ახალგაზრდობაში (არ დავმალავ, და ახლაც) ძალიან მიყვარდა ადამიანის ქცევაზე დაკვირება. განსაკუთრებით ჭკუა სასწავლებელია დიდი ხალხის ქცევა ამა თუ იმ კონკრეტულ, რაღაცით განსხვავებულ, სიტუაციაში. დღემდე მაინტერესებს ეს პედაგოგიური მიდგომაა თუ სნობიზმის გამოვლენების ნაირსახეობა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავგრძელოთ, დიდი ხნის წინ რომენ როლანის "ბეთჰოვენის ცხოვრება"-ს რომ ვკითხულობდი, ერთმა პატარა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება . . . და ლექსიც დამაწერინა. აი ისიც:
* * *
გოეთეს სურდა ბეთჰოვენი ახლოს გაეცნო,
ბოჰემის წყლებზე მართლაც შეხვდა ორი გენია,
და, სამწუხაროდ, ვერ შეეწყვნენ, გზები გაეყოთ,
მინდა გიამბოთ, როლანისგან რაც მე მსმენია.
თურმე შეთანხმდნენ, სასეირნოდ ერთად წავიდნენ,
ძლიერ უნდოდათ, მეგობრები რომ ყოფილიყვნენ.
იმპერატორის ოჯახი გზად მაშინ შენიშნეს,
როს ბრუნდებოდნენ, ჩადიოდა მზე მოლივლივე.
გზა გააგრძელა მუსიკოსმა ნიჭის იმედით,
თან ქონდა ქუდი წარბებამდე ჩამოფხატული,
მას დედაოფალი მიესალმა რიგით პირველი,
აქ ბეთჰოვენის ნატურაა გამოხატული.
გოეთე შედგე. ქუდით ხელში იდგა, სანამდე
არ ჩაუარა პროცესიამ წარჩინებულთა,
გზის პირას მდაბლად ქედმოხრილი, მაინც ანათებს.
შეუცნობელი არი ალბათ ყოფა რჩეულთა.
გამოამჟღავნეს სხვადასხვა გზით თავის ღირსება,
ამ ნაამბობში დარიგების არ ჩანს ხმაური.
სიდიადე თუ ქმნილებებით დროში ვლინდება,
კვლავ "სიმფონია მეცხრე" ჟღერს და ცოცხლობს "ფაუსტი".
შემოქმედების იალქნები მოდგმავ აუშვი!
გიმაიო
მგონი გორი
ზუსტი დრო არ მახსოვს
Comments
Post a Comment