Skip to main content

უფსკრულიდან მწვერვალამდე და პირიქით (იგავი)


ეს პატარა ბიჭი ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მამამისი ვინ იყო, დედამაც არ იცოდა. დედა უმეტეს წილად უმუშევარი იყო, რადგანაც ლოთი იყო, სულ ყვიროდა და იგინებოდა და მცირეწლოვან შვილებს ცემდა, რომლებიც ბლომად ყავდა, თან თითქმის სულ მშიერები და დახეულ ტანსაცმელსა და დაგლეჯილ ფეხსაცმელში გამოწყობილები. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ამ იგავის გმირი უფსკრულში დაიბადა.
იგი არც ფიზიკური და არც გონებრივი სიძლიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბავშვობიდან ერთი უდიდესი თვისება დააყლა მამაზეციერმა - მიზნის დასახვისა და ამ მიზნისკენ უკან-მოუხედავად სწრაფვისა. მაგრამ მიზანიცაა და მიზანიც. მან არა მხოლოდ უფსკრულიდან ამოსვლა დაისახა მიზნად, არამედ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მწვერვალი უნდა დაეპყრო.
რატომ მაინცდამაინც მწვერვალი? იმიტომ რომ მწვერვალზე ერთი ონკანი იყო. ამ ონკანის გახსნა-დაკეტვაზე იყო დამოკიდებული, ექნებოდა თუ არა ქალაქის მოსახლეობას წყალი. საჭმლის გარეშე ადამიანი 3-4 კვირა ძლებს, ზოგჯერ უფრო მეტიც, მაგრამ წყალი სულ სხვაა. ადამიანის სხეულის 60%-ი მაინც წყლისგან შედგება, შესაბამისად უწყლოდ ადამიანმა მაქსიმუმ 10 დღე გაძლოს, მაგრამ ძირითადად მხოლოდ რამოდენიმე დღე თუ გაიტანს თავს. ასე რომ წყალი ყველას ჭირდებოდა, მის გამო ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებდი, ანუ ხალხს დაიმონებდი, რაც  ძლევამოსილ კაცად გაქცევდა. თან ისიც უნდა ითქვას, რომ თავად პათოლოგიურად ოფლიანობდა და ჭირდებოდა დღეში რამოდენიმეჯერ წყლის გადავლება, რისი საშუალება არ ქონდა. ასე რომ, მწვერვალის მიღწევის მიზანი საკმაოდ პატარა ასაკში გაუჩნდა, მაგრამ იცოდა, ჯერ ვერაფერს გახდებოდა და ლოდინი ამჯობინა. 
აი, ის სანუკვარი დღეც დადგა, როდესაც დავაჟკაცდა და საკმარისი ძალა იგრძნო საკუთარ თავში, რომ უფსკრულიდან ამოსვლა დაეწყო. ეგონა პირველი ნაბიჯები ყველაზე რთული იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი, შეუხედავი და ნაყვავილარი სახე ქონდა და არც მომხიბვლელი ღიმილით გამოირჩეოდა, მაინც ახერხებდა ხალხთან ისეთ ურთიერთობას, რომ ხალხი ხელს უწყობდა   არც საჭმელი აკლდა და არც სასმელი, სამსახურიც სულ ქონდა, მაგრამ არ ყოფნიდა, რადგანაც სულ მწვერვალი, რომელიც არც კი იცოდა როგორ გამოიყურებოდა, ედგა თვალწინ.  რადგან მის გარეგნობას შევეხეთ, არ შეიძლება არ დავამატოთ, რომ სხვადასხვა ფერის თვალები ქონდა: ერთი უკუნეთი ღამისავით შავი, ხოლო მეორე ცის ფერი ცისფერი. 
ვაგრძელებ. რაც უფრო მაღლა და მაღლა მიდიოდა, უფრო უჭირდა სვლა, განსაკუთრებით ქალაქს რომ გასცდა და ფერდობს შეუდგა; აქ ხალხიც შემოეცალა, ვისი მოთაფლვა და მოტყუება შეეძლო. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბუნებაში - ცხოველთა სამყაროში აღმოჩნდა. მგლისა და მისთანებისათვის უჩინარი უნდა გამხდარიყო, რომ გადარჩენილიყო. საბედნიეროდ, წარსულის გაკვეთილებმა დამალვის კარგი ინსტინქტი გამოუმუშავა, რისი წყალობითაც ბევრ ფათერაკს გადაურჩა და ... მაღლა მიიწევდა.
ერთი პრობლემა ქონდა ოღონდ - არ იცოდა, ზუსტად სად მდებარეობდა ის მწვერვალი და სწორი მიმართულებით მიდიოდა თუ არა. ამ ფიქრებში გართულს შიმშილის გრძნობამაც შეაწუხა.
უცებ კურდღელი დაინახა, ეტყობოდა ფეხი ქონდა მოტეხილი ან ნაღრძობი, კოჭლობით მიდიოდა. კურდღელმა ეს ახალგაზრდა რომ დაინახა, რა თქმა უნდა, იგრძნო საფრთხე და ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ ფეხ-ნატკენს ჩვენი ვავო დაეწია. უი, არ მითქვავს აქამდე, მთავარ გმირს ვავო რომ ერქვა. კურდღელი თეთრი, ფუმფულა, ცისფერთვალება, ანუ ძალიან საყვარელი იყო. „ნუ შემჭამ“,  თხოვა ვავოს, „სიცოცხლე მინდა. შეხედე, რა ლამაზად მწვანეა ბალახი, მასზე კუნტრუში კიდევ კარგა ხანს გამისწორდებოდა.“ და გააგრძელა; „ვიცი, ტყუილად არ შემისრულებ ამ თხოვნას, ისიც ვიცი, მწვერვალამდე გზა რომ არ იცი. ფურცელიც მაქვს და ფანქარიც, და შენ საოცნებო გზას ზუსტად დაგიხაზავ. მხოლოდ კურდღელებმა ვიცით ეს გზა. ერთი ჭკვიანი წინაპარი გვყავდა, მან მიაღწია მწვერვალამდე, გეგმაც შეადგინა და ჩვენ, კურდღლებს, დაგვიტოვა, თაობიდან თაობამდე გვაზეპირებინებენ, იქნებ რაში დაგჭირდეთო.“  შევთანხმდით, კაცურ სიტყვას გაძლევო, დაპირდა ვავო და მეტი დამაჯერებლობისათვის გულზე ხელი დაიდო.
კურდღელმა გზის მთელი გეგმა დაუხაზა და უთხრა:“ეს გზა ერთ ბროლის სასახლესთან მიდის, ონკანიც იმ სასახლეშია და ისიც იქ ცხოვრობს, ვინც დღეს ონკანს მართავსო. ჩვენ ახლოს ვინ მიგვიშვებს, უფრო მეტი შეიძლება ფრინველებმა იცოდნენ.“ ჯიბიდან კომპასიც ამოიღო და იმ ახალგაზრდა კაცს მიაწოდა, ვინც კაცური სიტყვა მისცა, სიცოცხლეს შეგინარჩუნებო. ამ ახალგაზრდა კაცმა ნახაზიც გამოართვა, ოთხად გადაკეცა და მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო ფანქართან ერთად, კომპასი კი მარცხენაში, მერე კურდღელს მიუბრუნდა და იქვე თავი წააცალა,  კოცონიც დაანთო, შეწვა კიდეც და გემრიელად შეექცა. შიმშილის გრძნობა რომ მოიკლა, გზა გააგრძელა ნახაზის მიხედვით და კომპასის დახმარებით.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა ... არა, ბევრი იარა და იმ ბროლის სასახლესთან შორი-ახლოს მივიდა. ერთი სული ქონდა, მაშინვე შესულიყო. დასაწყისში კი გითხარით, რომ დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა-თქო, მაგრამ იყო მის გონებაში რაღაც განსაკუთრებული, რაც ცხოვრების სირთულეებმა კიდევ უფრო გაუღრმავა და რაც მას ანიჭებდა უნარს მინიმუმამდე შეემცირებინა დაშვებული შეცდომები. ამისათვის კი ადამიანთა მოდგმის  უმრავლესობისათვის შეუძლებელს აკეთებდა, თოკავდა სურვილებს და ემოციებს და ზუსტად იმდენ დროს ფიქრობდა, რაც გადაწყვეტილების მიღებას ჭირდებოდა. 
მოსაღამოვდა, ჯერ კარგად გამოვიძინებო, გაიფიქრა. დილით გაღვიძებულს ისევ შიმშილმა შეაწუხა. უცებ ჩოჩორის წაჭიკჭიკება შემოესმა. იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ქართულ ენაში ჩოჩორი არა მხოლოდ ვირის შვილს ქვია, არამედ მწყერის ნაშიერსაც. ეტყობა ბუდიდან გადმოვარდნილა, ბუდე კი იმ ხეზე იყო, რომლის ძირშიც თავად დაიძინა გუშინ. ახალ გაჩენილს გავდა და ყველა ახლად დაბადებული ხომ უსაყვარლესი არსებები არიან.
უცებ ხიდან ხმა შემოესმა: „ჩემი შვილია, არაფერი დაუშავო.“ კარგიო, მიუგო ვავომ, ოღონდ უნდა მასწავლო იმ სასახლეში უვნებელად როგორ შევაღწიო და შენ შვილსაც დაგიბრუნებო და მეტი დამაჯერებლობისათვის გულზე ხელი დაიდო „გასწავლი, სულ მაგ სასახლის თავზე დავფრინავ და დავინახე, როგორ შედის და გამოდის მისი პატრონი.“ აბა, გისმენო, ვავომ. მწყერმა მას ისეთი რთული ინსტრუქცია გაუმხილა, მიხვდა ვერ დაიმახსოვრებდა და კურდღლის მიერ შედგენილი გეგმის მეორე გვერდზე ჩაწერა მისივე მოცემული ფანქრით. მორჩა თუ არა ჩაწერას და ფურცელი ფანქრითურთ ჯიბეში ჩაიდო, ჩოჩორი მარცხენა ხელზე დაისვა და დედამისს შესთავაზა, ჩამოდი და წაიყვანეო. 
... გამძღარი და ინსტრუქცია მომარჯვებული, სასახლისაკენ გაეშურა და უვნებელმა შედგა შიგ ფეხი. სასახლეში სიჩუმე იდგა და იქ არც არავინ ჩანდა. უცებ მეორე ოთახიდან კვნესის ხმა შემოესმა. ფეხაკრეფით შევიდა იმ ოთახში და საწოლში ჩაწოლილი მომაკვდავი მოხუცი დაინახა. შემცვლელიც მოსულაო, წაილუღლუღა მოხუცმა. „ერთი რამ მინდა გთხოვო - ნუ მომკლავ, ხომ ხედავ ისედაც მალე გავლევ სულს,“ მაგრამ ამ მოხუცმა თავისი ახალგაზრდობა რომ არა მხოლოდ გაიხსენა, არამედ დაინახა ვავოს სახით, ახალი თხოვნით მიმართა: „იმას მაინც ვერ შეძლებ, დაძინება რომ მაცადო?“ „როგორ გეკადრებათ, მე თქვენ ბოლომდე მოგივლით. მითხარით აბა, როგორ გავხსნა და დავკეტო ონკანი.“ მოხუცმა ირონიულად ჩაიცინა და მიუგო: „კარგი, გასწავლი ონკანის გაღებას, ხალხი წყლის გარეშე რომ არ დარჩეს, როგორ ჩაკეტო, შენით მიხვდები, ადვილია, არც ჩემთვის უსწავლებიათ.“ ახალმა მისულმა გაიფიქრა, მაინც გადავამოწმებ, რაც მასწავლა, რამეს არ იტყუებოდესო. როგორც კი დაბრუნდა, მოხუცმა უთხრა, „სიკვდილის მოახლოვება შენც შეგცვლის. მეც ვიყავი შენსავით ახალგაზრდა და ვიცი, არც დაძინებას დამაცდი.“ იქნებ ასეც ჯობდესო, უნდა დაემატებინა, მაგრამ არ დასცალდა, რადგანაც სახეზე ბალიშის ძლიერად დაწოლა იგრძნო, ახალგაზრდამაც შეიგრძნო, როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს სიკვდილის პირას მდგარი მოხუცი და იბრძოდა სიცოცხლისათვის ბოლო წამამდე.
მოხუცმა ბრძოლა რომ შეწყვიტა და ბატონმა ვავომ ბალიშს ხელი რომ აუშვა, მიხვდა, რომ მწვერვალზე, კვარცხლბეკზე, ან უფრო ჟრერადი სიტყვის მოძებნა თქვენთვის მომინდია მკითხველო, იდგა, მაგრამ სიხარულის და ბედნიერების შეგრძნობა ვერ განიცადა, უფრო მეტიც, ისიც კი გაიფიქრა, ეს გრძნობები ეტყობა სამუდამოდ დამშორდნენო, მაგრამ იმხელა სიამაყით აღივსო, რამაც ბეჭებში და კისერში გაჯგიმა, ნიკაპი ზემოთ ააწევინა, და ისე გადახედა არემარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გადახდა თავს და დაიღალა, ძილზე არც უფიქრია, სასწრაფოდ კანონშემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო და პირველი ორი კანონი გამოსცა:
კანონი #1: ვბრძანებ, ამოწყვეტილ იქნეს ყველა კურდღელი; არც ერთი არ დატოვოთ ცოცხალი, თორემ საკუთარი სიცოცხლით აგებთ პასუხს.
კანონი #2: ვბრძანებ, ყველა ჩიტი იყოს ჩამოგდებული, ანუ მოკლული, რომელიც სასახლეს გადაუფრენს.
კანონებს ხელი მოაწერა, მომავალში მათ სხვა ბევრი მსგავსი დაემატა, რომლებიც კოდექსად შეკრა და ვავოს კოდექსი უწოდა. 
პირველი ორი მთავარი კანონის გამოცემის შემდეგ, საკეტებისა და ბროლის სასახლის თავდაცვის ინსტრუქციის შეცვლას შეუდგა და პარალელურად იმაზეც ფიქრობდა, მოსაზღვრე ქალაქები როგორ დაეპყრო.
რაც ამ დღეს მოყვებოდა და როგორც განვითარდებოდა მოვლენები ახლო მომავალში, ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, რადგანაც თავადაც ბევრჯერ გინახავთ და საკუთარ ტყავზე გამოგიცდიათ, თან ბოროტებებზე საუბარს თუ შემიძლია ყოველთვის თავს ვარიდებ.
იმ დრომდე აღარაფერს ვიტყვი, ვიდრე, ბატონ ვავოს თავადაც არ შეეპარა თმაში ჭაღარა და სახეზე ნაოჭები, უფრო მეტიც, ვიდრე თავდაჯერებულობაში პატარა ბზარი არ გაუჩნდა. უკვე ბოტოქსიც არსებობდა და მიმართა რამოდენიმეჯერ საუკეთესო სპეციალისტს მის გასაკეთებლად, დაიწყო ჯანმრთელი კვება, ჯიმში სიარული. ფბ-ზე რამოდენიმე სურათიც კი გამოფინა წელზევით შიშველმა, რომ ხალხს ენახა, რა კარგ ფორმაში იყო, რათა მისდამი შიში და მოწიწება არ შემცირებულიყო. მაგრამ ის პატარა ბზარი, წეღან რომ ვახსენე, მაინც დიდდებოდა და დიდდებოდა არა იმიტომ რომ ბერძნული ანდაზა გაახსენდა „აღმართს დაღმართი მოსდევს’-ო, არამედ იმიტომ რომ ხმები მოუვიდა, ხალხი აჯანყებას აპირებსო. აჯანყებას ჩაახშობდა, ამისი არ ეშინოდა, მაგრამ მის ყურამდე ისიც მივიდა, რომ ხალხმა უკეთესი განათლება მიიღოო, დაბრძენდაო, ისე ადვილი აღარაა არც მათი მოტყუება და ისე იაფადაც აღარ იყიდებიანო. ამ ამბავმა კი ძალიან შეაშფოთა. თან თურმე ხალხი უკვე წვიმის წვეთებს აგროვებსო და ასე შეგროვებულ წყალს იყენებს დასაბანად, სარეცხზე და გადადუღებულს სვამენ კიდეცო. ერთმა კაცმა თურმე ოქროს მონეტების შესანახად მიწა იმდენი თხარა და თხარაო, რომ წყალს მიადგა და ჭის გაკეთებაც უსწავლიათო. გრძნობდა როგორ იკლებდა მისი ძალაუფლება, შიშის გრძნობაც იზრდებოდა, მაგრამ თავს იმით იწყნარებდა, ამ ბროლის სასახლეში ვერავინ მომაგნებსო.
იმ დღეს მზე ანათებდა რაღაც განსაკუთრებით, ყველაფერი განსაკუთრებული უსიამოვნო გრძნობას უღვივებდა, მაგრამ ფანჯრების გაღება მაინც უბრძანა. ღია ფანჯრებიდან ხალხის ხმა შემოესმა; ეტყობა მაინც გადაურჩა რომელიღაც კურდღელი სიკვდილსო, გაიფიქრა და გადაწყვიტა ხალხთან გასულიყო სალაპარაკოდ. საკუთარ თავს აწყნარებდა, რამდენჯერ მომიტყუებია ეს ხალხი, ახლაც არ გამიჭირდებაო, რა უნდა ესწავლათ ისეთი, რომ ჩემმა დაპირებებმა არ დააბრმაოთო. დაცვას უხმო, აბა მარტო ხომ არ გავიდოდა, მაგრამ დაცვა აღარ ჩანდა, ისინიც ხალხთან ერთად იდგნენ. არა, დამალვა ჯობიაო, გაიფიქრა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ხალხი ბროლის სასახლეში შესულიყო და პასუხს ითხოვდა ყველა იმ ბოროტებაზე, რაც მის მმართველობის პერიოდში მოხდა. ისეთ ბოროტებებზეც მოთხოვეს პასუხი, თავად აზრზეც რომ არ იყო; ყველა ხელქვეითს როგორ გააკონტროლებდა.
მუხლებზე დაეცა და თხოვა ხალხს არ მომკლათო. ხალხმა ითათბირა და განაჩენიც გამოუტანა: „სიკვდილი შენთვის ყველაზე ადვილი გამოსავალი იქნებაო და არც ჩვენ ვართ მკვლელებიო, ჯობია ისევ უფსკრულში დაგაბრუნებთ.“ ფეხებით ასწიეს და თავით მწვერვალიდან უფსკრულის გზას გაუყოლეს.
რა ძნელი იყო უფსკრულიდან მწვერვალამდე ასვლა და თურმე რა ადვილი ყოფილა უკანა გზის გავლაო. ძალიან მალე ამოყო თავი უფსკრულში და მაშინვე დაიწყო იმის გაანალიზება, თუ სად დაუშვა შეცდომები და რატომ დაბრუნდა უფსკრულში, ან იქნებ, მისი ბრალი არც არაფერია.
ვუყურებ ახლა მას უფსკრულში ჩავარდნილს და ვფიქრობ, რა იქნება ამის შემდეგ. იმიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ მოგიყვეთ, მაგრამ რატომ უნდა ვიფიქრო ან/და რატომ უნდა მოგიყვეთ? თავად იმტვრიეთ თავი იმაზე, რაც მოხდა, რატომ მოხდა და რა იქნება მომავალში.
კარგად ბრძანდებოდეთ, ჩემო მკითხველებო და თქვენც, ვისაც ჩემი დაწერილის წაკითხვა გეზარებათ!

პ.ს. ამ იგავის მიძღვნა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგანაც თქვენ მიუძღვენით, ვისაც გინდათ; ბევრი ასეთი ადამიანი ყოფილა, არი და იქნება დედამიწის ზურგზე

გიმაიო
13/12/2018   3.07 ამ
თბილისი


Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...