ეს დღეები ვათვალიერებ ფბ-ს და უმრავლესობა მარიჰუანას (თუ მარიხუანის, არ ვიცი) ლეგალიზაციაზე ბჭობს. მინდა ჩემი პოზიციაც დავაფიქსირო - მე ვემხრობი ამ საკანონმდებლო ცვლილებას.
ჩემი პოზიცია რომ აგიხსნათ, შორიდან დავიწყებ.
1) როდესაც რაიმე წვეულება მაქვს ჩემ სახლში, არასოდეს სასმელი არ მიმაქვს სუფრაზე, ჩემ სიახლოვეში სიგარეტს ვერავინ მოწევს, არც ყავას და შავ ჩაის ვსვავ, მხოლოდ მწვანე, პიტნის და გვირილის ჩაის მუშტარი ვარ. არ დამავიწყდეს, სავალდებულო წესით ბროკოლს გეახლებით.
2) მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ წელიწადზე მეტი ვიმუშავე თანაშემწედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მრავალი დადგენილების პროექტი მაქვს დაწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან მიმართებაში.
3) პოლიციის მიერ წარმოდგენილ დოკუმმენტაციაში ყოველთვის იყო მითითებული გამოყენებული ნივთიერებები. ამ ნივთიერებათა ჩამოთვლას და ანალიზს არ დავიწყებ, ჩემზე უკეთ იცით, რა დამანგრეველი შედეგი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ახაგაზრდებისათვის, თავისუფლად იყიდებოდა სპეციალურ აფთიაქებში და არა მატო აფთიაქებში, და, ვთქვათ, ზოგი ძეგლდადგმული და გმირადაც შერაცხულიც, კარგად ითბობდა ამაზე ხელს. და ძირითადი დასჯის სუბიექტი იყო, მარიჰუანას მომხმარებელი, რადგანაც თავადაც შეეძლო მისი მოყვანა და ამით მავანს არ ამდიდრდებდა.
5) დღეს ამ მავანთ, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციას აფარებენ თავს, ლეგალიზაციის კანონით შემოსავალი შემოაკლდათ.
6) რა თქმა უნდა მარიჰუანას მოხმარება უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ბევრად უფრო უვნებელია ვიდრე ის დანარჩენი ტაბლეტი, მოსაწევი თუ გასაკეთებელი.
7) არიან ახალგაზრდები, და საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ, ამაში სახელმწიფოს ბრალეულობაა პირველ რიგში სახეზე, აქვთ ოჯახური პრობლემები, ასაკობრივად მათი ჰორმონების აქტივობა მაღალია, გამოსავალის პოვნა ურთულდებათ/ვერ ახერხებენ და ცდილობენ გაერიდონ რეალობას, ასეთ შემთხვევაში, გავიმეორებ, მარიჰუანას მოწევა ნაკლებად საზიანოა ვიდრე ის დანარჩენი ტაბლეტი, მოსაწევი თუ გასაკეთებელი, ან თუნდაც ალკოჰოლი.
და ბოლოს, ახალგაზრდებო შეეცადეთ იპოვოთ თქვენი თავი, შეიყვარეთ თქვენი თავი, იპოვეთ თქვენი საქმე, აკეთეთ საყვარელი საქმე, რაც უფრო მეტ კაიფს მოგიტანთ, დაკავდით სპორტით, შემოქმედებით და შეეშვით სიგარეტს, სასმელს, მარიჰუანას, ტაბლეტებს, მსგავს მოსაწევსა თუ გასაკეთებელს. მერწმუნეთ, მათ გარეშეც ეს ცხოვრება შეიძლება საკაიფო გახადოთ.
პ.ს. თქვენ კი, ადამიანებო ან/და ეკლესია, განსაკუთრებით იმ ადამიანებს და ეკლესიის წარმომადგენლებს მოგმართავთ, თქვენგან სიგარეტის სუნი თქვენი სუნამოს/საკმეველის სუნს რომ ფარავს, ხშირად ისე გამომთვრალხართ რომ ფეხზე ვერ დამდგარხართ და არც ნარკოტიკულ კაიფს იკლებთ, ყველა მოეშვით სიძულვილით წიწინს და იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ და გააკეთეთ ისეთი რამ, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროთ და აპოვნინოთ საკუთარი თავი და მნიშვნელობა. თუ ამის ...(ჩასვით რა სიტყვაც გინდათ, 'თავი' მაგალითად ან უფრო ემოციური რამ) არ გაქვთ, გაჩუმდით მაინც და ნუ იწყევლებით თავ-შალ-წაკრული მოხუცი ქალივით, ნუ ილანძღებით და მით უფრო ნუ იმუქრებით.
მხოლოდ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი აკეთებს საქმეს!

გიმაიო
18/09/2018
თბილისი
Comments
Post a Comment