Skip to main content

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე.
ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი.
არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და დიდი ცისფერი თვალები მაქვს. მართალია, ელამი ვარ, მაგრამ დედამ მითხრა ძალიან გიხდებაო. როდესაც ერთად ვართ, სულ მელაპარაკება, დღეს ვერ შეძლო მხოლოდ. ვიცი, რატომაც მელაპარაკება ამდენს; ფიქრობს, რომ ასე უფრო ადვილად ვისწავლი ლაპარაკს.
დედამ ჩემზე არაფერი იცოდა, ახლა იგებს თანდათან. თქვენც მინდა გითხრათ. ჩემი ნამდვილი, არა ნამდვილი კი არა, ბიოლოგიური დედა, როგორც სხვები იტყოდნენ, მეძავია. მან და მისმა ორმა მეგობარმა ერთ-ერთი პატარა ქალაქის განაპირას იქირავეს ის სახლი, რომელშიც მე დავიბადე. არც ექიმი, არც ბებია ქალი, ერთ-ერთი უფრო გამოცდილი მეგობარი ეხმარებოდა დედაჩემს მშობიარობისას. მიჭირს მასზე დედის დაძახება, მხოლოდ დ-ს ვიტყვი ამის შემდეგ. მამა არავინ იცის, ვინაა. მე მაინც მგონია, რომ დ-მ იცოდა, მაგრამ არავისთვის უთქვას, ხუმრობდა, რას გაიგებო. მათზე ცუდს არ ვიტყვი, რადგანაც თუ ფხიზელები იყვნენ და ცოტა ფულიც ქონდათ, მეფერებოდნენ კიდეც, მაგრამ თუ ... აჯობებს არ გავიხსენო.
ასე იყო, თუ ისე, ერთი რამ კარგად ვისწავლე, ტირილი არ შეიძლებოდა, რადგანაც ჩემ ტირილს ყოველთვის ტკივილი ახლდა. ბავშვთა სახლშიც არასოდეს ვტიროდი. ჯგუფში ბევრი ბავშვი ვართ და რიგრიგობით გვაჭმევენ. ჩემი ჯგუფელები სულ ხმამაღლა ტირიან და ყვირიან, ვიდრე მათი ჯერი მოვა. მე ყოველთვის ჩუმად ვარ და ასე ველოდები ჩემ რიგს. მხოლოდ ერთხელ ცოტა წამოვიჭუჭყუნე, მეგონა დავავიწყდით. ეს ამბავი ჩვენმა ძიძამ დედას მოუყვა. ამის შემდეგ დედა სულ ცდილობდა, რომ ჭამის დროს მოსულიყო; საჭმელიც უფრო გემრიელია, ის როდესაც მაჭმევს.
არ მითქვავს თქვენთვის, ბავშვთა სახლში როგორ აღმოვჩნდი. საღამო ხანი იყო, დ-ს და მის მეგობრებს კლიენტები ყავდათ. მე კი, როგორც ასეთ დროს ხდებოდა, გარეთ ხის ქვეშ დიდ კალათაში ჩამაწვინეს. გვიანი შემოდგომა იყო და ძალიან მციოდა. არა და, როგორ მიყვარს სითბო. სახლში ჩოჩქოლი ატყდა, პოლიციის რეიდიაო. მე ერთმა პოლიციელმა მიპოვა, გარეთ ჩვილია გაყინულიო, უთხრა სხვებს. თბილისში წამომიყვანეს, ჯერ საავადმყოფოში დამაწვინეს, მერე კი ბავშვთა სახლში გადმომიყვანეს. ორივეგან ისე თბილოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭმელიც სულ მქონდა. ის, ვინც გამაჩინა, მეტი აღარ მინახავს. ვიცი გაინტერესებთ და გპასუხობთ, დიახ, მაინც მენატრებოდა და მინდოდა, რომ მოსულიყო და კი არ წავეყვანე, ჩემთან დარჩენილიყო. აღმოჩნდა, რომ არც საბუთები მქონდა და არც სახელი და გვარი. ზურა აქ დამარქვეს, მომწონს ჩემი სახელი.
სითბოც მიყვარს, ჭამისტიც ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს, სიყვარულით რომ მიყურებენ. თვალში მიდგას, დედამ პირველად რომ შემომხედა, გამიღიმა და მის მზერაში სიყვარულის ნაპერწკალი დავინახე. დრო და დრო ბავშვთა სახლში დადიოდა თურმე, თავის შვილებიც მოყავდა და ბავშვებს უვლიდნენ. ჩემი გაცნობის შემდეგ, ჩვენთან სიარულს უმატა. მეც მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას - სულ მეფერებოდა, გემრიელობები მოქონდა ჩემთვის და ჭამის დროსაც არ მიწევდა ლოდინი, მაგრამ ყველაზე მეტად მის შემოხედვას ველოდი, რადგანაც მის თვალებში სიყვარულს ვხედავდი. ვფიქრობდი ჩემთვის, რომ გავიზრდები მხატვარი გამოვალ და სიყვარულს დავხატავ, რადგანაც სიყვარულზე ლამაზი არაფერია.
ასე გრძელდებოდა იმ დღემდე, როდესაც პირველად დედის მოწოდებული საჭმელი არ შევჭამე. მიხვდა, რომ ავად ვიყავი, გამიზომეს და სიცხეც საკმაოდ მაღალი მქონდა. არ ინერვიულოთ, უთხრა დედას ბავშვთა სახლის ექიმმა, სუსტი ჯანმრთელობისაა, ხშირად ცივდებაო. შემდეგ მოსვლაზე ბავშვთა სახლში აღარ დავხვდი. მაშინვე საავადმყოფოში მოვიდა, ძლივს ვახელდი თვალებს, რომ მისთვის შემეხედა. დიაგნოზიც ცოტა გვიან დამისვეს - ტუბერკულიოზური მენინგო-ენცეფალიტი. ყველა ბავშვს, ვინც საავადმყოფოში იბადება, მალევე ცრიან ტუბერკულიოზზე, მე ვინ ამცრიდა. MRI რომ გადამიღეს, შუბლის წილები დაზიანებული აღმომაჩნდა . ხომ გეუბნებოდით, უთხრა საავადმყოფოს ექიმმა დედაჩემს, რომ განვითარების პრობლემები ექნებაო, და დაამატა, დავუკავშირდით იმ ქალაქის პედიატრს, სადაც ბავშვი დაიბადა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვილი საშინელ პირობებში იზრდებოდა. მეზობლები იმასაც ამბობდნენ, რომ ის ქალები, როდესაც დათვრებოდნენ, ამ ჩვილი ბავშვით ფეხბურთს თამაშობდნენო. როგორ უყვარს ხალხს გადაზედმეტება და გამუქება ისედაც საკმაოდ რთული და ჩაშავებული სიტუაციის. არ შეიძლებოდა დედაჩემისათვის ასეთი რამეების თქმა. ჯერ ერთი, ძალიან ემოციურია და მეორეც, გული აწუხებს.
„ხვალამდე ვერ გასტანს, შეიძლება ასეც ჯობდეს ბავშვისთვის. მიდით, დაემშვიდობეთ,“ - მკაფიოდ გავიგონე ექიმის ხმა, როდესაც ეს დედას უთხრა.
სწორედ ახლა მემშვიდობება, ხვალ მე აღარ ვიქნები. სამუდამოდ დამშვიდობებაზე უშნო არაფერი ყოფილა. ამიტომ ოცნებობენ ადამიანები საიქიო ცხოვრებასა და მომავალ შეხვედრებზე. მე კი იცით რაზე ვოცნებობ? ვოცნებობ, რომ დაიბადება სხვა ზურა, რომელსაც დედა ეყოლება გვერდით, მერე გაიზრდება, მხატვარი გახდება და სიყვარულს დახატავს. შეხედავენ ადამიანები მის ნახატს, მიხვდებიან სიყვარულის სილამაზეს და დაივიწყებენ მიტოვებას, ღალატს, მტრობას, სიძულვილს.
დიახ, მეც შემიძლია ოცნება; მერე რა რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები.
გიმაიო
09/04/2018


თბილისი

Comments

Popular posts from this blog

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

გაუმხელენ რობოტები ადამიანს კიბოს წამალს?!

მე რობოტი CK ვარ . უკაცრავად , თქვენ მითხარით , რომ არ მიცნობთ?   რა თქმა უნდა , არ მიცნობთ , მე მომა ვა ლში გამაკეთებენ . რამდენი წლის შემდეგ ?  ვერ გიპასუხებთ , არა იმიტომ , რომ არ მინდა , არამედ იმიტომ რომ არ ვიცი , რომელ წელში მეკითხებით .  მე საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია დამაკისრა ადამიანმა - ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების შემუშავება . რატომ მე ? ჩემი მეხსიერების გამო , რ აც განპიროვნებულია იმით, რომ ძალიან განვსხვავდები 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებული კომპიუტერებისაგან და წარმოვადგენ კვანტური და დნმ კომპიუტერების ნაზავს. ამ საკითხში ღრმად არ შევალ, რადგანაც თქვენთვის უინტერესო იქნება და ამიტომ ამ თემაზე აქ შევწყვეტ საუბარს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას მონაცემთა უდიდესი ბაზის დამუშავება ჭირდება , რაც ადამიანის ტვინისათვის ან თუნდაც კომპიუტერებისათვის ტრანზისტორებზე ხელმიუწვდომელია . თუკი რამე შეუქმნია ადამიანს სხვადასხვა სიმსივნურ სტადიაში ...

ლექსები

დილით ადრე, სადღაც ექვსამდე გამეღვიძე და მივუბრუნდი დროებით მიტოვებულ ოტავის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო კურსს ფსიქოლოგიაში, ონლაინ, რა თქმა უნდა. სამ ლექციას მოვუსმინე, ძილზე, სიზმარზე და ჰიპნოზზე. რამდენი რამ არ ვიცით! ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ახლის სწავლა, რადგანაც მაშინ ყველა საფიქრალი გავიწყდება. საფიქრალზე გუშინ დავწერე ძილის წინ ექსპრომტად: * * * ფიქრმა დამღალა, ვოცნებობ  ყველა ერთად შევკრიბო და სანაგვეზე გადავუძახო, ჩამოვჯდე ველად ან ზღვად გავიჭრა ნატვრათა გემზე, ისე რომ ყველა აზრს ან საფიქრალს სურვილი ჩემთან მოახლოვების გაუქრეს, მაგრამ ყოფას ნაგრიგალს, მტრის ნაბოძებსა თუ ახლობლების, თვალს გავუსწორებ მშვიდად. დავიწყე, ფიქრთა, აზრების ფრთხილად მობოჭვა სად გაიფანტნენ, ვეღარ გავიგე, ანდა ამდენი როგორ მოგროვდა? გადაბრუნებულს ვუყურებ ურემს, საქმე და დარდი იმდენი ხარობს, ნაგავში რომ ვერ მოისვრი თურმე, დავრჩი ფიქრებთან კვლავ მარტოდ მარტო. გიმაიო 07/03/2020 საღამოს დაგიბრუნდებით. მიყვარს ეს ჩვენი შეხვედრის ადგილი, ჩემო მეგობრებო ❤️ მწვანე ...

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს, მაგრამ ... მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული  იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“ ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდ...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

აქ ლექსებს ვინ წერსო, და ხელი ოდნავ წამოვწიე

ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.  მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერი ნა. აი ისიც: * * * გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო, ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია, და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ, მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია. თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ, ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს, როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე. გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,  თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,  მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი, აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული. ...