Skip to main content

მედლის ორი მხარე

∞ყველა იმ ქალბატონს ეძღვნება, რომელმაც
ბევრი რამ გააკეთა/აკეთებს/გააკეთებს და
შესწირა/სწირავს/შესწირავს სიყვარულს,
მაგრამ ...



მისი მობილურის ზარი გაისმა, ხელჩანთაში დარჩენია, არადა მიჩვეული იყო ყოველთვის სიახლოვეში უნდა ქონოდა. როგორ ეზარებოდა ადგომა, დღეს რაღაც ძალიან დაიღალა და ადრე დაწვა, რაც ასევე უჩვეულო იყო მისთვის. დაახლოვებით, ღამის ათი იქნებოდა, არა და, როგორც წესი გამთენიანიისას იძინებდა. ჯერ გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი აგრძელებდა რეკვას. წამოდგა.  „ქალბატონ ანას ვესაუბრები?“, იკითხა დამრეკმა. გახლავართო უპასუხა, და გულმა რაღაც ცუდი რეჩხი უქნა. „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გირეკავთ. თქვენ მეუღლეს გულის ინფარქტი ..“ , არ დაასრულა, შეჩერდა და უფრო დაბალი ხმით გაარძელა: „სტაციონარში მოყვანამდე გარდაიცვალა.“

ანამ ეს სიტყვები გაიგონა თუ არა, იგრძნო როგორ მოეფინა სახეზე ღიმილი, რომელიც სიხარულით, ნამდვილი სიხარულით იყო გამოწვეული. ამ ღიმილმა თავადაც გააოცა, ამდენად პასუხი დააგვიანა, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და დინჯი ხმით უპასუხა: „მესმის, მოვდივარ“, ტელეფონი გათიშა და იქვე სავარძელში ჩაჯდა, რათა გაეანლიზებინა ის ინფორმაცია, რაც ახლა მოისმინა და რომელიც ასე გაეხარდა.

. . . ოთახში ორი ჩასასვენებელი იდგა და ახლობლები გლოვისას ხშირად იმეორებდნენ სიტყვებს „ნამდვილი სიყვარული“. ერთში ახმახი მამაკაცი ესვენა, რომელიც ალბათ სამოცის არ უნდა ყოფილიყო. თავის დროზე ძალიან სიმპატიური იქნებოდაო, პირველი ამას გაიფიქრებდა სამძიმარზე მოსული კაცი, თუ მას ადრე არ იცნობდა. სიკვდილის მიზეზი გული ყოფილაო, გააგრძელებდა ფიქრს, რადგანაც გვამი სულ გაშავებული იყო. მეორეში კი ალბათ ქალბატონი ესვენა, ალბათს იმიტომ ვამბობ, რომ არაფერი უჩანდა, მთლიანად იყო გადაფარებული, რაც სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზით იყო გამოწვეული. ქალბატონს იმიტომ ვამბობ, რომ გადაფარებულშიც ეტყობოდა მომცრო აღნაგობა და ქალური ფიგურა.
 
დიახ, ჩასასვენებლებში ცოლ-ქმარი ესვენა. მე საიდან ვიცი? მე მათი შვილიშვილი ვარ, ბებოს სახელი მქვია, ანა. მე არ ვტირი, მაგრამ ყველაზე მეტად მე მეწვის გული, რადგანაც მათგან სიყვარული ყველაზე მეტად მე მერგო და მათი საიდუმლოებებიც მე ვიცი მხოლოდ, თქვენ გამოგიტყდებით, ცოტა ხნის წინ ბებოს დღიურები ვიპოვე და მისგან ჩუმად წავიკითხე.

გუშინ ბებო და მე ერთად ვიყავით სალონში და ბებომ ცხოვრებაში პირველად თმები მოკლედ შეიჭრა. მითხრა, რომ ბევრი გეგმა ქონდა და ცვლილებებისათვის ემზადებოდა.

ყველაფერი კი მაშინ დაწყო, როდესაც ფეხებამდე გრძელი ნაწნავებით პირველად სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა, რათა უმაღლესი განათლება მიეღო.

ქიმია უყვრდა ძალიან სკოლაში. თანაკლასელები სულ მას თხოვდნენ აეხსნა დავალება, რადგანაც მასწავლებლის ახსნილს ვერ იგებდნენ და ამიტომ გადაწყვიტა ქიმიის მასწავლებელი გამხდარიყო, დაბრუნებულიყო თავის სოფელში და მშობლიურ სკოლაში ესწავლებინა ბავშვებისათვის ქიმია.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი გარეგნობის გოგონა იყო, უფრო დაბალს იტყოდი, ცოტა პუტკუნაც, მაგრამ თუ ახლოდან შეხედავდით, უფრო ზუსტად თუ თავად ჩაგხედავდათ თვალებში, მაშინ შეამჩნევდით მის სილამაზეს არა მხოლოდ იმიტომ რომ დიდრონი განსხვავებულად მწვანე ფერის თვალები ქონდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ მის მზერაში ცოტა მიამიტობაში გადასული გულწრფელობა, სიკეთე, ჭკუა და ყველაზე მეტად სიძლიერე, დიახ სიძლიერე ჩანდა, რაც უჩვეულო იყო ასეთი ასაკის გოგონასათვის და მის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ანამ წარჩინებით ჩააბარა გამოცდები და სტუდენტი გახდა. 

ის პირველივე დღეს შენიშნა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, სიმპატიური, რომელსაც უნივერსიტეტის ეზოში უამრავი გოგო-ბიჭი ეხვია გარს. იცინოდა, ულამაზესი ღიმილი ქონდა. ერთი და იგივე აუდიტორიაში შევიდნენ, ანუ, თანაკურსელები იყვნენ, მაგრამ ანას ისე ჩაუარა, რომ არც კი შეუმჩნევია.  როდესაც ლექტორი სიას კითხულობდა, ანამ გაიგო, რომ მას დათო ერქვა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, ლექციის დაწყებამდე, ზედმეტი კალამი ვის გაქვთო, იკითხა დათომ. მეო, ანამ, მიაწოდა კალამი და თვალებში ჩახედა, რასაც მისგან გაკვირვებული მზერა მოყვა. ამდენ ხანს როგორ ვერ შეგამჩნიეო, ჩასჩურჩულა ყურში, კალამს რომ ართმევდა. ანას გული აუძგერდა და ყურებამდე გაწითლდა, არ ელოდა, რომ იგი ასე ახლოს მოვიდოდა.

ლექციების შემდეგ დათო მასთან მივიდა და უთხრა, წამოდი, ქალაქს დაგათვალიერებინებო. ქალაქის დათვალიერებით, უფრო ზუსტად ყურში ჩაჩურჩულებით, დაიწყო ანას გულში ისეთი სიყვარული, რომელიც, ბანალურად რომ ვთქვათ, მის გულში ვერც ეტეოდა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, მისი სიყვარული ისეთი სიძლიერის აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ვერ გაუმკლავდა და უამრავი შეცდომა დააშვებინა.

ის პირველი გაახსენდა ახლა; პირველი შეცდომა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაგინდ უმნიშვნელოდაც არ უნდა ჩანდეს, რადგანაც ადამიანის ბუნებიდან გამოდინარეობს. ახალი შეყვარებულები იყვნენ, ლექციებიდან ერთად გამოვიდნენ მეგობრები, უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოდიოდნენ და ანამ შეამჩნია, რომ დათოს ფეხსაცმელზე თასმა ქონდა გახსნილი. გაჩერდიო, უთხრა, დაიღუნა და თასმა შეუკრა, გახარებული წამოდგა, რადგანაც საყვარელ ადამიანს მოემსახურა, იმ დროს უკვე მართლა უზომოდ უყვარდა, მაგრამ პირველი უსიამოვნო შეგრძნება მაშინ იგრძნო, როდესაც თანაკურსელების გაკვირვებული სახეები დაინახა, შეცდომა რომ დაუშვა კი მაშიმ მიხვდა, როდესაც დათოს კმაყოფილებით გაბღენძილ სახეს შეხედა და მიხვდა, რომ მისგან საპასუხო მადლობას კი არა, კოცნასაც ვერ მიიღებდა, რომელსაც ეტყობა გულის სიღრმეში ელოდა.

მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ეს დღე იყოს დათოს სიყვარულის დასასრულის დასაწყისი. მათი ურთიერთობა კი მაშინ შეწყდა, როდესაც დათოს გახარებულმა იმედებით სავსემ უთხრა, რომ მისგან შვილს ელოდა. რა შვილი, რის შვილიო, დედაჩემმა გუშინ გაყიდა თავისი ნახატი, მეც მომცა ფული და ხვალ მოგიტან, აბორტი რომ გაიკეთოო.

დათო მეორე დღესვე უნივერსიტეტის კორიდორში შეხვდა და კონვერტი გაუწოდა, საკმარისი ფულიაო, ექიმი თავად მოძებნეო. ანამ კონვერტი, რა თქმა უნდა, არ გამოართვა, გვერდით ჩაუარა და ჩუმი ხმით, მაგრამ მკაფიოდ უთხრა, მე მკვლელი არ ვარო.

ერთად ერთი იმედის ნაპერწკალი ქონდა დარჩენილი - დათოს დედა, ეგონა მას თუ მოუყვებოდა თავის უსაზღვრო სიყვარულის ამბავს და ახალი ჩასახული სიცოცხლის შესახებ, სასწაული მოხდებოდა, რადგანაც დედა უკეთესად აუხსნიდა შვილს, რას ნიშნავს შვილი. რა შვილი, რის შვილიო, ეტყობა ‘ისეთი’ ყოფილხარ და რა ვიცი, რომ ჩემი შვილის შვილიაო. „სად შენ და სად ჩვენ. გაეთრიე და ამ სახლის გზა დაივიწყე!“ გარეთ რომ გამოვიდა, ანა კარებთან ცოტა შეყოვნდა, რამაც ეტყობა დათოს დედა გააბრაზა და ხელი მოუქნია. მისი ხელი ანას მუცელზე მოხვდა. ანა სასწრაფოდ კიბეზე დაეშვა, თან ხელები მუცელზე ქონდა შემოხვეული. მან აშკარად გააცნობიერა, რომ ამ მომენტიდან მის მუცელში მოკალათებული პატარა არსების დაცვა მისი უმთავრესი პრიორიტეტი იყო.

შემდეგ იმდენად რთული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, რომ შეეცადა ფიქრებშიც კი გადახტომოდა იმ დროს, როდესაც ოჯახმა უარყო, როგორც შემარცხვენელი, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ დედა და და მამის ჩუმად მაინც ახერხებდნენ დახმარებას. ასპირანტურაშიც იმიტომ ჩააბარა, რომ უფლება ქონოდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა, რადგანაც ჭერის გარეშე არ დარჩენილიყო თავის შვილთან ერთად. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლობა იცნობდა მას, მის შესაძლებლობებს და შრომისმოყვარეობას და გვერდში ედგნენ. ბევრს შრომობდა, მდიდარი დაბალკურსელი სტუდენტების დავალებებს ასრულებდა, რეფერატებს უწერდა მათ შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. თანაკურსელები და სტუდქალაქის მეგობრებიც ეხმარებოდნენ, ზოგჯერ ფინანსურად, ზოგჯერ კი ბავშვს იტოვებდნენ, როდესაც ანა გამოცდაზე ან შეხვედრებზე უნდა წასულიყო.

პატარა ანდრო ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ჩვილიც კი არ იყო მტირალა, ფერები უყვარდა, ხოლო მის შემდეგ, რაც ფანქრის ხელში დაკავება ისწავლა, სულ ხატავდა და თავის პროფესიად მხატვრობა აირჩია და წარმატებასაც მიაღწია. ანა ძალიან ამაყობდა თავის შვილით, მაგრამ თვლიდა რომ საკმარისი სითბო, სიყვარული და ყურადღება ვერ გაუწილადა, რადგანაც ძალიან ბევრს შრომობდა და შვილისათვის დრო არ რჩებოდა.

მართალია უმაღლესი უკვე დამთავრებული ქონდა, მაგრამ ქიმიურ საწარმოში მუშად დაიწყო მუშაობა, რამდენიმე წელიწადში კი ამ ქარხნის დირექტორი გახდა. ცდილობდა სულ წინ წასულიყო, დარგის მინისტრის მოადგილედაც კი იმუშავა რამდენიმე წელი. ქვეყანაში წესწყობილების შეცვლას მომზადებული შეხვდა, საკუთარი ბიზნესებიც დააარსა. რომ შეგეკითხათ, გიპასუხებდათ, რომ ბედნიერი ქალია, მაგრამ, საკუთარი თავისათვის რომ დაესვა ეს შეკითხვა, ალბათ პასუხის გაცემას თავს აარიდებდა. ერთში კი დარწმუნებული იყო, რომ ანა იყო მისი ბედნიერება და იმედი. ანა მისი შვილიშვილი იყო, რომელსაც ბებოს სახელი დაარქვეს. ანდრომ ცოლი ძალიან ადრე მოიყვანა, რძალი კარგი გოგონაა, ისიც მხატვარი, და რატომღაც ანამ ჩათვალა, რომ შვილიშვილის გაზრდაში ბებოსა და ბაბუს უნდა შეეტანათ გადამწყვეტი წვლილი.  

ჯერ კიდევ ქარხნის დირექტორად მუშაობდა და დაოჯახებასაც აპირებდა. ისეთ ადამიანს შეხვდა, ვისაც უყვარდა, ვისაც ენდობოდა და ვის გვერდითაც დაცულად იგრძნობდა თავს. ქაორწილის დღეც დანიშნული ქონდათ.

სწორად მაშინ, ერთ დილას, კარებზე ზარი გაისმა, უცებ ხალათი მოისხა და კარები გააღო. ზღურბლზე დათო იდგა, განადგურებული, 48 საათია არ მიძინია და არც მიჭამიაო. სამზარეულოში შეიყვანა, ჩაი დაუსხა. დედა რამდენიმე თვეა გარდამეცვალა, ყველაფერი წავაგე, გავყიდე, წამალზე დიდიხანია ვზივარო, ერთი ამოსუნთქვით ამოღერღა ყველაფერი ისე რომ, თვალი მაგიდისათვის არ მოუშორებია. ანა ხშირად დაბრუნებულა ფიქრებით ამ შეხვედრაში, მაგრამ ვერასოდეს შეძლო გაეხსენებინა, თავად რას გრძნობდა და ფიქრობდა მაშინ, რადგანაც მთლიანად დათოს გრძნობებში და ფიქრებში იყო გახლართული, იმ დროს დათო არა მხოლოდ მთავარი ფიგურა იყო მისთვის, არამედ იგი იყო ერთადერთი მის თვალსაწიერში.  „ანა,- უთხრა დათომ და თვალებში შეხედა, - მიშველე, გადამარჩინე, შენ შეძლებ მხოლოდ.“

კარები გაიღო და დედას ძახილით ანდრო შემოვიდა სამზარეულოში, „რატომ არ გამაღვიძე, სკოლაში არ დამაგვიანდეს.“ უცებ შედგა ბავშვი და უცნობ მამაკაცს შეხედა. „ანდრო, მე მამა ვარ შენი“, უთხრა დათომ. ეს ‘მამა’ ისე გაუბედავად და ხმის კანკალით იყო ნათქვამი, რომ ანამ ბავშვს უთხრა, გაემზადე, სკოლაში წადი, დანარჩენს საღამოს დავილაპარაკებთ.

ასე დარჩა დათო ანასთან, დათო მართლა ცდილობდა ანდროსთან დაკარგული წლების აღდგენას, ანაც ხშირად იხდიდა დათოს ვალებს, მკურნალობდა მის დამოკიდებულებებს, უამრავი პრობლემა დაემატა მის ყოფას. დათოს განსაკუთრებული მოვლა ჭირდებოდა, ყველაფერი საუკეთესო მისი უნდა ყოფილიყო; მისი ხალათის გაუთავებასაც კი ვერ ანდობდა მოსამსახურეს, რადგანაც დათო ძალიან მომთხოვნი იყო - მის ხალათზე ერთი პატარა ნაოჭიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.  მაგრამ ეს უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი სირთულეები აიძულებდნენ უფრო მეტი ეშრომა, უფრო წინ წაეწია საკუთარი თავიც და ოჯახიც. ამ გადასახედიდან ალბათ ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ დაემტკიცებია დათოსთვის, რომ ნამდვილად ღირსი იყო მისი სიყვარულის.

ბოლო წლებში, თითქოს ყველაფერი უკეთესად მიდიოდა, დათოც უფრო ბედნიერი ჩანდა, ჩვეულ შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდა, პატარა ანა, რომელიც უკვე სკოლას ამთავრებდა, აერთიანებდა მათ.

გუშინ იყო, „კეთილისმსურველმა“ ფოტოები რომ გამოუგზავნა, სადაც მისი მეუღლე დაახლოვებით მათი ანას ასაკის გოგონასთან ერთად იყო გადაღებული, რომელსაც ისეთი სიყვარულით უყურებდა, და ამ შეხედვამ  ისე ატკინა გული, რომ გვერდით მჯდომი ქალბატონი თავიდან ვერც კი შეამჩნია. ჩვენი შვილისთვის ასეთი სიყვარულით არასოდეს შეუხედავსო, დარწმუნებულმა გაიფიქრა. თქვენმა ქმარმა ეს თავისი ქალიშვილიც თქვენი მოპარული ფულით გაზარდაო, ისე რომ არაფერს აკლებდაო, წერდა სურათების გამომგზავნი, რომელსაც ეტყობა ადრე, როდესაც თანამდებობებზე მუშაობდა, გული ატკინა და რომელიც ახლა სიამოვნებით უხდიდა სამაგიეროს.

უცებ საკუთარ გულში საკუთარი ქმრისადმი იმხელა სიძულვილი ამოტივდიდა, რომ მკაფიოდ იგრძნო ამ სიძულვილმა მისი გული როგორ გახეთქა, თავად სიძულვილი კი გაიფანტა და გაქრა. მთელ მის არსებაში გულგრილობამ დაისადგურა და მთელი სიმძაფრით მიხვდა, რომ გულგრილობა ბევრად უფრო საშიში გრძნობა ყოფილა, ვიდრე სიძულვილილი, იმდენად საშიში, რომ გადაწყვიტა ამ გრძნობაზე არც ეფიქრა. ამიტომ დღიურში არაფერი ჩაწერა, მოსამსახურე გაუშვა და თავად დაიწყო სახლის დალაგება და მთელი დღე ხვეტავდა, რეცხავდა და ხეხავდა.
მეუღლე, როგორც ყოველთვის გვიან დაბრუნდა, მეგობრებთან ერთად ვიყავიო, მაგრამ ნასვამი არ იყო. არც კი მიუქცევია მისთვის ყურადღებბა, არც არაფერი უთქვავს, რადგანაც არასოდეს არღვევდა თავის წესს, რომელსაც საკუთარი წარმატების ერთერთ მიზეზად თვლიდა - გაბრაზებულ გულზე არაფერი ეთქვა ან მოემოქმედა, ერთი ღამე მაინც უნდა მოეთმინა.

დღეს დილით ადრე გაიღვიძა, ისიც ადრე ამდგარიყო. სალაპარაკო გვაქვსო, უთხრა. რაო, უინტერესოდ მიუგო დავითმა.
- დღეიდან სახლში აღარ მოხვიდე, განქორწინებაზე შემაქვს განცხადება.
- კარგი ახლა, ნუ სულელობ.
ისიც კი არ მკითხა, რატომო, გაიფიქრა ანამ და უთხრა: იცი, რა? აღარ მიყვარხარ უკვე კარგა ხანია, მაგრამ უკვე აღარც მძულხარო და ამიტომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
-  - ეგ არ ქნა, ხომ იცი, მე როგორ მიყვარხარ; უშენოდ რა უნდა ვქნა, რა მეშველება?
ამას რომ ეუბნებოდა, ანას თვალებში შეხედა და, ეტყობა ისეთი რამ დაინახა ცოლის თვალებში, რომ პირდაპირ გასასვლელისაკენ წავიდა და კარები გაიხურა.

სახლი დალაგებული იყო და რა უნდა გაეკეთებინა დღეს. ანასთან შევიდა ოთახში და უთხრა: „ბე, წავიდეთ სალონში, ვარცხნილობა შევიცვალოთ ორივემ, რაღაც მოკლედ მინდა შევიჭრა თმა. და საერთოდ, ბევრი რამე მინდა შევცვალო, მგონი, დროა უკვე.“

 ... ნეტავ, რამდენ ხანს ვიჯექი სავარძელში წარსულში ჩაძირულიო, კითხა საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი არც კი აინტერესებდა.

ტელეფონის ზარი გაახსენდა და თავისი სიხარული, რომელიც ისეთი ძლიერი იყო, რომ მკაფიოდ იგრძნო ამ სიხარულმა მისი გული როგორ გახეთქა, თავად სიხარული კი გაიფანტა და გაქრა. მთელ მის არსებაში ისევ გულგრილობამ დაისადგურა და მთელი სიმძაფრით მიხვდა, რომ ეს გულგრილობა ბევრად უფრო საშიში გრძნობა იყო, ვიდრე სიკვდილით გამოწვეული სიხარული, იმდენად საშიში, რომ ვერ შეძლო მასზე არ ეფიქრა.  ფიქრმა კი მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შეუძლებელია სიხარულის, სიყვარულის, თუნდაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება, რადგანაც წინ მამოძრავებელი მიზანი აღარ არსებობს, რადგანაც გულგრილობა თავადაა სიკვდილი.

დინჯად წამოდგა, დინჯადვე ჩაიცვა, ოღონდ ჩანთას ნერვიულად წაავლო ხელი და კარებისაკენ გაემართა, მაგრამ შუა გზაზე მოტრიალდა და თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა. თეთრი ფურცელი აიღო, ორად გაყო, ამხელა არ დამჭირდებაო, დიდხანს არ უფიქრია ისე დაწერა: „მძღოლი დამნაშავე არაა, ჩემი გადაწყვეტილებაა, სუიციდი ერთადერთი გამოსავალია ახლა ჩემთვის.“ შვილზე და შვილიშვილზე ფიქრი გონებიდან მოიშორა, ეს ფიქრები მხოლოდ ხელს შეუშლიდა მის გადაწყვეტილებას, დაწერილი ფურცელი ორად მოკეცა და პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო.

გარეთ გამოვიდა, გრილი ნიავი ესიამოვნა, უფრო ალბათ იმიტომ რომ მიხვდა საბოლოო სასიამოვნო შეგრძნება იყო მისთვის. თითქოს ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, შუქნიშანს მიადგა. ტრანსპორტი გაჩერებულიყო, ანუ, მისი გზა იყო, მაგრამ დაელოდა, როდის დაიწყებდნენ მანქანები მოძრაობას. უყურებდა მოძრავ მანქანებს და მათ შორის ის თეთრი პრიუსი შეამჩნია, რომელსაც ეტყობოდა სადღაც ძალიან ეჩქარებოდა. ესააო, უთხრა საკუთარ თავს და მის მიმართუებით გამბედავი ნაბიჯები გადადგა, რომლებმაც ყველაფერი დაასრულა. 

გ ი მ ა ი ო 
01/10/2016
თბილისი 

Comments

Popular posts from this blog

სათაური ვერ მოვძებნე

მერე რა, რომ ჯერ სამი წლისაც არ ვარ და თან კომაში ვიმყოფები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. აი, ზუსტად ახლა მუცელზე დედის ხელს და მის მოფერებას ვგრძნობ. დედა მე დავარქვი, თორემ თქვენ ვისაც დედას ეძახით, მე ისეთი დედა არ მყავს, ბავშვთა სახლში ვიზრდები. ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელი და ის ორად-ორი სიტყვაც ჩამესმის, რომელთა თქმასაც ძლივს ახერხებს: მიყვარხარ და მაპატიე. ვიცი, რომ ვუყვარვარ; ასე სხვას არავის ვყვარებივარ. ბოდიშს იმიტომ კი არ მიხდის, რომ კარგად ვერ მომიარა. თავადაც იცის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. ბოდიშს იმიტომ მიხდის, რომ არ მიშვილა. უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გაბედა. თავისი შვილები ყავს, ძალიან ბევრს მუშაობს, ფინანსურადაც არ ულხინს. მეც შევაშინე: ჩემი ზუსტი ასაკი უცნობია, ორიდან სამ წლამდე ვარ, მაგრამ ჯერ ვერ ვლაპარაკობ, სიარულის ნაცვლად ვხოხავ, ძალიან ადვილად ვცივდები, ხშირად მაქვს სიცხე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, - შევაშინე, აბა, რა ვქენი. არა და იცით, რა საყვარელი ტიპი ვარ - ოქროსფერი კულულები და ...

დიახაც, გუშინ ღამით ედგარ პო ვთარგმნე

. . . და , აი ეს თარგმანიც : მარტო დაბადებიდან მოყოლებული მე სხვას არ ვგავარ და ვარ ეული , ვერ ვამჩნევ იმას , რასაც შენ ხედავ განსხვავებული გრძნობა და ვნება , განსხვავებული დარდი , ნაღველი მხიარულებაც არაჯანმრთელი , თვალსაწიერი ყველაზე ფართო ; და რაც მიყვარდა , მიყვარდა მარტოს . ჩემი ბავშვობა , ქარიშხლიანი წლების საწყისი , დროის შხრიალი , კარგის და ცუდის განსჯის ჟიური და ის შეგრძნება მისტერიული , მუდამ რომ მბოჭავს , როდესაც ვხედავ როგორ იცლება ნიაღვრად ზეცა , როგორ აწითლებს კლდის წვერს მზის სხივი , ანათებს ელვა გარემოს ჯინით , და ღრუბელს ბზარი როგორ უჩნდება , ოქროსფერ ხაზალს შტორმი უხდება , ჭექა - ქუხილის ხმას ასეთ ბოროტს როდესაც ვუსმენ და ვხედავ როგორ შეკრა ღრუბელმა ( ან რა ძალებით ?) ცაზე დემონი ჩემი თვალებით . . . . 1849 წლის 3 ოქტომბერი იდგა . ფიქრებით ისე აშკარად დავბრუნდი უკან ზუსტად ამ დღეს და ბალტიმორის ქუჩებში გადავწყვიტე გასეირნება . სწორ...

ჩცდ, ქეთი, ზაზა და განზოგადება

ძალიან მარტივად დავიწყებ. ქეთისა და ზაზას პრობლემა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც ეხება ნიაკოს, ანუ მომავალს. რა, ქმრისაგან უყურადღებოდ დატოვებულ ახალგაზრდა ნაირას, როგორც მისი თაობის უმრავლესობას, არ უღალატია საკუთარი მოღალატე ქმრისათვის თავის ექიმთან, მოძღვართან ან/და ძველ შეყვარებულთან ცხადში თუ არა, სიზმარში ან ოცნებებში მაინც?! სიზმარში და ოცნებებში ღალატს ქალბატონი ნაირა ალბათ ღალატს არ ეძახის, პირადად ჩემთვის ამ ორ ღალატს შორის დიდი განსხვავება არაა. ყველანაირი ღალატი დასაგმობია!!! ქეთი ... ვგმობ ამ პერსონაჟს როგორც მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლად მიმაჩნია. ასევე დასაგმობია, ცხოვრობდე ტყუილში, ანუ, ცხოვრობდე ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, და რომელსაც არ უყვარხარ და პატივს არ გცემს. თუ ქალს ასეთ სიტუაციაში არ უნდა იცხოვროს, მხოლოდ ერთი გამოსავალია - კარგი განათლება, საკუთარი საქმე, ბრძოლის უნარიანობა, რაც   დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. მინდოდა მიმეწერა ამ ქვეყნიდან გაქცევა-თქო, მაგრამ ვინ დარჩება მაშინ და...

შავი კატა

სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, უცებ შავმა კატამ გადამირბინა. ასე უცებ საიდან გამოძვრა ვერც შევამჩნიე და, ძალიან ახლოს და სწრაფად გამირბინა და იქვე მდგომ ნაგვის ურნის ქვეშ შეძვრა. ისე შემეშინდა, შევყვირე კიდეც . შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, საკმაოდ ძლიერ და თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს და სხვებიც ასე მიცნობენ, რელიგიურიც კი არ ვარ , მაგრამ გამოგიტყდებით , რომ ეს ცრურწმენა შავი კატის წინ გადარბენის შესახებ სისხლში მაქვს და მაშინებს. ისეთ ბიზნეს შეხვედრაზე მივდიოდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ამ კატის გამო გავიფიქრე, მოდი სხვა დროისათვის შევხვდები, დღეს მაინც აღარაფერი გამოვა. დავრეკე და ვეუბნები: “უკაცრავად დედა გამიხდა ცუდად, საავადმყოფოში მივდივარ, და იქნებ , სხვა დროს შევხვდეთ . ” რაზეც მიპასუხეს: “ შეხვედრა საჭირო აღარაა, წარმოდგენილი საბუთებით ვიმსჯელეთ და თქვენ ხართ გამარჯვებული . კონტრაქტს , როდესაც მობრძანდებით, გავაფორმებთ.” ახლა იმაზე ვინერვიულე, ტყუილი რომ ვთქვი დედა ცუდადაა - თქო, და დავურეკე. მისმა მომვლელმა ექთანმა მიპა...

перевод

Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи ещё хоть четверть века — Всё будет так. Исхода нет. Умрёшь — начнёшь опять сначала И повторится всё, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. Блок ეს ღამე, ქუჩა და აქთიაქი, ფანრის უაზრი და მკრთალი შუქი, რაც დამრჩენია წლები ტიალი, როგორც განვლილი, იქნება მუქი. მოვკვდები, კვლავაც ყოფნის მორევი დატრიალდება თითქმის უცვლელად, ეს ღამე, ქუჩა, ლამფიონები და აფთიაქი; ქარი უბერავს  გიმაიოს თარგმანი

ცისარტყელა საპნის ბუშტში

როგორ არ უნდოდა იმ დღეს სახლიდან გამოსვლა და სამსახურში წასვლა. კარებიდან უკან მობრუნდა და საძინებელში შევიდა. სიყვარულით სავსე თვალებით თავის 2 წლის გოგონას შეხედა, რომელსაც დედის გვერდით ეძინა. მზერა გულგრილად თავის მეუღლეზე გადაიტანა, მაგრამ ეს მზერა ისევ სიყვარულითა და სიამაყით აევსო, როდესაც თავისი ცოლის გაბერილ მუცელს შეხედა. დიახ, მეორეს ელოდებოდნენ. მეორე შეგნებულად დააჩქარეს, რადგანაც პირველი შვილის დაბადების შემდეგ მამა ხშირად ეუბნებოდა, შვილს როდის მაღირსებო და შვილის ქვეშ, რა თქმა უნდა, ვაჟიშვილი იგულისხმებოდა. ხო და, აუსრულა მამას ოცნება, მალე თავადაც ბიჭის მამა გახდებოდა. თავს ძალა დაატანა და სწრაფად, მაგრამ ფეხაკრეფით, გარეთ გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისაკენ გააგრძელა სვლა, აგვიანდებოდა, დღეს პირველი გაკვეთილი ქონდა. იმ ახლად აშენებულ მაღალსართულიან უადგილოდ ჩაკვეტებულ სახლს უახლოვდებოდა, რომლის ყოველ დანახვაზე ბრაზი ერეოდა. ეს ბრაზი ახლაც იგრძნო, მაგრამ ყურადღება მის წინ მიმავალ ახალგაზრდა ქალბატონსა და მის ორ შვილზე გადაიტანა. ეტყობა დედას უფროსი შვილი...

გ უ ლ ი

მე მიკრობიოლოგი ვარ სპეციალობით, თან უნიჭიერესი, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფთ გიჟი ვგონივართ და კარგა ხანი ფსიქიატრიულშიც ვიყავი გამოკეტილი. ზედმეტი ჭკუის გამო გაგიჟდაო, ესაა ნათესავების, კოლეგების და მეზობლების აზრი, რაც სპეციალისტების აზრითაც გამყარდა, როდესაც შიზოფრენიის დიაგნოზი დამისვეს. ახლა რასაც ვწერ, ჩემთვის ვწერ და ჩემ თავს გამოვუტყდები, რომ პრობლემა მართლაც მაქვს. ყველაფერი ერთი შეხედვით ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო. იმ დღეს, როგორც ყოველთვის, პუნქტუალობა და პედანტობა მართლაც მახასიათებს, ზუსტად დილის 7 საათზე გამეღვიძა ყოველგვარი მაღვიძარის დახმარების გარეშე. გაღვიძებისთანავე არა მხოლოდ ვიგრძენი, არამედ შევიმეცნე კიდეც, რომ გული აღარ მქონდა. ჩემი განათლების ადამიანისათვის საკუთარი თავისათვის ამის გამხელა და ამაში დარწმუნება ადვილი არ იყო. ვცდილობ ახლა გავიხსენო, პირველი რა ვიგრძენი მაშინ. შიში? სიხარული? არც ერთი, მხოლოდ გულგრილობა და მივხვდი, რომ გულგრილობა უდიდესი გრძნობა იყო, რადგანაც უკიდეგანო თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. სამსახურში წასვლა ჩემთვის მოვალეობა არაა, ეს ჩ...

მწვანე თვალი თუ აღსარების მცდელობა

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა, ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად ებრძოდა. ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ, რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ, რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა. უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა ხან...

კ ო რ ი დ ა

ეს ფერწერული ტილო იმ დროიდანაა ჩემს ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში ჩემ სასთუმალთან ეკიდა და ახლაც კი, როდესაც ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, ისევ ჩემი საწოლის თავზე, უფრო ზუსტად ბოლოში, კიდია. საწოლში კი ყოველთვის უკუღმა ვწვები, რომ ამ ნახატს ვუყურო. ჩემი ცოლი სულ მეჩხუბება, გადავდებ ბალიშს, შენ გადმოდებ - სურათს მაინც შეუცვალე ადგილიო. მოკლედ, სწორედ ეს ნახატია, რასაც ყოველ ღამე დაწოლის წინ და ყოველ დილით გაღვიძებისას ვხედავ. ჩემი ნახატი მსოფლიო შედევრი არაა, მაგრამ თითქმის საუკუნეა გასული, რაც მხატვარს დაუხატავს და მას კორიდა ქვია. საკმაოდ დიდი ტილოა, მისი ძირითადი ნაწილი ქვიშა მოყრილ წრუილ მოედანს უკავია, რომელზეც ორი ცხენზე ამხედრებული პიკადორი და სამი მატადორია, და წითელ ნაჭრებს აფრიალებენ. მაგრამ ნახატის ძირითადი ფიგურა მაინც შავი ხარია. ეტყობა მხატვარმა ყველაზე გულმოდგინედ ხარის დახატვისას იმუშავა. თითქოს ხარის თითოეული კუნთის დაჭიმულობას ამჩნევ და გრძნობ. ამიტომაა, რომ სურათთან მიახლოვებისას პირველად ხარს ხედავ. სულ ბოლოს კი შემაღლებულ ადგილზე, არენაზ...

რადიარდ კიპლინგის "თუ..."-ს თარგმანი

თუ შეძლებ, რომ შეიკავო გრძნობები, როცა გბრალდება ცუდი ზრახვები ურცხვად, თუ შეძლებ, რომ ენდო შენ თავს, როდესაც ყველანი ეჭვით აღსავსე მზერით გკიცხავს. თუ შეძლებ, რომ დაელოდო გულგრილად, გატყუებდნენ და მართალს ამბობდე ისეთს, ყველას ძულდე, შენ გიყვარდეს უტიფრად, დამალე ჭკუა და სილამაზე, გირჩევ. თუ შეძლებ, რომ იოცნებო, იფიქრო, არ დაემონო არც ერთს; გულით თან მინდა ტრიუმფს ანდა უბედობას გირჩიო შეხვდე ღიმილით, ერთნაირად და მშვიდად. თუ აიტან შენ, რომ სიმართლეს უყურო, გადაგრეხილი ხელებით, ხაფანგში, ბნელში, გაანადგურო საკუთარი ყოფა უგულოდ და კვლავ აშენო შიშველი ხელით. თუ შეძლებ, რომ მოგებები შეკრიბო, მთლიანად დადო ფსონად ბლაინდზე, მერე წააგო და ყველაფერი დაიწყო თავიდან, მაგრამ არ მიაკარო ნერვებს. თუ შეძლებ, რომ დაღლა, დარდი ატარო, და მაინც შეგრჩეს გულ-ღვიძლი მთელი, ნერვიც, ფუტლიარად იგრძნობ სხეულს საკუთარს, წამოდგები და გადადგავ ნაბიჯს ნებით. თუ შეძლებ, რომ უბრალო კაცს და მეფეს არ განასხვავებ ერთმანეთისგან დონით, თუ ვერც მტერი, ვერც მოყვარე დაგაკლებს რამეს, და მაინც შემოგყურებენ ნდობით....