ვინმესთან ან რამესთან შეხვედრა კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც. და მაინც, როდესაც ეს სიტყვა გვესმის, უფრო კარგ ასოციაციებს იწვევს, რაც ალბათ ალბათობის ბრალია, თუ ესეც სუბიექტურია?
შეხვედრა დაგეგმილიც შეიძლება იყოს და უცაბედიც, მაგრამ როდესაც ეს სიტყვა გვესმის, მაინც უცაბედზე ვფიქრობთ, რადგანაც დაგეგმილისგან განსხვავებით უცაბედი შეხვედრა ხშირად უფრო დიდ კვალს ტოვებს ჩვენში, თუ ესეც სუბიექტურია?
და ახლა, როდესაც კარგსა და ცუდს, დაგეგმილსა და უცაბედ შეხვედრაზე ვფიქრობ, ერთ რამეს მივხვდი, შეიძლება მცდარსაც, რომ კარგი და ცუდი, დაგეგმილი და უცაბედი და ა.შ. შეხვედრა არ არსებობს, შეხვედრისას არსებობს მათი ნაზავი, სადაც ერთ შემთხვევაში ერთი მეტია მეორეზე, მეორე შემთხვევაში კი პირიქით, ანუ არსებობენ კარგ-ცუდი, დაგეგმილ-უცაბედი შეხვედრები.
შეხვედრა მხოლოდ პიროვნების შეხვედრას არ გულისხმობს, შეხვედრა პროფესიასთან, სიახლესათან/ცოდნასთან შეხვედრა, უფრო იღბლიანებისათვის აღმოჩენასთაბ შეხვედრა, ან განსხვავებული - ნახატს რომ პირველად შეხედავ, გული აგიძგერდება და იცი, რომ შენია, ან შენი საოცნებო ტელეფონის პირველად ხელის შეხება, თუ უცნობი სუნამოს ყნოსვით პირველი შეგრძნება, თან რომ იცი ერთი-ორი წელი ეს შენი სუნამო იქნება, მაგრამ მე განსაკუთრებით მახსოვს ნახევრად ბურანში ყველაზე ტკბილ-მწარე და აუწერლად თბილი და არომატული შეგრძნება ახალი დაბადებული სიცოცხლის შეხებისა, შენი საკუთარი გაგრძელების შეგრძნებისა.
ხო, ამდენი ვილაპარაკე და მთავარი არ მითქვავს, ანუ ის, რომ სიტყვა შეხვედრა არ მომწონს, რადგანაც ჩემი აზრით თითოეული სიტყვა რაღაც კონკრეტულს უნდა გადმოგვცემდეს. მაგალითად, სიტყვა „პური“, მნიშვნელობა არ აქვს ხორბლისაა, ჭვავის თუ ქატოსი, ამითი მისი დანიშნულება და შედეგები არ იცვლება.
ხოლო შეხვედრას ძირითადად განსხვავებული დანიშნულება და შედეგები აქვს. მაგალითად, შეხვდა ორი ახალგაზრდა და მალევე გადაწყვიტეს, რომ ახალი ოჯახი უნდა შექმნან; სხვა წყვილისათვის ამ გადაწყვეტილების მიღებას შეხვედრიდან შეიძლება ათწლეულები დაჭირდეს, მესამე წყვილის გზები კი საერთო გაიყოს. როგორ შეიძლება იმ მომენტს, როდესაც ამ სამმა წყვილმა ერთმანეთი პირველად ნახა, ანუ შეხვდა, ერთი და იგივე სახელი ერქვას?
რა თქმა უნდა არ ვამბობ იმას, რომ სიტყვა 'შეხვედრა' მრავალი სხვადასხვა სიტყვით უნდა შეიცვალოს, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ შეხვედრისათვის ყოველთვის მომზადებული უნდა ვიყოთ - კარგი რა, შეუძლებელია. იმედებს მაინც ნუ შევიქმნით წინასწარ, ან იქნებ ჯობდეს, საერთოდ ვთქვათ უარი ახალთან შეხვედრაზე? ვიყოთ ჩვენთვის წყნარად და გარანტირებულად.
ჩემ ნაწერზე წერის დროს მე თავად დამამთქნარა და ვკითხე საკუთარ თავს, რას ამბობ ახლა ისეთს ახალს, სხვისგან რომ არ გაგიგონია. და თუ კი ახლის თქმა არ შეგიძლია, საერთოდ რატომ ლაპარაკობ, ანუ წერ?
დავფიქრდი, მაგიდაზე დავდე თავი და უცებ თმებზე ხელის შეგრძნება ვიგრძნე. შევტრიალდი, რომ დამენახა, ღმერთო რა გამხდარი იყო. მის კაბას შევხედე, ხო, ეს კაბა მაცვია კუბოშიო და ამიტომ შეხვედრები აღარ მაქვსო. ემი იყო ვაინჰაუსი.
„ჩემი სიკვდილის შემდგ ჩემზე ყველამ გაიგო. რა თქმა უნდა, უამრავი შეხვედრები მქონდა სიცოცხლეში, შეხვედრების გარეშე იმ უამრავ ტრიუმფთან შეხვედრებსაც რა აზრი ექნებოდა, ბევრი პრობლემაც შემხვდა ცხოვრების გზაზე, ზოგი პიროვნებებთან შეხვედრის გამო. ისე გამოგოტყდები და ტრიუმფთან შეხვედრა ბევრად უფრო რთული გადასატანი ყოფილა ვიდრე პრობლემებთან შეხვედრა. ტრიუმფი ისე გფიტავს გონებრივად, ფიზიკურად, სულიერად, რომ მერე უამრავ შეცდომას უშვებ, ისეთს, თავადაც რომ გიკვირს მერე. გაინტერესებს, რითი გარდავიცვალე“, მკითხა. არა-თქო ვუპახუხე, შენი სიკვდილის მიზეზზე ბევრი დაიწერა და მე კი ყველფერს ვკითხულობ.
„არადა მართლა საინტერესოა, რა მოხდა, არ დაუჯერო იმ დაწერილებს. ტრიუმფთან შეხვედრას ვერ გავუძელი - ესაა ერთად ერთი მიზეზი, არ მეყო ძალა და არც არავინ შემხვდა ისეთი, ვინც ამაში დამეხმარებოდა“.
გაჩუნდა და ჩაფიქრდა. რაღაც ჭკვიანური უნდა მეკითხა და მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე: „ანუ, შენ ფიქრობ, რომ შეხვედრებს, ყველანაირს უარი უნდა ვუთხრა?“
გადაიკისკისა, ამის დროც დაგიდგება, მაგრამ ვიდრე ჯერჯერობით (სიტყვა ჯერჯერობითს ხაზი გაუსვა) ცოცხალი ხარ სიცოცხლეზე უარი არ თქვა, შეხვედრები საყვარელ ხალხთან, უცხოებთან, საყვარელ საქმესთან, შენ უკეთ იცი. ჩემი გამოცდილებიდან, კი უნდა ვამბობდე, რომ სულ ჭკვიანური ნაბიჯებით იარე-თქო, მაგრამ ახალგაზრდა გოგო ხარ და ლიტონ სიტყვებად დარჩება.“ ახალგაზრდა? ცოტა კი გამიკვირდა, იქვე სარკე მქონდა, ხო ერთი 20-მდე ვიქნებოდი. „ერთი რაც შემიძლია გითხრა, ყოველთვის ჭკვიანად ცხოვრება შეუძლებელია, ადამიანი შეცდომებისათვის შექნმა მამა-ზეციერმა, მაგრამ ეს შეგიძლია - ეცადე ნაკლები შეცდომა დაუშვა. ხოდა, რაც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ, მით უფრო კარგად და დიდხანს იქნები“. „50 წლის ბებერი რომ ვიქნები, მაშინ რაღა აზრი აქვს-თქო, უნდა მეთქვა და ისევ თმებზე ხელის შეხება ვიგრძენი. დედა, კიდე დაგეძინა, გადადი ლოგინში, დამიბერდი უკვე-ო, სიყვარულით მითხრა ჩემმა ნაბოლარამ და კისერზე მისი კოცნა ვიგრძენი.
წამოვდექი, ლეპტოპის გამორთვა მინდოდა, მაგრამ ემი Back To Black-ს მღეროდა და ბოლომდე მოვუსმინე.
ასე აბდა-უბდად ხომ არ დავამთავრებ, რამე უნდა დავუმატო:
დილა მშვიდობისა და საინტერესო დღე ხვალ ყველას განურჩევლად , თან შეხვედრებით დახუნძლული!
გიმაიო
03/12/2018 7.47 am
თბილისი
ReplyDeleteGreat post
Kontraktor Pameran
Vendor Booth Pameran
Kontraktor Booth Pameran
Jasa Pembuatan Booth
Jasa Dekorasi Booth Pameran