Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2018

„მეცნიერა“ & „მაგარი მოსაწევი გაიჩითა“

რიჟრაჟზე ერთი ჩვეულებრივი ქალაქის, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ერთი ჩვეულებრივი ბინიდან ქალის ისეთი სასოწარკვეთილი და საზარელი კივილი გაისმა, რომ ახლო-მახლო და მოშორებითაც ყველა მეზობელი გააღვიძა, რომლებიც სასწრაფოდ იმ ბინისაკენ გაეშურნენ, სადაც საზარელი სურათი დახვდათ. სავარძლებში ჩამჯდარი, თითქოს ჩაძინებულნი, მაგრამ სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, გარშემო პატარა კოკა-კოლას ცარიელი და გვერდ გამომწვარი ბოთლიც ეყარა. ერთ ახალგაზრდას ქალბატონი ჩახუტებოდა და განწირვით ყვიროდა, რატომ დამღუპე შვილოო, ხოლო კედელთან ჩაკეცილ მამაკაცს ხელებში ქონდა ჩარგული თავი და ღმუოდა. ... ფიზიკის პროექტზე მუშაობდა, ორშაბათისათვის უნდა დაემთავრებინა. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ნიკნეიმად (ახალი ბარბარიზმი ქართულში) „მეცნიერა“ შეარქვეს მეგობრებმა. პროექტებს ძირითადად ადვილად წერდა, მაგრამ თემა შეხვდა ისეთი, რომ თავ-ბოლოს მოყრა გაუჭირდა, თან ცუდ ხასიათზე იყო გაღვიძებული, რადგანაც წინა დღით შეყვარებულს დაცილდა. ამიტომ ძალიან გაეხარდა, როდესაც ტელეფონის ზარი გაიგონა და მასზე მისი მეგო...

ფრთები

„გაიღვიძე! გაიღვიძე! გაახილე თვალები!“ ჩაესმა ძილში, თან ლოყაზეც შემოტყაპუნება იგრძნო. ვინ უნდა ყოფილიყო მის სახლში, უპატრონო 70-ს გადაცილებილი ხანში შესული ქალბატონი გახლდათ, მარტო ცხოვრობდა, დამხმარე ქალი ხვალ უნდა მოსულიყო. ძალიან ეზარებოდა გაღვიძება, მაგრამ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხათრს ვერ გაუტეხდა და თვალები გაახილა. ვერავინ დაინახა. წამოდგა. მის საწოლთან დიდი სარკე მისი ახალგაზრდობიდან იდგა. ახალგაზრდა როდესაც იყო, ყოველ დილით ამ სარკესთან რამოდენიმე წუთი ჩერდებოდა, მოწონდა საკუთარი თავი, სიფრიფანა, გრძელ-ფეხება ლამაზი ახალგაზრდა იყო, მაგრამ რაც წლები გადიოდა, სარკის წინ ყოფნის დრო თანდათან მცირდებოდა, ბოლოს კი ცდილობდა სარკისათვის თვალი საერთოდ აერიდებინა. იგივეს გაკეთებას აპირებდა, მაგრამ რაღაც უცნაური იგრძნო თუ დაინახა და სარკესთან გაჩერდა. ისევ სიფრიფანა   ლამაზი ქალი უყურებდა სარკიდან, მაგრამ ეს კი არ გაუკვირდა, არამედ ის, რომ სარკის მიღმა მდგომ ქალს ფერადი და საკმაოდ მოზრდილი ფრთები ქონდა. ბეჭები შეათამაშა და ეს ფრთები საკუთარ სხეულზეც შეიგრძნო, მერე გადახედა და ვერც...

უფსკრულიდან მწვერვალამდე და პირიქით (იგავი)

ეს პატარა ბიჭი ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მამამისი ვინ იყო, დედამაც არ იცოდა. დედა უმეტეს წილად უმუშევარი იყო, რადგანაც ლოთი იყო, სულ ყვიროდა და იგინებოდა და მცირეწლოვან შვილებს ცემდა, რომლებიც ბლომად ყავდა, თან თითქმის სულ მშიერები და დახეულ ტანსაცმელსა და დაგლეჯილ ფეხსაცმელში გამოწყობილები. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ამ იგავის გმირი უფსკრულში დაიბადა. იგი არც ფიზიკური და არც გონებრივი სიძლიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბავშვობიდან ერთი უდიდესი თვისება დააყლა მამაზეციერმა - მიზნის დასახვისა და ამ მიზნისკენ უკან-მოუხედავად სწრაფვისა. მაგრამ მიზანიცაა და მიზანიც. მან არა მხოლოდ უფსკრულიდან ამოსვლა დაისახა მიზნად, არამედ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მწვერვალი უნდა დაეპყრო. რატომ მაინცდამაინც მწვერვალი? იმიტომ რომ მწვერვალზე ერთი ონკანი იყო. ამ ონკანის გახსნა-დაკეტვაზე იყო დამოკიდებული, ექნებოდა თუ არა ქალაქის მოსახლეობას წყალი. საჭმლის გარეშე ადამიანი 3-4 კვირა ძლებს, ზოგჯერ უფრო მეტიც, მაგრამ წყალი სულ სხვაა. ადამიანის სხეულის 60%-ი მაინც წყლისგან შედგება, შესაბამის...

ემის ველაპარაკე ვაინჰაუსს, მეც არ მჯერა

ვინმესთან ან რამესთან შეხვედრა კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც. და მაინც, როდესაც ეს სიტყვა გვესმის, უფრო კარგ ასოციაციებს იწვევს, რაც ალბათ ალბათობის ბრალია, თუ ესეც სუბიექტურია? შეხვედრა დაგეგმილიც შეიძლება იყოს და უცაბედიც, მაგრამ როდესაც ეს სიტყვა გვესმის, მაინც უცაბედზე ვფიქრობთ, რადგანაც დაგეგმილისგან განსხვავებით უცაბედი შეხვედრა ხშირად უფრო დიდ კვალს ტოვებს ჩვენში, თუ ესეც სუბიექტურია? და ახლა, როდესაც კარგსა და ცუდს, დაგეგმილსა და უცაბედ შეხვედრაზე ვფიქრობ, ერთ რამეს მივხვდი, შეიძლება მცდარსაც, რომ კარგი და ცუდი, დაგეგმილი და უცაბედი და ა.შ. შეხვედრა არ არსებობს, შეხვედრისას არსებობს მათი ნაზავი, სადაც ერთ შემთხვევაში ერთი მეტია მეორეზე, მეორე შემთხვევაში კი პირიქით, ანუ არსებობენ კარგ-ცუდი, დაგეგმილ-უცაბედი შეხვედრები. შეხვედრა მხოლოდ პიროვნების შეხვედრას არ გულისხმობს, შეხვედრა პროფესიასთან, სიახლესათან/ცოდნასთან შეხვედრა, უფრო იღბლიანებისათვის აღმოჩენასთაბ შეხვედრა, ან განსხვავებული - ნახატს რომ პირველად შეხედავ, გული აგიძგერდება და იცი, რომ შენია, ან შენი საოცნებო ტ...