს შეკითხვები
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე და ბოლომდე ვერ გასცეს პასუხი, მაგრამ სწორედ
ამ შეკითხვების დასმის გამო შეძლეს პირველყოფილი ადამიანიდან (Homo Habilis &
Homo Erectus), გარეგნობას, გონებას და ა.შ. ვგულისხმობ, მიგვეღო დღევანდელი ადამიანი,
ანუ გავმხდარიყავით Homo Sapience-ები, ჩვენ შემდეგ ჩვენზე ბევრად კვალიფიციურად სხვები
დასვავენ ამ შეკითხვებს და მათაც დარჩებათ რაღაც-რაღაცეები პასუხგაუცემელი, მაგრამ
ამ ინტერესის წყალობით ჩვენც Homo Sapience-ბს Homo Deuse-ბი, ეგრედ წოდებული ღმერთ-კაცები,
შეგვცვლიან. პირდაპირ ღმერთ-კაცები ალბათ ვერ გავხდებით, მაგრამ თან და თან წინსვლა
და უფრო და უფრო მაღალ განვითარებულ არსებებად გადაქცევა ლოგიკური ჩანს, თუ ჩვენს განვითარებას
შევხედავთ, მაგრამ ...
... მაგრამ იმისათვის, მგონი ვმეორდები, რომ კაცობრიობა წინ წავიდეს და უკან არ დაბრუნდეს
ან არ განადგურდეს (მთავარი საფრთხე მაინც ისაა, რომ თავად არ გავანადგუროთ ერთმანეთი),
ძალიან მცირე და ძალიან დიდი რამაა საჭირო. მცირე ალბათ იმიტომ, რომ გრძნობაა და უმთავრესად
ჩვენზეა დამოკიდებული. დიდი კი, უფრო ზუსტად ვეებერთელა იმიტომაა, რომ გრძნობათა ტიან-შანია,
და მას სახელად სიყვარული ქვია. დიახ, ე რ თ მ ა ნ ე თ ი ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი და პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა, შესაბამისად ურთიერთ გაფრთხილება,
მხარდაჭერა და დახმარება სიახლის ძიებაში აგვაცილების განვითარების მარად მზრალობას
(სხვათაშორის, ტიან-შანის მწვერვალებზე მარადი მზრალობაა) და გზას გაგვიკვლევს ცოდნის
და შესაძლებლობების მწვერვალებისაკენ ანუ სიცოცხლისაკენ.
მეტი რაღა ვთქვა?! უფრო მეტს სხვები იტყვიან, თან ბევრად
უფრო კარგად.
გ ი მ ა ი ო
10/10/2018
თბილისი
Comments
Post a Comment